რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
თანამშრომლობა - ორმხრივ სასარგებლო პერსპექტივა
ჩვენი საუბრის საგანი სკოლის დირექციისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის თანამშრომლობაა.

,,დემოკრატიულად ორგანიზებული სახელმწიფო ესწრაფვის აღზარდოს არამარტო პიროვნება, არამედ, პირველ ყოვლისა, მოქალაქე, ამიტომ ახალგაზრდა თაობის მოქალაქეობრივად აღზრდის საკითხი განათლების სისტემის უმნიშვნელოვანესი საკითხია. უდავოა, რომ დემოკრატია დაინტერესებულია შეგნებულ მოქალაქეთა აღზრდით, რომლებსაც უნარი ექნებათ შემოქმედებითად ჩაერიონ სახელმწიფოს ცხოვრების განვითარების პროცესში. არსებითია არა შეხედულებათა წრის შეთვისება, არამედ ხასიათისა და ნებისყოფის სამოქალაქო წრთობა.

“დიმიტრი უზნაძისეული (და არამარტო) კონცეფცია უდევს საფუძვლად ,,ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს“ და მისი გათვალისწინებით შედგენილ ეროვნულ სასწავლო გეგმას. სრულფასოვანი მოქალაქის აღზრდა სკოლის უმთავრეს ამოცანადაა გაცხადებული. ანუ ასეთ დაკვეთას აძლევს სახელმწიფო სკოლას.

ნებისმიერი ამოცანის გადაჭრას შესაბამისი პირობების შექმნა, შესატყვისი გარემო სჭირდება. მომავალი მოქალაქისგან დემოკრატიული ღირებულებების აღიარება ხელაღებით არ მიიღწევა. ეს არის პროცესი, რომელიც შესაბამისი ცოდნის, მაგალითების, გამოცდილების რეფლექსიის საფუძველზე იძლევა შედეგს. ზემოთნახსენები შესატყვისი გარემო თვითთმმართველი სკოლაა.

მოსწავლეები ამ სკოლაში წარმოადგენენ ინტერესთა ჯგუფს, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის ეპიცენტრში მოიაზრება და ამ ჯგუფის მიღწეული შედეგებით ფასდება სკოლის საქმიანობა.

მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართულობა სამეურვეო საბჭოში, დისციპლინარულ კომიტეტსა და სააპელაციო კომიტეტში მოსწავლეებს სასკოლო გადაწყვეტილებების მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

ისიცგასათვალისწინებელია, რომ ჩვენ სკოლის დემოკრატიზაციის გზის დასაწყისთან ვდგავართ, საჭოთა მემკვიდრეობა სკოლაში ტოტალიტარული მართვის ნოსტალგიას ასაზრდოებს (,,სწავლა მაშინ იყო...“ ,,ვინ გაბედავდა“), არ გვაქვს გამოცდილება, სკოლის მიღმა გარემოც რეალური თვითმმართველობის მაგალითებით არ გვანებივრებს.

მაგრამ რა ევალება სკოლას სამართლებრივად?


მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ: კარგი მოქალაქის აღზრდა ნიშნავს მოქალაქეობის ცოდნას, მოქალაქის უნარ-ჩვევების ფლობას და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას.

ესგ-თი განსაზღვრულია ცოდნის მიცემის ჩარჩო, სამოქალაქო განათლება ისწავლება უწყვეტად სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სტრატეგიით. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ თეორიული საკითხების გაცნობას თან უნდა ახლდეს უნარ-ჩვევების გამომუშავება-განმტკიცება და ეს გამოცდილებით მიიღწევა. მოსწავლეთა თვითმმართველობა საუკეთესო შესაძლებლობაა მონაწილეობითი გამოცდილების მისაღებად.

მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობა დირექციისათვის მართვის საუკეთესო გამოცდილების დამკვიდრების შესაძლებლობაა. საერთაშორისო გამოცდილებით, დირექციამ თვითშეფასებისას მოსწავლეთა ხმის გათვალისწინების ხარისხის დასადგენად საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვები: აქვს მოსწავლეთა თვითმმართველობას შესაძლებლობა იმსჯელოს სკოლის პოლიტიკის ავ-კარგზე,უსმენენ თუ არა, მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს?უსაბუთებენ, უხსნიან მოსწავლეებსმათი მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის საფუძვლებს? მონაწილეობენ თუ არა მოსწავლეები სკოლის მართვის მექანიზმების შესამუშავებელ დისკუსიებში? აცნობენ თუ არა მოსწავლეებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს სკოლაში?შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს ჯგუფებში იმუშაონ და შემდეგ ისაუბრონ სკოლის პრობლემებზე? განსაზღვრული აქვს თუ არა დირექციას მექანიზმები და პროცესები, რომლითაც მოსწავლეთა ხმის წონადობა იზომება?

მაინც რა პრობლემებთან დაკავშირებით შეიძლება ითანამშრომლოს დირექციამ მოსწავლეთა თვითმმართველობასთან?


სკოლის შიდაგანაწესის შემუშავებაში მოსწავლეთა თვითმმართველობის მონაწილეობა კანონით არის განსაზღვრული. მოსწავლეების აზრი ამ საქმეში ჩაუნაცვლებელი იქნება და პასუხისმგებლობა საკუთარი მონაწილეობით შექმნილ განაწესზე მისი შესრულების წინაპირობადიქცევა. მოსწავლეებმა საუკეთესო წინადადებები შეიძლება მოამზადონ სკოლაში, საკლასო ოთახებში უსაფრთხო გარემოს პარამეტრების განსაზღვრის და მისი უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

სკოლის დირექციას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საკმაოდ ბევრი სირთულე ხვდება. გადაწყვეტილება სულაც არ არის იოლი მისაღები.

მაგალითად, სკოლამ უნდა შეიმუშაოს კლასგარეშე პროგრამა და უწევს არჩევანის გაკეთება ორ ან რამდენიმე ალტერნატივას შორის. ვისთვის უნდა იყოს პროგრამა შედეგის მომტანი? ყველა შემთხვევაში, საბოლოოდ _ მოსწავლეებისათვის. მაშ, რატომ არ უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში მოსწავლეთა თვითმმართველობა დისკუსიების, გამოკითხვების, დებატების საშუალებით? ვინ შეძლებს მოსწავლეთა საჭიროებების, მათ ინტერესების წარმოჩენას მოსწავლეებზე უკეთესად? იგივე მიდგომა შეიძლება ამუშავდეს სახელმძღვანელოების შერჩევის, არჩევითი საგნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს და ასე შემდეგ.

თავის მხრივ, დირექციამ უნდა იზრუნოს, რომ მოსწავლეთა თვითმართველობის წევრებმა განივითარონ კვლევის, მსჯელობის, დებატების, დასკვნების შმუშავების და ასე შემდეგ უნარები, რომელიც აუცილებელია მონაწილეობითი პროცესებისათვის. ამ მიზნით, კარგი იქნება სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა, ტრენინგები, სემინარები, სათანადო ლიტერატურა, ინტერნეტრესურსების ხელმისაწვდომობა, სამუშაო სივრცით უზრუნველყოფა.

მოსწავლეთა თვითმმართველობა დირექციას შეიძლება დაეხმაროს მშობლებთან და თემთან მუშაობის პროცესში. ინფორმაციის გავრცელებაში,სხვადასხვა საკითხებთან, პრობლემებთან დაკავშირებით გამოკითხვის ჩატარებაში.ამ პროცესში მოსწავლეები ახალ გამოცდილებას მიიღებენ ინტერესთა ჯგუფების აზრის შესწავლის თვალსაზრისით.

ნებისმიერი თანამშრომლობა მოსწავლეთა თვითმმართველობასა და სკოლის დირექციას შორის დამყარებული უნდა იყოს ურთიერთნდობასა და კეთილგანწყობაზე. დროული და სრული ინფორმირება სკოლის სიახლებზე, მოსალოდნელ ცვლილებებზე, ბიუჯეტის დაგეგმვაზე, გრანტის განკარგვაზე ღია და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსწავლეებისათვის, რათა მათ სასკოლო ცხოვრების სუბიექტებად იგრძნონ თავი.

ეს ყველაფერი შეიძლება სკოლის დირექციის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ სკოლის დემოკრატიზაციის პროცესი მათთვის არ წარმოადგენდეს ღირებულებას. ასეთ პირობებში ძალიან რთულდება მოსწავლეთა თვითმმართველობის და საერთოდ თვითმმართველობის რეალური ამოქმედება და ეს ყველაფერი იქცევა ფიქციად... შედეგად, სკოლა მოკლებულია უნარს, აღზარდოს დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი მოქალაქე, რადგან ვერ ქმნის საამისო გარემოს. ანუ სკოლა ვერ ასრულებს თავის მოვალეობას.

განსაკუთრებით არახელსაყრელი გარემოა სკოლებში, სადაც სამეურვეო საბჭო დირექტორის დანიშნულ სტრუქტურად რჩება, თავისუფალ აზრს უფლება ეზღუდება... აქ მოსწავლეთა თვითთმმართველობაც უფუნქციობისთვისაა განწირული. დამეთანხმებით, ასეთი მიდგომები უპერსპექტივოა და მხოლოდ აფერხებსპროცესებს. აფერხებს, მაგრამ ვერ აჩერებს.

პერსპექტივა სკოლაში_,, პატარა სახელმწიფოში“ დემოკრატიის დამკვიდრება და ამის დასტურად მოსწავლეთა თვითთმართველობისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნაა, რომ ხვალ ჩვენს ქვეყანას ინფორმირებული და აქტიური მოქალაქეები ჰყავდეს.

ნინო კაპანაძე,

ჟურნალისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ტრენერი;

ძდექ-ის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი

24.11.2015



 

 

 

 

 

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.