რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორში ავტობუსების მოძრაობაც შეჩერდება
შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ავტობუსების მოძრაობის შეჩერების შესახებ, გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ გორის მერმა, კოტე თავზარაშვილმა განცხადა.

მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ, სადაც თავზარაშვილი ამ ზომების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს.

,,კომპანიებს ორი დღის წინ მივეცით რეკომენდაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარკვეული რაოდენობის შეზღუდვაზე, დღეს კი, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მკაცრდება ზომები და შეზღუდვები. შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კერძო საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელებს მივეცით რეკომენდაცია, რომ ხვალიდან, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებშიც, დროებით შეაჩერონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობა“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

დღეს დილიდან კი, გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსებით მგზავრობა აიკრძალა. კორონავირუსთან დაკავშირებით, მერიამ ავტობუსები ავტოსადგომზე მიიყვანა. ამას მიკროავტობუსის მძღოლების პროტესტი მოყვა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით 40 ადამიანია ინფიცირებული, კარანტინში - 1292 ადამიანია მოთავსებული, ხოლო 262 მოქალაქე სტაციონარში გადის მკურნალობას.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.