რედაქტორის რჩევით
ნარჩენებისგან დაბინძურების კერები გორში - კვლევის შედეგები
მეგობრობის ხიდმა „ქართლოსმა“ ნარჩენებთან დაკავშირებით
ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოაწყო. დასკვნითი
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში
გაიმართა.პროექტის ,,სუფთა გარემო ნარჩენების გარეშე“ , რომელსაც შიდა ქართლის რეგიონში „ქართლოსი“ახორციელებდა. პროექტის მიზანი გორის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის ხარისხის გაუმჯობესება იყო, ნარჩენების მართვის გეგმის შესრულების მონიტორინგისა და გამოვლენილი პრობლემების მოგვარება ადვოკატირების გზით.
კერძოდ: მონიტორინგი ეხებოდა ნარჩენების მართვის 5 წლიან გეგმას ადგილობრივ დონეზე. მუნიციპალიტეტის ნარჩენების შეგროვებისა და გატანის წესს, 2018 -2019 წლების პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობებს ნარჩენების მართვის გეგმის მიხედვით.
პროექტის მკვლევრის სოსო მეზვრიშვილის თქმით, კვლევის შედეგად ისეთი პრობლემები გამოიკვეთა, როგორიცაა ნაგვის ურნების სიმცირე. განსაკუთრებით სოფლებში, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი არ იხდიან ნაგვის მოსაკრებელს და ამასთანავე, კვლავ ფუნქციონირებს სტიქიური ნაგავსაყრელები.
,,ქალაქის შემთხვევაში სტიქიური ნაგავსაყრელები თითქმნის არ გვხვდება, მაგრამ დაბინძურების კერად დასახელებულია მდინარე ლიახვისა და მეჯუდის სანაპიროები, რომლებთანაც აგრარული ბაზრები მდებარეობს და სწორედ მოვაჭრეების მიერ ხდება ნარჩენების დაყრა’’ - განაცხადა სოსო მეზვრიშვილმა.
პროექტის ფარგლებში ყოველივე აღნიშნული შესწავლილი და შედარებული იქნა ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასთან, ნარჩენების მართვის კოდექსთან და ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მე-6 კარის მე-3 თავთან, რომელიც ეხება გარემოს დაცვას.
პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ და დაფინანსებულია ევროკავშირისა და ,,კონრად ადენაუერის’’ ფონდის მიერ.
ამავე კატეგორიაში
შეთანხმებები ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის
სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტთან საქართველო-აზერბაიჯანის
რექტორთა პირველი კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტები
ერთობლივ კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო მობილობას
ითვალისწინებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა კონტეინერების განსათავსებელი ტერიტორია უკვე შეარჩიეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დროებითი სასწავლო სივრცეების მოწყობა 2027 წლის თებერვალში დასრულდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად
არავინ დაშავებულა. ხანძრის გამო ქალაქის გარკვეულ ნაწილში
ელექტროენერგია გაითიშა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, კომპანიის
მიმართ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება და გეგმა-გრაფიკიდან
პირველივე ჩამორჩენის შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით,
კომპანია კვერცხის ნაჭუჭებსა და ბუმბულებს ღია ორმოებში ყრიდა.
მოსამართლე დავით პაპუაშვილმა „ჯი პი პის“ მიმართ სიტყვიერი შენიშვნა
გამოიყენა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები