რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
სტატიები
ანტისხეულები და ჰეპატიტი შიდა ქართლში

 

,,სტატისტიკური მონაცემები რეგიონების მიხედვით არ არის ცნობილი, თუმცა შიდა ქართლში, ორგანიზაციის ,,ნაბიჯი მომავლისკენ" ნკტ ცენტრის მონაცემებით, 2014 წლის იანვრიდან დღემდე გამოკვლეულ 455 პირიდან ანტისხეულები 182-ს (40%)-ს აღმოაჩნდა" - აღნიშნა ქეთევან ბიძინაშვილმა.

 

ორგანიზაციამ რისკ-ჯგუფების შესწავლა წინა წლებშიც აწარმოა. მაგალითად, 2012 წელს გამოკვლეულ 271 პირიდან ანტისხეულები აღმოაჩნდა 121-ს (44,6%); 2013 წელს გამოკვლეული 658 პირიდან ანტისხეულები 249-ს (37,8)-ს აღმოაჩნდა.

 

კვლევებმა დაადგინა, რომ ღვიძლის ფიბროზის მაღალ დონესთან პირდაპირ კავშირშია ნარკოტიკების მოხმარების ხანგრძლივობა.

 

ბოლო მასშტაბური კვლევა საქართველოში, ,,ც-ჰეპატიტის" პრევალენტობასთან (გავრცელებასთან) დაკავშირებით, 2008 წელს, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის და შიდსის ცენტრმა ერთობლივად ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ც-ჰეპატიტის პრევალენტობა მთლიანი პოპულაციის 6,7%-ს აღენიშნება, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია პროცენტულად. 

 

Qartli.gE-ს კითხვაზე, შიდა ქართლის მასშტაბით გამოკვლეულ პირებს შორის, რა ასაკი ჭარბობს, ქეთევან ბიძინაშვილი ამბობს, რომ ასაკი 24 წლიდან 45 წლამდე მერყეობს.

 

ქეთევან ბიძინაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ანტისხეულების მძიმე მატარებლებს შედარებით მაღალი პროცენტი უკავია. ამის მიზეზი დაგვიანებული გამოკვლევებია. 2014 წლის თებერვლიდან ჯანდაცვის სამინისტრომ ,,ც-ჰეპატიტის" მკურნალობასთან დაკავშირებით ახალი პროგრამები შეიმუშავა და მძიმე დაავადებულებისთვის მკურნალობა თითქმის უფასოა.

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტით ინფიცირებულ 1295 პაციენტს უკვე 1 ივლისიდან  საჭირო მედიკამენტების შეძენა 60%-იანი ფასდაკლებით შეუძლია. ეს პაციენტთა ის რაოდენობაა, ვისზეც  ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ დადებითი დასკვნა გასცა. თებერვლიდან მოყოლებული,  კომისიას სულ 1500-მა პაციენტმა მიმართა მედიკამენტების ფასდაკლების პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, თუმცა,  საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 200 ათასს აღწევს და მედიკამენტების მოთხოვნით  რომ მხოლოდ 10-მა პროცენტმა შეძლო სამინისტროსთვის მიემართა, ეს ნიშნავს, რომ  ბევრმა ძვირად ღირებული დიაგნოსტირების გავლაც კი ვერ მოახერხა. 

 

დღევანდელ შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი იმისა, რომ დიაგნოსტიკის პროცედურებიც გაიაფდეს, რათა უფრო მეტ მოქალაქეეს შეეძლოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შესწავლა.

 

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღის ბოლოს გორის თეატრის ეზოში აქცია მოაწყეს, სახელწოდებით ,,მე ვირჩევ სიცოცხლეს".

ორგანიზაციის შესახებ:

,,ნაბიჯი მომავლისკენ", რომლის სათაო ოფისი გორში მდებარეობს და ფილიალი თელავშიც აქვს, 2006  წლიდან  ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრია და აქტიურად მონაწილეობს ქსელის ფარგლებში განხორციელებულ ყველა აქტივობებში.


 

2007  წლის  აპრილდან დღემდე ორგანიზაცია გლობალური  ფონდის ,,აივ/შიდსის პრევენციის და კონტროლის ეფექტური განხორციელების მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების გაძლიერება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ/შიდსის გავრცელების პრევენციას (კომპონენტი II  -  ,, შპრიცების გაცვლის“ პროგრამა და ნკტ ცენტრი).
 
 

2011 წლის 21 ივლისიდან დღემდე ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „ C ჰეპატიტთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონის ამაღლება შიდა ქართლში“ ( დონორი -  ღია საზოგადოების ინსტიტუტი OSI).

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი

07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

20:07 / 07.06.2015
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების

01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.

15:28 / 01.06.2015
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას

28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს. 

00:56 / 29.05.2015
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

05:03 / 27.05.2015
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

20:22 / 26.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.