რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მარია კოტაევა: ,,არა აქვს მნიშვნელობა ვინ გადმოკვეთა საზღვარი, ექიმმა, ბალერინამ თუ ტრაქტორისტმა"
,,არა აქვს მნიშვნელობა ვინ გადმოკვეთა საზღვარი, ექიმმა, ბალერინამ თუ ტრაქტორისტმა" - ეს განცხადება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარია კოტაევამ გააკეთა.

მისი თქმით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრების საკითხი არ უნდა განიხილებოდეს პოლიტიკურ ჭრილში, რადგან ეს საკითხი უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას:

,,ჩვენთვის, პირველ რიგში, ისინი სახელმწიფო საზღვრის დამრღვევნი არიან, რომლებიც აშკარად უგულებელყოფენ სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობას. მე ვერ გავიხსენებ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთსულოვნებას, როდესაც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები საქართველოს ციხეების ტყვეობაში იმყოფებოდნენ ძალიან დიდი რაოდენობით." - განაცხადა კოტაევამ.

მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას ანატოლი ბიბილოვმაც ისაუბრა.

”პრეზიდენტმა ცხადყო, რომ ევროპელი კოლეგების პოზიციების გვერდის ავლით, ქართულ მხარეს არ ჩაუდენია პროვოკაცია. ყველამ, საქართველოს პატრიარქმა და ამერიკის საელჩომ, მოითხოვა ქართველი ექიმის განთავისუფლება. აღსანიშნავია, რომ თითოეული სპიკერი იყენებს სიტყვას "დაუყოვნებლივ". ქართველმა პოლიტიკოსებმა და დასავლელმა დიპლომატებმა ვერ ისწავლეს, რომ არ შეუძლიათ მოსთხოვონ სამხრეთ ოსეთს რაიმეს შესრულება თანაც დაუყოვნებლივ”- თქვა კოტაევამ.

მისი თქმით, აზრი არ აქვს აუხსნას ქართველ პოლიტიკოსებს და მათ ამერიკელ კოლეგებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს თბილისიდან სამხრეთ ოსეთში წასვლა არ შეეძლო, თუნდაც პაციენტის სანახავად. კოტაევას განმარტებით, დაკავებული ექიმი არ არის ჩუკოვსკის ზღაპრის გმირი ექიმი "აიბოლიტი", რომელიც, აფრიკაში, მგელზე ამხედრებული ავადმყოფი პაციენტების სანახავად დადიოდა. (ზღაპარი - ექიმი აიბოლიტის ხოფათით აღსავსე მოგზაურობა შორეულ აფრიკაში, სადაც ის თავის მეგობარ ცხოველებთან და ფრინველებთან ერთად ავადმყოფი ცხოველების სამკურნალოდ გაემგზავრა.)

შეგახსენებთ, 9 ნოემბერს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ,,კგბ"-მ და რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ მონასტერთან დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისიდან სამთავისის მიმართულებით, შუადღეს გაემგზავრა. შემდეგ კი, მისი კვალი გაქრა. მან ოჯახის წევრებთან დაკავშირება შეძლო და აცნობა, რომ დააკავეს და ცხინვალში მიყავდათ. 15 ნოემბერს ახალგორის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, წაუყენეს ბრალი.

20 ნოემბერს ცხინვალიდან თბილისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები დაბრუნდნენ, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა. დავით ზალკალიანმა თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

იხ. ამავე თემაზე: 

ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლეს - ექიმი იზოლატორში რჩება

ახალგორის სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს

რამაზ ზადიშვილი: ,,ცხინვალის იზოლატორში გავიცანი ვაჟა გაფრინდაშვილი დიდებული კაცია"

„თეთრი ხალათების“ აქცია შიდა ქართლში


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.