ახალი ამბები
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 48 შიდა ქართლში გამოვლინდა
კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 571, აჭარაში 212, იმერეთში 147, შიდა ქართლში კი 48 – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 14 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1
337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა – 212, იმერეთი – 147, ქვემო ქართლი – 168, შიდა ქართლი – 48, გურია – 16, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 74, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ერთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 517, საიდანაც, 6 912 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 977, აჭარაში – 866, იმერეთში – 1 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში – 518, აჭარაში – 150, იმერეთში – 239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 465 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 82, იმერეთში – 52. 2 886 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 951 – თბილისში, 1 332-აჭარაში, 288 – იმერეთში. 17 719 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ​საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 986 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-290, აჭარაში -146, ხოლო იმერეთში-15.

სულ 6 ოქტომბრიდან – 13 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 352 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 908 პირი, აჭარაში – 8 667, იმერეთში – 6 319“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
 
მამაკაცი გორის პოლიციამ გუშინ, 2 მარტს დააკავა.

 

მამაკაცი გორის პოლიციამ გუშინ, 2 მარტს დააკავა.

13:32 / 04.03.2021
გოგონას მშობლები დევნილები არიან და 2008 წლის აგვისტოს ომის
შემდეგ გორის

გოგონას მშობლები დევნილები არიან და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გორის

12:59 / 04.03.2021
4 მამაკაციდან, სამი მათგანის საქმე ცალკე გამოიყო, ხოლო მეოთხე
სამართალდარღვევის საქმ
4 მამაკაციდან, სამი მათგანის საქმე ცალკე გამოიყო, ხოლო მეოთხე სამართალდარღვევის საქმ
11:51 / 04.03.2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 133 ახალი შემთხვევიდან:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 133 ახალი შემთხვევიდან:
11:44 / 04.03.2021
holst.ge არის ერთ-ერთი პირველი ონლაინ ჰიპერმარკეტი საქართველოში,
holst.ge არის ერთ-ერთი პირველი ონლაინ ჰიპერმარკეტი საქართველოში,
17:10 / 03.03.2021
ვიდეორეპორტაჟი
გივი იაზბარიანმა არაერთი წარმატებული სპორტსმენი, საქართველოს ჩემპიონები და ტურნირების გამარჯვებულები აღზარდა
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EEჩMD) აცხადებს
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ფანრიანი ნოკია - ერთადერთი საშუალება განათლების მისაღებად
"პანდემიის პერიოდში დრო თამაშით გაგვყავდა და საქმესაც ვაკეთებდით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.