რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ბინაზე მყოფი COVID-პაციენტებისთვის ცენტრალიზებული ჯგუფი - ,,ონლაინ კლინიკა“ იმუშავებს
აქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროში, ბინაზე მართვის ცენტრალიზებული ჯგუფი შეიმქნება. ჯგუფის წევრები დაიყოფიან რეგიონალური პრინიციპით და პაციენტების მდგომარეობის სისტემატიურ და ეფექტურ მონიტორინგს დისტანციურად განახორციელებენ.

ჯგუფის წევრებს დაევალებათ ასევე ბინაზე მყოფი პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირება, დაყოვნების გარეშე.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, COVID-19 დიაგნოზის მქონე პაციენტების რიცხვის მატებამ დღის წესრიგში დააყენა მსუბუქი მიმდინარეობის პაციენტების ბინაზე მკურნალობის საკითხის გააქტიურება. ამასთანავე, დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ბინაზე მეთვალყურეობის ხარისხის უზრუნველყოფას და პროცესის მონიტორინგის საკითხს.

საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა COVID-19 დიაგნოზის მქონე პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტირებული / თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე მეთვალყურეობის მიზნით, შემუშავდეს მართვის ცენტრალიზებული, ვერტიკალური მექანიზმი - ე. წ. "ცენტრალური ონლაინ კლინიკა".

,,ზემოაღნიშნული მოდელის ამოქმედების მიზნით, უნდა განხორციელდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვა. კერძოდ, უნდა გამოიყოს ერთიანი სივრცე, სადაც განთავსდება ბინაზე მართვის ცენტრალიზებული ჯგუფი, ოჯახის ექიმებისა და მონიტორ/ოპერატორების შემადგენლობით, რომელიც იმუშავებს სამ ცვლაში 24 საათიან რეჟიმში. სივრცე უნდა იყოს სათანადოდ მოწყობილი და აღჭურვილი შესაბამისი რაოდენობის მატერიალური რესურსით, მათ შორის, მაგიდა, სკამი, კომპიუტერი, ტელეფონი, ყურსასმენი, ასევე, სივრცის მოსაწყობად საჭირო სხვა ინვენტარით."" - აღნიშნულია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის მოხსენებით ბარათში.

მისი განმარტებით, პანდემიური ვითარების შესაბამისად, უნდა განიხილებოდეს ისეთი გარემოების შესაძლებლობა, როცა მოქალაქეთა ზარების რაოდენობიდან გამომდინარე, საჭირო გახდეს ოპერატორთა რამდენიმე ცვლის ერთდროული ფუნქციონირება.
საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილია, აღნიშნული სივრცე გამოიყოს სამინისტროს "-1" სართულზე არსებული ფართზე და განხორციელდეს მისი მოწყობა ბინაზე მართვის ცენტრალიზებული მართვის ჯგუფის გამართული ფუნქციონირებისთვის.

ყოველდღიურად დაფიქსირებული მზარდი შემთხვევების და გაუარესებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, აღნიშნული მოდელის ამოქმედებას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

,,ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, მკვეთრად გაზრდილია ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში კლების ტენდენცია არ შეინიშნება. პაციენტების მზარდი რაოდენობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია პჯდ სისტემის მნიშვნელოვნად გადატვირთვა. გასათვალისწინებელია, ასევე, რომ ვუახლოვდებით გრიპის სეზონს, როდესაც მოსალოდნელია "112"-ზე სატელეფონო ზარების მნიშვნელოვანი ზრდა."" - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 824 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 712 ახალი შემთხვევა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, როგორც სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარაში ბოლო 24 საათში გამოვლენილია - 545 შემთხვევა, იმერეთში - 305, ქვემო ქართლში - 48, შიდა ქართლში - 56, გურიაში - 24, სამეგრელო და ზემო-სვანეთში - 63, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში -22, სამცხე-ჯავახეთში - 22, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 ადამიანი.

3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 238 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 3 757 ადამიანია. სულ 6-26 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან (საკარანტინო სივრცეში)გადაყვანილია - 8 918 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 067 პირი.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.