რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
სტატიები
,,6000-მდე გაბათილებული ბიულეტენი ჩვენი იყო” – ვის რაში გამოადგებოდა?!

,,მე მინდა მონაცემები წარმოგიდგინოთ. მაგალითად, ქალაქის უბნების მიხედვით მერობის ბიულეტენი გაბათილებულ იქნა 713. მაჟორიტარებისა 615. პროპორციული წესით 617. ხოლო გორის თემში გამგებლის ბიულეტენი გაბათილებულ იქნა 1742. მაჟორიტარებისა 977, ხოლო პროპორციულისა 1308 ბიულეტენი ” – აცხადებს ტოლიაშვილი.

,,ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი ყურადღებას ატენის უბანზე გაბათილებულ ბიულეტენების რაოდენობაზე ამახვილებს.

,,აქ მარტო 148 ბიულეტენი იქნა გაბათილებული. სოფლისთვის ეს ძალიან ბევრია. ეს სოფელი არის შიდა ქართლის გუბერნატორის სოფელი და იქ პირდაპირი ინტერესი იყო იმისა, რომ ჩვენი წარმომადგენელი არ გასულიყო” – ამბობს ტოლიაშვილი.

ტოლიაშვილის განცხადებით, ქალაქის საკრებულოში, ამ მანიპულაციების შედეგად, მხოლოდ ერთი წევრი შევა ,,ნაციონალური მოძრაობიდან”.

,,ჩვენ ველოდებოდით, რომ ქალაქის საკრებულოში ორი წევრი შევიდოდა, მაგრამ ბოლო მონაცემებით მხოლოდ ერთ წევრს დაუშვებენ” – დასძენს ტოლიაშვილი.

ახლა ვნახოთ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემების მიხედვით რა გავლენას მოახდენს გაბათილებული ბიულეტენები.

გორის მერობის კანდიდატებმა 13 090 ხმა შემდეგნაირად გაინაწილეს:

ზურაბ ჯირკველიშვილი (ქართული ოცნება) – 5286 ხმა (40,38%)
კახა ერგემლიძე (ქართული პარტია) – 3832 ხმა (29,27%)

არჩილ საბიაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 1947 ხმა (14,87%)
მამუკა ნოზაძე (ნინო ბურჯანაძე – ერთიანი მოძრაობა) – 874 ხმა (6,68%)
თამაზ მაყაშვილი (ერთიანობის დარბაზი) – 644 (4,92%)
ვასილ ბუთხუზი (კახა კუკავა – არასაპარლამენტო ოპოზიცია) – 427 ხმა (3,26%)
გიული მუკნიაშვილი (მშრომელთა საბჭო) – 80 (0,61%)

თუ გორის მერობის კანდიდატებზე გაბათილებულ 713 ბიულეტენს ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის კუთვნილებად ჩავთვლით, გამოვა, რომ არჩილ საბიაშვილი აიღებდა 2660 ხმას, რაც საერთო მაჩვენებლის 19,27% იქნებოდა. ჯირკველიშვილის 38,29%; ხოლო კახა ერგემლიძისთვის 27,76% გამოვიდოდა. აქედან გამომდინარე, მეორე ტურში კვლავ ზურაბ ჯირკველიშვილი და კახა ერგემლიძე დარჩებოდნენ.

რაც შეეხება ქალაქის პროპორციულ არჩევნებს, აქ 13 616 ხმა ასე გადანაწილდა:

,,ქართული ოცნება” – 4914 ხმა (36,09%)
,,ქართული პარტია” – 3844 ხმა (28,23%)
,,ნაც, მოძრაობა” – 2017 ხმა (15,47%)
,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია) – 1054 ხმა (7,74%)

დანარჩენებმა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

თუ ჩავთვლით, რომ პროპორციული მიმართულებით გაბათილებული ბიულეტენები 617,,ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთვნის, პროცენტები, ასე შეიცვლება:

,,ქართული ოცნება” – 34.52%
,,ქართული პარტია” – 27%
,,ნაც. მოძრაობა” – 18.5%
,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია” – 7.4%

ამ შემთხვევაში ,,ქართული ოცნების” მიერ სიით გასულ დეპუტატების რაოდენობა დიდი შანსი იყო, რომ 4-დან 3-მდე შემცირებულიყო, ხოლო ,,ნაციონალურ მოძრაობას” ქალაქის საკრებულოში 2 დეპუტატით მოხვედრილიყო.

რაც შეეხება ატენის თემს, აქ ცესკოს მონაცემებით, მაჟორიტარი კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან” უპირობოდ ლიდერობს:

სოსო ვანიშვილი (ქართული ოცნება) – 438 ხმა
კახა შავდათუაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 325 ხმა
მირზა მიხანაშვილი (ქართული პარტია) – 180 ხმა
სონია ბარჯაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 134 ხმა

კახა ტოლიაშვილი ამბობს, რომ ატენის თემში სულ (სამივე მიმართულებით) 148 ბიულეტენი გაუქმდა. ყველა ეს გაბათილებული ბიულეტენი მაჟორიტარების რომ ყოფილიყო, (რაც თეორიულად გამორიცხულია) ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს სონია ბარჯაძეს მაინც არ ეყოფოდა გასამარჯვებლად. დამოუკიდებელი კანდიდატი კახა შავდათუაშვილი კი 4 ხმით გაიმარჯვებდა.

თუმცა ატენის თემში, 148 გაბათილებული ბიულეტენიდან 88 პროპორციულს ეკუთვნის.

პროპორციული მიმართულებით, ატენის თემში ასეთი სიტუაციაა:

,,ქართული ოცნება” – 482
,,ქართული პარტია” – 200
,,ნაციონალური მოძრაობა” – 152
ბათილი 88

ატენის თემში რაიონის გამგებლის არჩევნები შემდეგი შედეგებით დამთავრდა:

დავით ონიაშვილი (ქართული ოცნება) – 633
ბონდო ვათიაშვილი (ქართული პარტია) – 190
კახა ტოლიაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 157
ბათილი – 96 ბიულეტენი

გორის რაიონის თემი: (გამგებლის არჩევნები)

დავით ონიაშვილი ,,ქართული ოცნება” – 12 939 (46,13%)
ბონდო ვათიაშვილი ,,ქართული პარტია” – 7 533 (26,86%)
კახა ტოლიაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობა” – 4 589 (16,36%)
გაბათილებულ იქნა 1742

გორის რაიონის თემი: (პროპორციული არჩევნები)

,,ქართული ოცნება” – 12 448 (43,07%)
,,ქართული პარტია” – 7 489 (25,91%)
,,ნაციონალური მოძრაობა” – 4 461 (15,44%)
,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია”) – 2 494 (8,63%)
გაბათილებულია 1308 ბიულეტენი

ჯამში გორსა და გორის რაიონში 109 517 ამომრჩეველია. თუ შევკრებთ ქალაქში და რაიონში პარტიების მხარდამჭერებს, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ,,ქართულ ოცნებას” მთლიანი ამომრჩევლის 15.85%-მა (17 362) დაუჭირა მხარი; ,,ნაციონალურ მოძრაობას” – 5.91%; (6 478) ,,ნინო ბურჯანაძე – ერთიან ოპოზიციას” – 3,23%; (3 548) ხოლო ,,ქართულ პარტიას” – 10.34%-მა.

რაც იმას ნიშნავს, რომ ,,ქართულ პარტიას” გორსა და გორის რაიონში 109 517 ამომრჩევლიდან, მხოლოდ, 11 333 მხარდამჭერი ჰყოლია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი

07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

20:07 / 07.06.2015
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების

01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.

15:28 / 01.06.2015
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას

28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს. 

00:56 / 29.05.2015
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

05:03 / 27.05.2015
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

20:22 / 26.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.