რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
შსს-ს პროექტი: მართვის მოწმობის ქულათა სისტემა




საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრევენციული მიმართულების გაძლიერების მიზნით მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულათა სისტემა შემოდის. პროექტის დეტალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

პროექტის თანახმად, ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება, რომელიც ძალაში იქნება იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირებას, ხოლო ქულათა რაოდენობის მთლიანად ამოწურვა - მართვის უფლების გაუქმებას (შეწყვეტას).

ასეთ შემთხვევაში, მართვის უფლების ხელახალი მოპოვებისთვის მოქალაქემ შესაბამისი კატეგორიის თეორიული გამოცდა უნდა ჩააბაროს. გამოცდის ჩაბარებას ის მართვის უფლების გაუქმებიდან 2 თვის შემდეგ შეძლებს.

ქულების შემცირება არ მოხდება ვიდეორეგისტრატორის და უკონტაქტო პატრულირების დროს გამოწერილი ქვითრით. დამრღვევ მძღოლს ქულები მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის შეუმცირდება.

აღსანიშნავია, რომ ქულების დაკლება მოხდება საჯარიმო ქვითრის გამოწერის პარალელურად. მაგალითად, მუხლი 1181 - ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, აღნიშნული მუხლის დარღვევის შემთხვევაში, მგზავრს 100 ქულიდან გამოაკლდება 10 ქულა და ამასთან დაჯარიმდება 30 ლარით.

რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევაზე ქულების მინიჭების კრიტერიუმებს, სამინისტრომ პროგრამის შემუშავებისას გაითვალისწინა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და ქულების ოდენობა თითოეულ დარღვევაზე განისაზღვრა ამა თუ იმ დარღვევის რისკიდან და მისი ინტენსივობიდან გამომდინარე.

მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემის ეფექტიანად ამოქმედების მიზნით, მათ შორის, ელექტრონული სისტემის დანერგვის, ქულათა მინიჭების, მათი შემცირებისა და ამოწურვის, აგრეთვე, მართვის უფლების მქონე პირთა წინასწარი ინფორმირებისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრირების წესების შემუშავებასა და დამტკიცებას.

სამინისტროს ცნობით, მსგავსი მოდელი მსოფლიოს 21 ქვეყანაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, წარმატებით მოქმედებს და აღნიშნული კანონპროექტი სწორედ დასავლეთში აპრობირებული მექანიზმის ძირეულ შესწავლასა და ანალიზს ეფუძნება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.