პროკურორი ნათია კიკალია ადასტურებს, რომ საჭესთან და გადამცემ კოლოფთან ბრალდებულის ანაბეჭდები (ბიოლოგიური მასალა) არ ამოვიდა. პროკურორი იმასაც ამბობს, რომ 25 ვიდეოჩანაწერიდან არც ერთში ჩანს ბრალდებული საჭესთან.
18-წლის მოზარდს, რომელიც 2019 წლის 10 ივნისს, არასრულწლოვანი იყო, პოლიციელის მანქანის გატაცებაში ედება ბრალი. ბრალდებული ამბობს, რომ ის იმყოფებოდა მანქანაში, თუმცა მძღოლის გვერდით. მძღოლი კი, პოლიციის მაღალჩინოსანი გიორგი პატიაშვილი იყო.
შეგახსენებთ, 2019 წლის 10 ივნისს, qartli.ge-ს ჟურნალისტმა ავტობანზე დააფიქსირა ამოტრიალებული პოლიციის მანქანა. მისი გადაღების უფლება სამართალდამცვებელმა არ მისცეს. პოლიციის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ არანაირ ავარიას ადგილი არ ჰქონიდა.
მეორე დღეს, შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მოზარდის მიერ ავტომანქანის გატაცების შესახებ.
იხ. ამავე თემაზე:
,,პოლიციელის
გვერდით ვიჯექი" - მოზარდმა დუმილის უფლება
დაარღვია
,,ვიწყებ ბრძოლას" - პოლიციის მანქანის გატაცებაში ბრალდებული
მოზარდის წერილი ციხიდან
პოლიციის მანქანის გატაცების საქმე
- რატომ მიიღო დაზიანება პოლიციელმა
მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა კონტეინერების განსათავსებელი ტერიტორია უკვე შეარჩიეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დროებითი სასწავლო სივრცეების მოწყობა 2027 წლის თებერვალში დასრულდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები