რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
სტატიები
გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში ჩითილები დაურიგეს

კასპის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის პირა სოფლებში – მცირე ფერმერთა ხელშეწყობა, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ერთობლივი პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც გაეროს სააგენტოები ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას – ადმინისტრაციული სასაზღვრე ზოლის მახლობლად მდებარე სოფლებში.

ჩითილები არასამთავრობო ორგანიზაცია „აგრონოვაცია 2008“-მ, ერთერთი მოსახლის ეზოში სპეციალურ საჩითილე კასეტებში დათესა. ორგანიზაციამ ჩითილების მოვლის პროცესებში მოსახლეობაც ჩართო და როგორც „აგრონოვაცია 2008“-ს დირექტორმა კახა ბიჭიკაშვილმა აღნიშნა – ამით ხელი მოსახლეობის სწავლებასაც შეუწყო. „აგრონოვაცია 2008“ სოფელ ზადიაანთკარში, სარიბარსა და ყარაფილაში სასმელი წყლის სამუშაოებსაც აწარმოებს. სამივე სოფელში ამოითხარა ჭები, შესაბამისად დამონტაჟდა წყლის 30 და 25 ტონიანი ავზები, მიმდინარეობს დაქსელვა რის შემდეგაც მოეწყობა 20 საუბნო ონკანი.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მსურველ ოჯახებს გადაეცათ სამ-სამი სკა ფუტკრის ოჯახი და ფართობებში წვეთოვანი მორწყვის სისტემა დაუმონტაჟეს.

ყარაფილასა და სარიბარს, გაეროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ. მოსახლეობა კმაყოფილია მიმდინარე სამუშაოებითა და გაწეული დახმარებით. მოსახლეობის სახელით, გაეროს განვითარების პროგრამის პროგრამული მიმართულებების ხელმძღვანელს ნათია ნაცვლიშვილს მადლობა, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაზა მოსიაშვილმა გადაუხადა.

დახმარება მოიცავს მცირე ფერმერთა მხარდაჭერას, გადამზადების პროგრამებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას, სასმელი წყლის აღდგენას.
ზამთრის სეზონისათვის, გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით – მიმდინარეობს ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა დაქსელვით სამუშაოები.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი

07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

20:07 / 07.06.2015
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების

01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.

15:28 / 01.06.2015
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას

28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს. 

00:56 / 29.05.2015
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

05:03 / 27.05.2015
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

20:22 / 26.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.