რედაქტორის რჩევით
96-წლის გორა ღარიბაშვილი მშობლიურ სოფელ ბოლისკენ გაიპარა და რუსებმა დააკავეს
ფოტოზე: საკორინთლო-ახაშენის
მინვდრები
უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ამჟამად 96-წლის გორა ღარიბაშვილი
ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების პირველი შემთხვევა გასულ
წელს მოხდა.გორა ღარიბაშვილი სისტემატიუარ ცდილობს მიაღწიოს მშობლიურ სოფელ ბოლს. ბოლი ახალგორის (ოკუპირებული) რაიონში მდებარეობს.
როგორც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში (ქვემო ჭალის თემში) გვითხრეს, გორა ღარიბაშვილს არაერთხელ უცდია მშობლიურ სოფელ ბოლში გაპარვა.
,,გუშინ ისე მოხდა, რომ ოჯახის წევრებმა ყურადღება მოადუნეს. სულ ცდილობენ, რომ პაპა არ გაეპაროთ ახალგორისკენ." - გვეუბნება ქვემო ჭალაში კასპის მერის წარმომადგენელი სტეფანე მესროფაშვილი. ამბობს, რომ მოხუც კაცს მშობლიური მიწის და სოფლის ნოსტალგია აქვს:
,,სულ ამბობს, იქ უნდა მოვკვდე, სადაც ჩემი მშობლები და ძმა მარხიაო. შარშან როცა გაიპარა, დააკავეს რუსებმა. ცუდად გამხდარა და გარკვეული ხანი უპატრონეს ახალგორშივე ნათესავებმა. მერე გამოუშვეს" - გვეუბნება სოფლის წარმომადგენელი.
სოფელი ახაშენი მდებარეობს ქვემო ჭალის თემში. მას ემიჯნება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი საკორინთლო, ხოლო ახალგორისკენ - სოფელი მონასტერი. ახაშენში სწორედ ის ხალხი ცხოვრობს, რომლებიც კომუნისტების პერიოდში ახალგორის რაიონიდან ჩამოასახლეს.
,,ახაშენი მდებარეობს გამყოფ ხაზთან. ეს სახელიც იმიტომ დაარქვეს, რომ ახალმოსახლეები იყვნენ კომუნისტების პერიოდიდან. ჩამოასახლეს ქსნის ხეობიდან და დაასახლეს საკორინთლოში. ფაქტობრივად, საკორინთლოს გარეუბანია. უბანს კი, ახაშენი შეარქვეს" - აცხადებს მერის წარმომადგენელი.
ახაშენში სულ რაღაც 15 კომლი ცხოვრობს.
რაც შეეხება გორა ღარიბაშვილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
ამავე კატეგორიაში
შეთანხმებები ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის
სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტთან საქართველო-აზერბაიჯანის
რექტორთა პირველი კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტები
ერთობლივ კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო მობილობას
ითვალისწინებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა კონტეინერების განსათავსებელი ტერიტორია უკვე შეარჩიეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დროებითი სასწავლო სივრცეების მოწყობა 2027 წლის თებერვალში დასრულდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად
არავინ დაშავებულა. ხანძრის გამო ქალაქის გარკვეულ ნაწილში
ელექტროენერგია გაითიშა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, კომპანიის
მიმართ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება და გეგმა-გრაფიკიდან
პირველივე ჩამორჩენის შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით,
კომპანია კვერცხის ნაჭუჭებსა და ბუმბულებს ღია ორმოებში ყრიდა.
მოსამართლე დავით პაპუაშვილმა „ჯი პი პის“ მიმართ სიტყვიერი შენიშვნა
გამოიყენა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები