რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
კახა ქემოკლიძე დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას არ გამორიცხავს
„დღის განმავლობაში ველოდებით რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს და არ არის გამორიცხული, რომ შედგეს შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფელ ჩორჩანასთან საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ განუცხადა.

მისი თქმით „ღნიშნული საკითხი დარეგულირდება ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით“.

ქემოკლიძის განცხადებით „ეს არის ჩვეულებრივი ინციდენტი, რომელიც საჭიროებს ძალიან პრაგმატულ, მშვიდ, წყნარ მიდგომას და ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტების გააქტიურებას, რათა მოხდეს აღნიშნული საკითხის მშვიდად და წყნარად დარეგულირება.

ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ვითარება ადგილზე არსებულ პროცესს ნამდვილად არ აჯანსაღებს.

ნებისმიერი მოლაპარაკებების ფორმატში, როდესაც ულტიმატუმებით ხდება პოზიციების დაფიქსირება, ეს უკვე პრობლემაა.

დიდი იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე დე ფაქტო ხელისუფლება ერთის მხრივ პოზიციას შეარბილებს და მეორე მხრივ, გაითვალისწინებს იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომელიც ადგილზეა და ეს ფაქტობრივი მოცემულობა არის ძალიან მარტივი - ხაშურის რაიონში მდებარე სოფელი ჩორჩანა 2008 წლის ომამადეც და მის შემდეგაც იყო და არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია“,- განაცხადა ქემოკლიძემ.

მისი თქმით, ის, რომ თითქოს დღეს გამოჩნდნენ აქ ქართველი პოლიციელები, არის აბსოლუტურად არარეალური, რადგან ქართველი პოლიციელები აქ ყოველთვის მოძრაობდნენ, მაგრამ ამ ადგილზე არ იყო პოლიციის საგუშაგო.

„ჩვენ მოვისმინეთ ძალზე უცნაური განცხადებები დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ჩემი აზრით რაციონალურ შინაარსს მოკლებულია“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად ისახავს
18:45 / 05.11.2025
მე მაინც გავიგე ვინაობა მისი, როდესაც ის ჩემი მეტოქე სადგურ გომში
გადავიდა. მას გადაჰყვნენ ხუთიც სხვები,
მე მაინც გავიგე ვინაობა მისი, როდესაც ის ჩემი მეტოქე სადგურ გომში გადავიდა. მას გადაჰყვნენ ხუთიც სხვები,
23:34 / 08.10.2025
სოფლის თავზე, სადაც ოდესღაც წყარო ხმაურით ჩამოდიოდა, ახლა ისევ
ისმის წყლის ხმა. ქვემო რენეში,
სოფლის თავზე, სადაც ოდესღაც წყარო ხმაურით ჩამოდიოდა, ახლა ისევ ისმის წყლის ხმა. ქვემო რენეში,
00:00 / 01.10.2025
ქობესაანთუბანში 2025 წლის იანვარში შემოღობილ ტერიტორიაზე გაკეთდა
ატრაქციონები,
ქობესაანთუბანში 2025 წლის იანვარში შემოღობილ ტერიტორიაზე გაკეთდა ატრაქციონები,
01:51 / 26.09.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.