რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
უახლოეს მომავალში მოქალაქეები შეძლებენ, სპეციალურ ვებგვერდზე პირადი ნომრით გაიგონ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი - ტიკარაძე
ყველა მოქალაქეს შეეძლება, სპეციალურ ვებგვერდზე პირადი ნომრით გაიგოს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროცესი უმოკლეს ვადებში დასრულდება.

„ოჯახის ექიმს იცნობს ყველა მოქალაქე. განსაკუთებით ის პირები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ოჯახის ექიმი არა მხოლოდ საქართველოს წარმოდგენით, არამედ მსოფლიოს წარმოდგენით არის ჩვენზე მზრუნველი ადამიანი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არის ჩვენთან და ჩვენს ჯანმრთელობასთან ასოცირებული. აქედან გამომდინარე, ის, რომ მათ ეკრძალებათ საკუთარი ტელეფონის ნომრის გამჟღავნება, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან მათთვის ეს არავის აუკრძალავს. პირიქით, უფრო მეტიც. ვგეგმავთ, ჩვენი ბაზების მეშვეობით დავაიდენტიფიციროთ თითოეული მოქალაქე, თუ რომელი ოჯახის ექიმის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა დღემდე და სახელმწიფო უნაზღაურებდა ამ ექიმს ამ ადამიანისთვის გასაწევ მომსახურებას.

ჩვენი გეგმის ნაწილია, რომ თითოეულ მოქალაქეს გავაცნობთ ოჯახის ექიმებს და შესაბამისად, გავუზიარებთ მათ საკონტაქტო ნომრებს. უმოკლეს ვადებში მათთან შეთანხმებით ჩვენ ამას გავასაჯაროებთ. სავარაუდოდ, საიტზეც დაიდება და ყველა მოქალაქეს შეეძლება საკუთარი პირადი ნომრით დააიდენტიფიციროს, თუ ვინ არის მისი ოჯახის ექიმი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული სხვილოს ციხე ადგილობრივმა
მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით გაანათა.
კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული სხვილოს ციხე ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით გაანათა.
13:00 / 01.10.2026
ტანას ხეობაში, გორის მერიის დაფინანსებით, სახალხო დღესასწაული
„ტანა-თეძმობა“ გაიმართება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 60 000 ლარია
გამოყოფილი.
ტანას ხეობაში, გორის მერიის დაფინანსებით, სახალხო დღესასწაული „ტანა-თეძმობა“ გაიმართება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 60 000 ლარია გამოყოფილი.
12:07 / 01.10.2026
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამ
რეგიონში ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე მოქმედი ვალუტის
გადამცვლელი პუნქტები გამოავლინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამ რეგიონში ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტები გამოავლინა.
11:05 / 01.10.2026
გორში, სტალინის გამზირზე მდებარე მე-9 საჯარო სკოლის მიმდებარედ,
პარკირების სამსახურის თანამშრომლებმა ავტომობილების დაჯარიმება
დაიწყეს.
გორში, სტალინის გამზირზე მდებარე მე-9 საჯარო სკოლის მიმდებარედ, პარკირების სამსახურის თანამშრომლებმა ავტომობილების დაჯარიმება დაიწყეს.
10:00 / 01.10.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრაშიანში ადგილობრივები ნაგვის
ურნების არარსებობასა და მერიის მხრიდან პრობლემის იგნორირებაზე
საუბრობენ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრაშიანში ადგილობრივები ნაგვის ურნების არარსებობასა და მერიის მხრიდან პრობლემის იგნორირებაზე საუბრობენ.
14:21 / 30.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.