სტატიები
,,ნუ დამაბრუნებთ უკან" - დიცთან დაკავებული რუსი ახალგაზრდა თავშესაფარს ითხოვს

 

,,როდესაც პირველად ვცადე საგუშაგოების მხრიდან გამოსვლა, არ გამომიშვეს. უკან დამაბრუნეს. ჩავიმალე ბაღებში, შემდეგ ბაღების გზას გავუყევი და ამ გზით გადმოვედი აქეთ. ამის შემდეგ დამაკავეს. ეს მოხდა დღისით" - ამბობს ევგენი მელი. თუმცა, სამართალდამცავები წერენ, რომ ევგენი მელის დაპატიმრება ღამის საათებში მოხდა.

 

რუსეთის მოქალაქეს საქართველოს სამართალდამცავებმა ბრალი საქართველის სისხლის სამართლის კოდექსის 322 პრიმა მუხლის საფუძველზე წაუყენეს. მუხლის ფორმულირება ასეთია: ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა. 1. უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.


შენიშვნა: ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს ხელისუფლებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. ეს მუხლი არ ვრცელდება აგრეთვე პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე"

 

ევგენი მელმა მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილს განუცხადა, რომ მას სურს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღოს საქართველოს ხელისუფლებისგან:

 

,,იქ სერიოზული პრობლემები მაქვს. მირჩევნია, პატიმრობაში დავრჩე აქ, ვიდრე იქ დავბრუნდე. მქონდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია დაფუძნებული, სახელწოდებით ,,ტერიტორიულ საზოგადოებრივი გაერთიანება". როგორც კი ამის შესახებ ადგილობრივ სამართალდამცავებს და სახელმწიფო სტრუქტურებს ვაცნობე, დაიწყო ჩემი დევნა და შევიწროება. იძულებული გავხვდი ეს ნაბიჯი გადამედგა" - ამბობს რუსეთის მოქალაქე.

 

საქმის მასალების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეს, დაკავებისას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა, ამავე მასალების მიხედვით, ეს დაზიანებები საზღვრის გადმოკვეთამდე მიიღო.

 

ამ ეტაპზე გორის რაიონული სასამართლო შესაბამისი უწყების გადაწყვეტილებას ელოდება. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ევგენი მელს დევნილის სტატუსს მიანიჭებს და თავშესაფარს მისცემს, 322-ე პრიმა მუხლით წარდგენილი ბრალი მოეხსნება. ამისათვის, მოსამართლე 3 კვირას დაიცდის. საქართველოში დევნილის სტატუსის მიღება, წინასწარ გამოძიების პროცესში, დაკავებულმა ოფიციალურად არ მოითხოვა, ამის მიზეზად, საქართველოს კანონმდებლობის უცოდინრობა დაასახელა. წინასწარი გამოძიების მასალებში ევგენი მელი მხოლოდ იმას უთითებს, რომ მას პრობლემები ჰქონდა სამშობლოში.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი

07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

20:07 / 07.06.2015
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების

01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.

15:28 / 01.06.2015
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას

28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს. 

00:56 / 29.05.2015
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

05:03 / 27.05.2015
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

20:22 / 26.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
იხსენებს, რომ ძალიან მცირე ასაკში სურდა, რომ სასულიერო პირი გამხდარიყო.

დავით ავაზნელისთვის წელს ყველაზე დასამახსოვრებელი ის ფაქტი იყო,

ალვინა გაგლოშვილმაც პედაგოგიური საქმიანობა ოქროსოფლის სკოლაში დაიწყო.
,,ხომ იცით ბავშვის ბუნება?. სწორედ ხიდზე მოუნდებათ ხოლმე სირბილი და ხტუნაობა.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბატიური – ერთი ადამიანი ბესტავაანთ სოფელში
თანაც ის ამ სოფლის სიძეა. დუბი – ასე იცნობენ დურმიშხან ფილიშვილს ღვანანას ხეობაში
ლევიტანა - (PHOTO/VIDEO)
სოფელი ლევიტანა მდინარე ტანას ხეობაში ყველაზე ბოლო სოფელია, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.