|
საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ
ქემოკლიძე სოფელ ჩორჩანასთან იმყოფება.
მისი განცხადებით, ვითარება არის სტაბილური და გასროლა ოკუპირებული
ტერიტორიიდან არ მომხდარა.
"ამ დროისთვის ადგილზე ვითარება არის სტაბილური. არის სიმშვიდე. რაც
შეეხება გასროლას, ჩვენი ინფორმაციით, ეს გასროლა განხორციელდა არა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არამედ სამხრეთის ზონიდან, რომელიც
შესაძლოა უკავშირდებოდეს აქტიურ სამონადირეო სეზონს."- განაცხადა
კახაბერ ქემოკლიძემ.
ცნობისთვის, დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ
ტერიტორიაზე რამდენჯერმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს.
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები