რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
სტატიები
დირექტორის ორი ჯილდო პედაგოგს - ,,მადლობა წარმატებისთვის" და ,,ბრძანება გათავისუფლებაზე"

 

დაძაბულობა სკოლაში 2012 წლის სექტემბერს გაჩნდა, როდესაც დაწყებით საფეხურზე, მხოლოდ, ერთი, პირველი კლასი დაკომპლექტდა. 2012 წლის მაისში გაშვებული ორი მეოთხე კლასის დამრიგებელი - მაია ფალელაშვილი და ზეინაბ ღვინიაშვილი - ახალ სასწავლო წელს პირველი კლასის დამრიგებლობას ელოდებოდა. სკოლის დირექტორმა მაგული ტერმაკოზაშვილმა გადაწყვიტა, რომ ახლად დაკომპლექტებულ პირველ კლასში საათები ორივე პედაგოგზე გაეთვალისწინებინა. 

 

,,მაია ფალელაშვილს პირველ კლასში 13 საათი შევთავაზე, თუმცა მან უარი თქვა შეთავაზებულ საათებზე და, შესაბამისად, შეთავაზებულ ხელშეკრულებაზეც არ მოაწერა ხელი" - აცხადებს დირექტორი მაგული ტერმაკოზაშვილი. მაია ფალელაშვილი კი ამბობს, რომ ეს შეთავაზება არ მომხდარა, ხოლო დირექტორმა მას დაპირებული 18 საათი (სრული განაკვეთი) არ მისცა.

 

,,როდესაც ეს დაპირება შევახსენე და მოვითხოვე სრული დატვირთვით გაფორმებულიყო ხელშეკრულება, მან და მისი ახლობლებით დაკომპლექტებულ კათედრის წევრებმა შეურაცხყოფა მომაყენეს. 13 საათიანი განაკვეთის შეთავაზება კი სიცრუეა. ეს მას თავის გასასამართლებლად ჭირდება" - ამბობს მაია ფალელაშვილი.

 

2012 წლის სასწავლო წელს სწავლა 17 სექტემბერს დაიწყო. მაია ფალელაშვილი სკოლაში აგვისტოს ბოლოდან 2012 წლის 14 სექტემბრამდე დადიოდა. ეს ჩანს სააღრიცხვო ჟურნალში. სკოლის დირექტორი სასამართლოსთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ ფალელაშვილი სკოლაში თვითნებურად მიდიოდა, ხვდებოდა პირველი კლასის მოსწავლეების მშობლებს და მათთან  საკუთარი სურვილის მიხედვით ადგენდა გეგმებს.

 

ის, რომ სკოლის დირექტორი პედაგოგს 13 საათს სთავაზობდა, პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმში წერია. სხდომის ოქმს თითქმის ყველა მასწავლებელი აწერს ხელს. მაია ფალელაშვილი ამბობს, რომ სხდომის ოქმი გაყალბებულია. კერძოდ, ის აბზაცი, სადაც 13 საათის შეთავაზებაზეა საუბარი, ჩამატებულია. ამის თაობაზე ფალელაშვილმა პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართა. პროკურატურიდან კი მას პასუხი არ მისვლია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სკოლის დირექტორის ბრძანება, ხელშეკრულების ვადის არგაგრძელების შესახებ, შრომის კოდექსთან შესაბამისობაშია მოყვანილი. გარდა ამისა, განათლების შესახებ კანონის მიხედვით, საშტატო განრიგს და საათების რაოდენობას დირექტორი თავად ადგენს. 13 საათის შეთავაზების და მაია ფალელაშვილის მხრიდან მასზე უარის თქმის გარემოება სასამართლომ დადგენილ, უტყუარ ფაქტად მიიჩნია. ხოლო 18 საათიანი შეთავაზების შესახებ ზეპირი თანხმობის ფაქტის არსებობა მაია ფალელაშვილმა სასამართლოს ვერ დაუმტკიცა.

 

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მაია ფალელაშვილი კონფლიქტურია. პედსაბჭოს სხდომების ოქმში სხვა პედაგოგებიც მის ,,კონფლიქტურობას" უსვავენ ხაზს. ,,ჩემს შვილიშვილს წელს პირველ კლასში არ მივიყვანდი"-ო - ასეთი აზრი აქვს გამოთქმული ერთ-ერთ პედაგოგს სხდომაზე.

 

თუმცა სკოლის დირექტორმა ასეთ კონფლიქტურ პედაგოგს, 2011-2012 წლის სასწავლო წელს ნაყოფიერი შრომისა და სადამრიგებლო კლასში მიღწეული წარმატებისათვის" ჯილდოს სახით სიგელი გადასცა. 2012 წლის სექტემბერს კი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

 

 

ფოტოზე: მაია ფალელაშვილი

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი

07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

20:07 / 07.06.2015
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების

01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.

15:28 / 01.06.2015
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას

28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს. 

00:56 / 29.05.2015
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

05:03 / 27.05.2015
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

20:22 / 26.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.