რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დევნილმა ქალმა ყულაბაში დაგროვებული თანხით დასახლებაში მცხოვრებლებს პროდუქტი შეუძინა

კოდის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმა დარეჯან ქავთარიამ, საკუთარი ყულაბიდან აღებული ფულით სხავადასხვა სახეობის პროდუქტი შეიძინა და დევნილ მოსახლეობას უსასყიდლოდ დაურიგა.

,,რა დროს ფულია, როდესაც ხალხს საკვები ჭირდებათ,“- უთხრა მან პროდუქტის ასაღებად მისულ მოქალაქეებს.

ქალბატონი დარეჯანი ცხინვალიდან დევნილია და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კოდის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მისი ერთადერთი შემოსავალი უბანში გახსნილი პატარა სასურსათო მაღაზიაა.

მის დასახლებაში მცხოვრები მეზობელი, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დევნილი მარიამ ბერუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილმა ქალბაონმა დარეჯან ქავთარიამ, კოდის დევნილთა დასახლებაში სასწაულის მომსწრე გაგვხადა, საკუთარი ყულაბიდან აღებული თანხით სხვადასხვა სახეობის პროდუქტი შეიძინა და სრულიად უსასყიდლოდ მოქალაქეებს დაურიგა. ქალბატონ დარეჯანს საკუთარ დასახლებაში პატარა მაღაზია აქვს გახსნილი და სხვა არანაირი შემოსავალი არ გააჩნია, მიუხედავად ამისა ის გულუხვად აზიარებს სიკეთეს და სითბოს ყველა ოჯახისთვის. როცა ასეთი ადამიანები გვყვავს საქართველოში, ვერც კორონავირუსი და ვერც ომი ვერაფერს დაგვაკლებს,“- წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბერუაშვილი.

Qartli.ge-სთან საუბრისას დარეჯან ქავთარიამ განმარტა, რომ ძალიან ეუხერხულება და ამ საკითხზე ახლა ვერ ისაუბრებს.





Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.