კალენდარი
ახალი ამბები
იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4%-ს მთავრობა ხუთი წლის განმავლობაში დააფინანსებს
მოქალაქეებს იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4%-ს მთავრობა ხუთი წლის განმავლობაში დაუფინანსებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, სუბსიდირება მხოლოდ იმ სესხებს შეეხება, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაფორმდება.

გახარია ამბობს, რომ მთავრობა ამით უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის სტიმულირებას უწყობს ხელს:

"მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც
წლის ბოლომდე დაიდება, ხუთი წლის განმავლობაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს რეალურ მოთხოვნას შექმნის სამშენებლო ბაზარზე. ხუთი წლის განმავლობაში გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საცხოვრებელი პირობის გაუმჯობესებას გადაწყვეტს". - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განმარტა, რომ იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-იანი სუბსიდირება ლარში გაცემულ სესხების განაკვეთებს დაახლოებით 7%-მდე ჩამოიყვანს. იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი დაიხარჯება. როგორც

"სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლივობა შეიძლება 10 ან 15 წელი იყოს, პირველ ხუთ წელს მსესხებელი ყველაზე მაღალ საპროცენტო ხარჯს გასწევს, ამიტომ სახელმწიფო სწორედ ამ პერიოდში ეხმარება",-ამბობს ლილუაშვილი.

მთავრობა იპოთეკურ სესხებზე გარანტიასაც გასცემს, რათა წინასწარი შენატანების თანხა არ გაიზარდოს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამ ღონისძიებაზე ბიუჯეტიდან 14 მლნ ლარი დაიხარჯება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
შს სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
შს სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
22:46 / 23.10.2020
კანდიდატი ამომრჩეველს ღია სივრცეში 17:30სთ-ზე შეხვდება.
კანდიდატი ამომრჩეველს ღია სივრცეში 17:30სთ-ზე შეხვდება.
20:06 / 23.10.2020
ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად,
თიბისიმ უპრეცენდენტო
ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად, თიბისიმ უპრეცენდენტო
15:17 / 23.10.2020
სხვა საეჭვო შემთხვევა ჩვენს სკოლაში არ გამოვლენილა. მიუხედავად
ამისა, სკოლა ორი კვირის

სხვა საეჭვო შემთხვევა ჩვენს სკოლაში არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, სკოლა ორი კვირის

14:37 / 23.10.2020
ვიდეორეპორტაჟი
ყარაფილასა და ორჭოსანს შორის, გავლებულ გამყოფ ღობეზე კარია დამონტაჟებული. 

პროექტს მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი"" ახორციელებს, რომლის წარმომადგენელმა ლევან გეგეშიძემ გადაცემა

გზა ძამის ხეობიდან გადადის, მიუყვება აბუხალოწყლის ჭალას და ჩაბნელებულ ტყეში იკარგება. თითქოს აქ გზას

" ონლაინ გაკვეთილების დროს, ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. ჰო და ესეთი ვარიანტი მოვიფიქრე.

გასული თვის პოპულარული სიახლეები
როგორ მოემზადა ხიდისთავის სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად
ქარტლი.გე ხიდისთავის სკოლის სამზადისით დაინტერესდა.
მონანიება მამარდაშვილის ბიუსტის წინ - ეროვნული მოძრაობის პერიოდის ყოფილი სტუდენტის ინტერვიუ
ნატო ხუციშვილი დღეს ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ნანობს, რომ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.