ახალი ამბები
ბოლო ზარი 2020 და სამი ტყუპი გორიდან
ოლო ზარი სამი ტყუპისთვის ისეთივე უჩვეულო აღმოჩნდა, როგორც პირველი ზარი. პირველ კლასში 2008 წელს მივიდნენ. აგვისტოს ომი ახალი დამთავრებული იყო და სექტემბერი დედის სამშობლოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაატარეს. გორიდან რუსეთის სამხედროები სექტემბრის ბოლოს გავიდნენ. შესაბამისად, პირველი ზარი გვიან დაირეკა.

12 წლის მერე, სწავლის დამთავრებასაც დუშეთში შეხვდნენ. ოჯახში ტორტი გამოაცხეს და ერთმანეთს სწავლის დამთავრება მიულოცეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო,
სასწავლო პროცესი მარტიდან შეწყვეტილია და დღესაც იგივე გრძელდება.



მარიამი, ნინიკო და გიორგი მაისურაძეები გორის პირველი საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები არიან. მათ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს. გიორგის სურს არქიტექტურაზე გააგრძელოს სწავლა, მარიამსაც არქიტექტურაზე სურს სწავლის გაგრძელება, ოღონდ დიზაინის მიმართულებით.

რაც შეეხება ნინიკოს, მას სამართლის სპეციალობა აინტერესებს და საერთაშორისო ურთიერთობების განხრით სურს სწავლის გაგრძელება.


ჩვენ გიყვებით ამბავს სამ ტყუპზე. ლია ბიბილაშვილსა და ნუგზარ მაისურაძეს ქორწინებიდან 8 წლის შემდეგ შეეძინათ.

,,ეს იყო ღმერთის საჩუქარი ჩვენთვის" - გვიყვება ლია ბიბილაშვილი. იგი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. დაამთავრა გორის უნივერსიტეტი და გორშივე დაოჯახდა.

,,8 წელი შვილი არ გვიჩნდებოდა, მაგრამ ეს იმდენად დიდი სიხარული იყო, რომ ვერც კი ვგრძნობდი იმ სირთულეს, რაც შეიძლება სამი შვილის გაზრდას მოყოლოდა. იმ პერიოდში ძალიან გვიჭირდა. ჩემ მეუღლესაც არ ჰქონდა სტაბილური სამსახური. თანამშრომლებმა ისე გადამინაწილეს საათები, რომ ორი ლექციის შემდეგ, მივდიოდი სახლში, ვაჭმევდი ბავშვებს და შემდეგ ორი ლექციის შემდეგ ვბრუნდებოდი უნივერსიტეტში. დანარჩენ დროს მეზობლებიც მეხმარებოდნენ" - ამბობს ლია ბიბილაშვილი.

სამი შვილის შემდეგ მათ კიდევ ერთი ბიჭი შეეძინათ. ამჟამად, დავითი 15 წლისაა.



,,ტყუპები თავდაპირველად სასულიერო გიმნაზიაში მივიყვანეთ. 9 წელი იქ გაატარეს. სულ ერთად დადიოდნენ სკოლაში, მერხზეც ერთად ისხდნენ. გიორგის ხან მარიამი უჯდა გვერდით, ხან ნინიკო. არ უნდოდათ სხვა ვინმე გოგო დამჯდარიყო მათი ძმის გვერდით." - იხსენებს დედა.

ლია ბიბილაშვილი სკოლის კრებიდან მუდამ ამაყი ბრუნდებოდა. პედაგოგებს მისთვის შვილების შესახებ, არასდროს ისეთი უთქვამთ, რაზეც გული დასწყებოდა.

9 წლის შემდეგ ბავშვები სასწავლებლად გორის პირველ საჯარო სკოლაში გადავიდნენ. ისინი არაერთ პროექტში იღებდნენ მონაწილეობას. მიღებული აქვთ სიგელები.

,,დილით სკოლაში წასვლის დროსაც მუდამ მოწესრიგებულები იყვნენ. ერთად გავიდოდნენ სახლიდან. სწავლაშიც ერთმანეთზე ზრუნავდნენ. მაგალითად, ნინიკო რომ მოვიდოდა სკოლიდან, მეუბნებოდა, დედა იცი, მარიამი ან გიორგი დღეს არ აქტიურობდაო. ანალოგიურად, იყვნენ სხვებიც. ერთმანეთზე ასეთი ზრუნვა დღესაც მოსდევთ" - ამბობს ქალბატონი ლია.

სკოლაში ამჯერად სწავლას მათი უმცროსი ძმა, დავითი გააგრძელებს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ვინც დღეს ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით სალაროს
,,ვინც დღეს ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით სალაროს
13:57 / 27.11.2020
,,დენდი
,,დენდი" 100 000 ლარის ფარგლებში კიდევ სხვა საახალწლო აქსერუარების გამოგზავნას აპირებს.
13:21 / 27.11.2020
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამის საერთო ბიუჯეტი -
545 მლნ ლარია.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამის საერთო ბიუჯეტი - 545 მლნ ლარია.

12:56 / 27.11.2020
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია
ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა
11:12 / 27.11.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 123 470 შემთხვევაა
გამოვლენილი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 123 470 შემთხვევაა გამოვლენილი
11:09 / 27.11.2020
ვიდეორეპორტაჟი
,,ჩემი აზრით, ყველა სოფლელი ბიჭის ცხოვრება ასეთია. წვალებაში ვიზრდებით''

რატომ არ მიმაღებინეს არჩევნებში მონაწილეობა? ასეთი უყურადღებო რაიონი გვყავს.

2 წლის იყო, როდესაც მშობლები ვლადიკავკაზში წავიდნენ. მამა ხელოსანია, დურგალი. სამუშაოს
,,ნიგოზივით გემრიელი მიწააო" - ასე უთქვამს თავად ამილახვარს ქსნის ხეობის სოფელ კუცხოეთიდან
გასული თვის პოპულარული სიახლეები
როგორ მოემზადა ხიდისთავის სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად
ქარტლი.გე ხიდისთავის სკოლის სამზადისით დაინტერესდა.
მონანიება მამარდაშვილის ბიუსტის წინ - ეროვნული მოძრაობის პერიოდის ყოფილი სტუდენტის ინტერვიუ
ნატო ხუციშვილი დღეს ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ნანობს, რომ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.