რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულაციების საკითხზე გორში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გარეული ცხოველების რეგულაციების თემაზე გორის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრა, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამართა, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

პირველი ნაწილი დაეთმო გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების საკითხებს, მათ შორის, სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების, რეგულირების პროცედურების, გარეულ ცხოველთა თავდასხმების გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის ღონისძიებების გაცნობას.

მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილდა ქვეწარმავლებზე, ეკოსისტემაში მათ როლსა და მნიშვნელობაზე.

შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებმა ექსპერტების დახმარებით ისწავლეს შხამიანი და არაშხამიანი გველების და მათი ნაკბენების ერთმანეთისგან გარჩევა მორფოლოგიური დაკვირვების მეთოდით და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გველების დანახვისას და კბენის შემთხვევაში.

,,წელს გიურზას მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ისიც, არაოფიციალური ინფორმაციით. როგორც გვაცნობეს, გიურზა მანქანას გამოჰყოლია და მოსახლეობას უნახავს. არც ის შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ გიურზა იყო" - აცხადებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი.

შეხვედრისას გამართული დისკუსიის დროს გამოიკვეთა გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტებისთვის დამახასითებელი პრობლემური საკითხები, რაზეც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტისგან მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები.
შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ხასიათის ტრიპლეტები “გაიგე მეტი” და “გარეული ცხოველები და ადამიანი”.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გააგრძელებს შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის სოფელ მეჯვრისხევში 46 წლის ასაკის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა
9 ივნისს საღამოს მოხდა
გორის სოფელ მეჯვრისხევში 46 წლის ასაკის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა 9 ივნისს საღამოს მოხდა
12:30 / 10.06.2025
შს სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლში პოლიციის უფროსად კახაბერ
მურადაშვილი დაინიშნა.
შს სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლში პოლიციის უფროსად კახაბერ მურადაშვილი დაინიშნა.
12:00 / 10.06.2025
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ბიზნესმენი სლავა
შერაზადაშვილი ცხოვრობს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ბიზნესმენი სლავა შერაზადაშვილი ცხოვრობს.
23:00 / 09.06.2025
27 ივნისს გორის თეატრის სცენაზე ალექსანდრე ზაზარაშვილის კონცერტი
გაიმართება.
27 ივნისს გორის თეატრის სცენაზე ალექსანდრე ზაზარაშვილის კონცერტი გაიმართება.
22:00 / 09.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.