რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
სტატიები
,,დღეობა იყო სოფელში და მთვრალებმა დაითვალეს ბიულეტენები” – არეული შედეგები კავთისხევში

კასპის საოლქო კომისიამ ბიულეტენები ხელახლა კასპში გადათვალა. რაიონის გამგებლის არჩევნების ოქმში 5 გრაფა იყო შეცდომით. პროპორციული არჩევნების ოქმში კი მონაცემები გადაშლილი და გადასწორებული ჩანს. რაც შეეხება მაჟორიტარი კანდიდატის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს, თუკი წერია, რომ უბანზე 533 ამომრჩეველი მივიდა და ამდენივე ბიულეტენი გაიცა, ყველა კანდიდატის შედეგების შეჯამებით და ბათილაც ცნობილი ბიულეტენების დამატებით, 542 გამოვიდა.

 

,,რა ვქნათ, იმ დღეს დღეობა ყოფილა სოფელში, დამთვრალან და ისე დაუთვლიათ შედეგები.” – განაცხადა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ხმების გადათვლის დროს. ,,დამნაშავე” საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს შესაბამისი სახდელები (ხელფასის 10%-ით დაქვითვა) დაედოთ. ოქმები კი საოლქოში ,,დააბალანსეს”.

 

კავთისხევის უბანზე 1338 ამომრჩეველია, არჩევნებზე კი 541 ამომრჩეველი მივიდა. პროპორციული და რაიონის გამგებლის არჩევნებზე კოალიცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დიდი სხვაობით გაიმარჯვეს. ამიტომ საოლქო კომისიამ არ მიიჩნია უბნის გაბათილება საჭიროდ, რადგან საერთო შედეგებზე გავლენას არ ახდენსო.

 

რაც შეეხება კავთისხევის მაჟორიტარულ არჩევნებს, აქ დავით ონოფრიშვილის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან” რამაზ ხიზანიშვილმა წააგო და მოიგო დამოუკიდებელმა კანდიდატმა გიორგი ხარატიშვილმა.

რამაზ ხიზანიშვილი – 191
გიორგი ხარატიშვილი – 208

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა კავთისხევში მოიგო, მისმა კონკურენტმა რამაზ ხინაშვილმა თემში შემავალი სხვა პატარა სოფლების ხარჯზე 50-მდე ხმით მაინც მოიგო.

წინასაარჩევნო პერიოდში, შეხვედრების დროს, დავით ონოფრიშვილი თანასოფლელებს ეუბნებოდა, რომ 15 ივნისს, კავთურობის დღესასწაული გამარჯვებით დღის ბოლოს აღენიშნათ. იხ. ამავე თემაზე:

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი

07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

20:07 / 07.06.2015
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების

01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.

15:28 / 01.06.2015
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას

28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს. 

00:56 / 29.05.2015
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

05:03 / 27.05.2015
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

20:22 / 26.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.