რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ქარელში შშმ პირებისთვის დღის ცენტრი გაიხსნა


ქარელის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დღის ცენტრი გაიხსნა. ოფისი ქალაქ ქარელთან ახლოს, ბებნისის ტერიტორიული თემის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდა.

დღის ცენტრი ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა“ გახსნა, რომელიც წლებია გორში შშმ პირებს ემსახურება. ქარელში მდებარე ოფისი ,,ადრა საქართველოსა’’ და პოლონეთის საელჩოს დახმარებით გარემონტდა. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

ამჟამად, ქარელის ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში“ 15 შშმ პირი ირიცხება, თუმცა ცენტრის ხელძღვანელის, თინა ბრეგვაძის თქმით, ვინაიდან დღის ცენტრს ახლა უკვე დიდი ფართი აქვს, ბენეფიციარების რიცხვი 30-მდე გაიზრდება.

,,ბავშვები რაიონის 11 სოფლიდან მოგვყავს. ამ ბავშვებს მანქანა ემსახურება. გვყავს პედაგოგები, რომლებიც ასწავლიან და დამოუკიდებელ ცხოვრებას აჩვევენ. ამის შემდეგ, ვინაიდან ფართი უკვე დიდი გვაქვს, ჩვენ 30 ბენეფიციარი გვეყოლება და უკეთესად შევძლებთ ყველაფერს’’ - ამბობს თინა ბრეგვაძე.


პუბლიკაცია წარმოადგენს მხოლოდ მისი ავტორის აზრს და არ გამოხატავს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო ქვემო ჭალაში 11 ჰა-მდე საძოვრის
სტატუსის უკანონო შეცვლისა და გაყიდვის ხელშეკრულება, რომელიც ინგა
კურტანიძემ იყიდა და 139 ერთეულად დაანაწევრა.
უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო ქვემო ჭალაში 11 ჰა-მდე საძოვრის სტატუსის უკანონო შეცვლისა და გაყიდვის ხელშეკრულება, რომელიც ინგა კურტანიძემ იყიდა და 139 ერთეულად დაანაწევრა.
14:40 / 13.08.2026
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა ქეთევან თურაზაშვილმა
ვიდეომიმართვაში აჩვენა მდინარე ტანას ხეობაში, დაცულ ტერიტორიაზე,
არსებული საბურავების ნაგავსაყრელები და პასუხისმგებელი უწყებების
უმოქმედობაზე მიუთითა.
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა ქეთევან თურაზაშვილმა ვიდეომიმართვაში აჩვენა მდინარე ტანას ხეობაში, დაცულ ტერიტორიაზე, არსებული საბურავების ნაგავსაყრელები და პასუხისმგებელი უწყებების უმოქმედობაზე მიუთითა.
13:57 / 13.08.2026
გორის მერიამ 12 აგვისტოს „ახალბაღში“ ახალგაზრდული ფესტივალი
ჩაატარა.
გორის მერიამ 12 აგვისტოს „ახალბაღში“ ახალგაზრდული ფესტივალი ჩაატარა.
12:25 / 13.08.2026
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში
ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა, მათ
შორის 55 ნარკორეალიზაციაში ჩართული, ხოლო
ნივთმტკიცებად ნარკოტიკები, თანხა და იარაღი
ამოიღო.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა, მათ შორის 55 ნარკორეალიზაციაში ჩართული, ხოლო ნივთმტკიცებად ნარკოტიკები, თანხა და იარაღი ამოიღო.
11:40 / 13.08.2026
ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეში დამონტაჟებული ლიფტისკენ მისასვლელად
შშმ პირებმა და სხვა ვიზიტორებმა ალაყაფის მაღალი კარის ბარიერი უნდა
გადალახონ, სასახლის რეაბილიტაციაზე კი უკვე 2.4 მლნ ლარია დახარჯული.
ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეში დამონტაჟებული ლიფტისკენ მისასვლელად შშმ პირებმა და სხვა ვიზიტორებმა ალაყაფის მაღალი კარის ბარიერი უნდა გადალახონ, სასახლის რეაბილიტაციაზე კი უკვე 2.4 მლნ ლარია დახარჯული.
11:12 / 13.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.