რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
მამაკაცი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ოჯახური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 45 წლის მამაკაცი დააკავეს.

პროკურორ ია მეფარიშვილის მტკიცებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პიროვნებამ, 21 ივნისს, მეჯვრისხევის ბარაკებში, საკუთარ მეუღლეს და ორ მცირეწლოვან შვილს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამის თაობაზე გორის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე ისაუბრეს.

,, მინდა აღვნიშნო, რომ ამ პიროვნებამ ჯერ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შურაცხყოფა, მერე კი 6 და 10 წლის მცირეწლოვან შვილებს, ხოლო, როდესაც გაიგო, რომ დაზარალებულმა მეუღლემ პოლიციაში დარეკა, იგი გაიქცა და მიიმალა". - განაცხადა პროკურორმა.

დაკავებულის ადვოკატი ტანია რაზმაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის მხრიდან დაკავებულის მიმართ ბრალდება არასწორია.

,,ბატონო მოსამართლევ, არასწორია ის, რასაც პროკურატურა ამბობს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არსად გაქცეულა და არც მიმალულა. იმ დროს, როდესაც პოლიციამ დააკავა, ის სამსახურში იმყოფებოდა" - თქვა ადვოკატმა.

სასამართლო პროცესიდან ირკვევა, რომ დაზარალებულმა ქალბატონმა, შემთხვევის ღამეს, ქმარს ჯერ პოლიციაში უჩივლა, მისი დაკავების შემდეგ კი, ახალი განცხადება, მისი გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით, პოლიციაში შეიტანა.

,, მეუღლემ დარეკა პოლიციაში, მან უჩივლა ქმარს და ეხლა ითხოვს განთავისუფლებას? როგორც უნდათ ისე მოიქცნენ, მაგრამ 6 ან ათი წლის ბავშვი რატომ უნდა ცხოვრობდეს ძალადობაში ? " - იკითხა პროკურორმა.

" მინდა გთხოვოთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, პატიმრობის ნაცვლად 2000 ლარი გირაო შუფარდოთ, რადგან მეუღლე ამბობს, რომ თუ მის ქმარს ციხეში გაუშვებენ, მათი ოჯახი ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩება და ბავშვებიც მშივრები დარჩებიან "- მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა.

მოსამართლემ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და უთხრა, რომ იგივე ქმედების ჩადენის შემთხვევაში პატიმრობა დაემუქრება.

,, როგორც ჩვენთვის ცნობილია თქვენ შემაკავებელი ორდერიც გქონდათ გამოწერილი მანამდე, ასე რომ ეს ბოლო და უკანასკნელი იყოს. თუ რამეს გაიმეორებთ, შემდეგში აუცილებლად პატიმრობაში გაგიშვებთ". მიმართა დაკავებულს მოსამართლე ნინო გერგაულმა.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ბრალდებას არგუმენტების გასამყარებლად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები
დარჩა.
ბრალდებას არგუმენტების გასამყარებლად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები დარჩა.
18:06 / 24.08.2026
გორის სოფელში მიწების უკანონო რეგისტრაციაზე გორის მერიის
წარმომადგენელი ხელს აწერდა
გორის სოფელში მიწების უკანონო რეგისტრაციაზე გორის მერიის წარმომადგენელი ხელს აწერდა
16:00 / 24.08.2026
მონადირეების თქმით, გორი-კასპის მინდვრებზე მწყერი ძალიან ცოტაა.
მათი ვარაუდით, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ცივი ამინდი იყოს.
მონადირეების თქმით, გორი-კასპის მინდვრებზე მწყერი ძალიან ცოტაა. მათი ვარაუდით, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ცივი ამინდი იყოს.
14:45 / 24.08.2026
2026 წლის პირველ ნახევარში, „მითების დეტექტორმა“ 400-ზე მეტი
AI-ტროლი გამოავლინა.
2026 წლის პირველ ნახევარში, „მითების დეტექტორმა“ 400-ზე მეტი AI-ტროლი გამოავლინა.
14:15 / 24.08.2026
ატრაქციონებზე დასაქმებული ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ აუქციონში
გამარჯვებული კომპანია თანამშრომლებს სრულ ხელფასს არ უხდის.
ატრაქციონებზე დასაქმებული ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ აუქციონში გამარჯვებული კომპანია თანამშრომლებს სრულ ხელფასს არ უხდის.
12:40 / 24.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.