რედაქტორის რჩევით
სოფელ რეხაში 43 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში 1973 წელს დაბადებული მამაკაცი
მოკლეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ბრალდებული 29 წლის ადგილობრივი მკვიდრია, თანაც გარდაცვლილის მეზობელი.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ა. ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა გორის რაიონის სოფელ რეხაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა აწ გარდაცვლილს, თანასოფლელს მიაყენა და მიიმალა.
დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ა.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ხაშურის რაიონის სოფელ აგარებთან, საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.
პოლიციის მტკიცებით, ავტომანქანის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).
მომხდარს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ჯერჯერობით, უცნობია, იცავს თუ არა ბრალდებულს ადვოკატი.

ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები