რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
შვილმკვდარი მშობლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ
ფოტოზე: გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოლოდინში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მცხოვრებმა მშობლებმა, რომელთა შვილი გასულ წელს გარდაიცვალა, პრემიერთან შეხვედრა სცადეს. თორნიკე მერებაშვილის დედა და მამა ხელთუბნიდან სპეციალურად მეზობელ სოფელ კვარხეთში მივიდნენ.

პოლიციის თანამშრომლებმა ისინი შემოსაზღვრული ღობის შიგნით არ შეუშვეს. მშობლებს, შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პრემიერთან გააუბრება სურთდათ. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კვარხეთში ფერმერებს ხვდებოდა. მშობლები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი შვილი მანქანის დაჯახების შედეგად არ გარდაცვლილა.

2018 წლის 6 ივლისს სოფელ ხელთუბანში მთავარ მაგისტრალზე 20 წლის თორნიკე მერებაშვილი გარდაცვლილი ნახეს. რამდენიმე თვის განმავლობაში, გორის შს სამმართველოს თანამშრომლები საქმეს ეძიებდნენ. 2019 წლის თებერვალში 50-წლის ასაკის კაცი დააკავეს, რომელსაც ბრალი თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ფაქტზე წაუყენეს.

2019 წლის 6 თებერვალს ,,6 თებერვალს მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დადასტურდა, რომ თორნიკე მერებაშვილი გარდაიცვალა ავარიის, მანქანის გადავლის შედეგად." - განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

„ეს ადამიანი არსად მიმალულა. სოფელ ხელთუბანში, საკუთარ ბაღში მუშაობის დროს. დააკავეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, იმ დღეს, როდესაც მწოლიარე მამაკაცი ნახა ტრასაზე, თვითონ დარეკა სასწრაფოში და პოლიციაში და შველა ითხოვა. მომხდარის ადგილზე მისვლის და დათვალიერების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა ის სახლში უპრობლემოდ გაუშვეს, ექსპერტიზის დასკვნაში კი წერია, რომ გარდაცვლილს აღენიშნებოდა მოტეხილობა, ფილტვებში ინსპირაცია და იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, დაკავების შემდეგ ითხოვდა ადვოკატთან შეხვედრას და გასაუბრებას, რაც რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხეს პოლიციის თანამშრომლებმა, მე მაქვს კითხვა, რატომ არ დაგვირეკეს მაშინვე ადვოკატებს? ამის მიზეზი დღემდე გაურკვეველია, რას აკეთებდა პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში? ვითხოვთ, რომ პატიმრობის სანაცვლოდ 5000-ლარიანი გირაო შეეფარდოს დაკავებულს“- განუცხადა მოსამართლეს ადვოკატმა სულხან კაპანაძეს.

შს სამინისტროს ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ თორნიკე მერებაშვილს შეეჯახა. თორნიკე მერებაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

,,საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოიკითხა 140-მდე პირი, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მიიღეს გარდაცვლილი თ.მ.-ს კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამავე დასკვნისა და საქმეზე ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, პოლიციამ ზ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევის ფაქტზე (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს." - აღნიშნულია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ოჯახი აცხადებდა, რომ მათი შვილი მოკლულია. ამის თაობაზე აქციები გაიმართა და თანასოფლელებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული სხვილოს ციხე ადგილობრივმა
მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით გაანათა.
კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული სხვილოს ციხე ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით გაანათა.
13:00 / 01.10.2026
ტანას ხეობაში, გორის მერიის დაფინანსებით, სახალხო დღესასწაული
„ტანა-თეძმობა“ გაიმართება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 60 000 ლარია
გამოყოფილი.
ტანას ხეობაში, გორის მერიის დაფინანსებით, სახალხო დღესასწაული „ტანა-თეძმობა“ გაიმართება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 60 000 ლარია გამოყოფილი.
12:07 / 01.10.2026
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამ
რეგიონში ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე მოქმედი ვალუტის
გადამცვლელი პუნქტები გამოავლინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამ რეგიონში ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტები გამოავლინა.
11:05 / 01.10.2026
გორში, სტალინის გამზირზე მდებარე მე-9 საჯარო სკოლის მიმდებარედ,
პარკირების სამსახურის თანამშრომლებმა ავტომობილების დაჯარიმება
დაიწყეს.
გორში, სტალინის გამზირზე მდებარე მე-9 საჯარო სკოლის მიმდებარედ, პარკირების სამსახურის თანამშრომლებმა ავტომობილების დაჯარიმება დაიწყეს.
10:00 / 01.10.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრაშიანში ადგილობრივები ნაგვის
ურნების არარსებობასა და მერიის მხრიდან პრობლემის იგნორირებაზე
საუბრობენ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრაშიანში ადგილობრივები ნაგვის ურნების არარსებობასა და მერიის მხრიდან პრობლემის იგნორირებაზე საუბრობენ.
14:21 / 30.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.