რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ხურვალეთის დევნილთა სათემო ცენტრში ტრენერებს შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს
,,ზუსტად 3 საათის განმავლობაში, ხურვალეთის საგუშაგოსთან ვდგავართ და პასუხს ვერავინ მცემს, რატომ არ მიშვებენ ტრენინგის ჩასატარებლად დევნილთა დასახლების სათემო ცენტრში. ცალკე ახალგაზრდები ვალოდინეთ ამ სიცივეში." - აცხადებს ნინო ჩიბჩიური, რომელიც დღეს სოფელ ხურვალეთში მიდიოდა.

მისი განმარტებით, ტრენინგი სათემო ცენტრში, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის უნდა ჩატარებულიყო და რამდენიმე დღით ადრე გაფრთხულებული ჰყავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

,,მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღით ადრე ყველა შესაბამისი უწყება ჩავაყენე საქმის კურსში, ავუხსენი, რომ როგორც ჟურნალისტი ისე არ მივდივარ დევნილთა დასახლებაში, ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გვაქვს ჩასატარებელითქო, ვერავინ მიხსნის მიზეზსს ჩემ ქვეყანაში, ჩემივე მუნიციპალიტეტის სოფელში, რატომ არ მაქვს გადაადგილების თავისუფლება?" - აცხადებს ნინო ჩიბჩიური.

როგორც ირკვევა, მას უთხრეს, რომ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში, უნებართვოდ, არ შეუშვებდნენ, როგორც ჟურნალისტს.

ნინო ჩიბჩიურს 2008 წლის აგვსისტო ახსენდება, როდესაც რუსი სამხედროები გორს აკონტროლებდნენ: ,

,2008 წლის აგვისტო გამახსენდა,როდესაც რუსი ჯარისკაცები საათობით მაცდევინებდნენ ჩემივე ქალაქში ერთი ლოკაციიდან მეორეზე რომ გადაადგილების ნებართვა მოეცათ. მერე გიკვირთ რატომ იცლება სოფლები ახალგახრდებისგან და რატომ აღარ სურთ ადგილზე ასეთი ვითარების ატანა?" - აღნიშნავს ჩიბჩიური.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი
დახარჯა
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი დახარჯა
20:18 / 12.03.2026
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
18:26 / 12.03.2026
როგორც საკრებულოს აპარატში
როგორც საკრებულოს აპარატში "ქართლის ამბებს" უთხრეს, მერმა საკითხთან
17:23 / 12.03.2026
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
10:24 / 12.03.2026
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის
მოშლა არ

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის მოშლა არ

18:51 / 11.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.