რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,დარჩით სახლში" - გორის საფლავებს დეკანოზი ლუკა კარელიძე აკურთხებს
გორის სამების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლუკა კარელიძე აცხადებს, რომ მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, საფლავებს თვითონ სტიქაროსანთან ერთად, აკურთხებს.

ამის შესახებ qartli.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უმჯობესია მოქალაქეები სახლში დარჩნენ და კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ.

მოძღვრის განმარტებით, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრიას ლოცვა-კურთხევთ, საფლავებს მხოლოდ, ერთ სტიქაროსანთან ერთად შემოივლის.

,,გორის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, გორისა და ატენის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით მსახურება აღესრულა დილით 07:00 საათზე, ყველა წესის და რეგულაციის დაცვით: სოციალური დისტანციით, პირბადით, ხელთათმანებით, ამ ფორმით აღესრულა სადღესაასწაულო ღვთისმსახურება. მოგეხსენებათ, ჩვენი ყოვლადწმინდა სამების ტაძარი არის გორის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე და სახელმწიფოს მიერ შემოღებული რეგულაციების გამო, ჩვენი ჯანმრთელობის გაფრთხილების მიზნით, იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ ვერაგი დაავადების გავრცელება, დაკეტილია სასაფლაო, ადამიანები ვერ ახერხებენ საფლავებზე გასვლას. მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველა ჭირისუფალს, გთხოვთ, დარჩით სახლში, გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. მე გპირდებით, მოვივლი ყველა სასაფლაოს და წყლის სხურებით და ქრისტე აღსდგას გალობით, ის რაც საჭირა დღეს მათი სულებისთვის აღვასრულებ მე, თქვენს ნაცვლად. მხოლოდ თქვენ გთხოვთ, დარჩეთ სახლში, ის რაც საჭიროა გავაკეთებ მე. ერთმანეთის ხელშეწყობით, ერთმანეთის დახმარებით შევძლოთ ამ საშინელი დაავადების დამარცხება",-განაცხადა მამა ლუკამ (კარელიძე).

მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, სასაფლაოებზე მიმოსვლა აიკრძალა. ასევე, აკრძალა მსუბუქი მანქანების გადაადგილება.

რაც შეეხება აღდგომის ლიტურგიას, დეკანოზი აცხადებს, რომ ის ყველა იმ რეკომენდაციების მიხედვით ჩატარდა, რასაც სახელმწიფო ითვალისწინებდა - დისტანციით, პირბადეებით, სადეზინფექციო ხსნარებით და ა.შ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.