რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ფანრიანი ნოკია - ერთადერთი საშუალება განათლების მისაღებად
10 წლის მარიამი და 11 წლის ოლიკო 1 თებერვლიდან ორკვირიან სასწავლო პროგრამაში ჩაერთვნენ. ეს პროგრამა განათლების სამინისტრომ სპეციალურად იმ ბავშვებისთვის შეიმუშავა, რომლებიც დისტანციური სწავლებისას ინტერნეტის ან ტექნიკის უქონლობის გამო გაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ. ასეთ მოსწავლეებს პედაგოგები სწავლის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ და საჭიროების შემთხვევაში დამატებით გაკვეთილებსაც დაუნიშნავენ.

მარიამისა და ოლიკოს ოჯახი სოფელ ბიისში მცხოვრები ერთადერთი ოჯახია. ხეობა მოსახლეობისგან ნელ-ნელა იცლება. სკოლაში სოფელ ბოშურში 4 კილომეტრის მოშორებით დადიან. 1 თებერვლიდან პანდემიის გამო შეწყვეტილი სწავლა განახლდა და საკლასო ოთახს მეგობრებთან ერთად დებიც დაუბრუნდნენ.

"ჩემს კლასში 10 ბავშვი ვართ. მე ათოსანი ვარ და ჩემს დას ხშირად ვეხმარები მეცადინეობაში. მეორე კლასიდან სულ მე ვეხმარები. მესამე კლასში ვიყავი როდესაც აქ გადმოვედი სასწავლებლად და უკვე მეხუთე კლასში ვარ. მესამე კლასიდან ათიანებზე ვსწავლობ. სკოლის საგნებში ყველაზე მეტად ქართული ბუნება მათემატიკა და სპორტი მიყვარს," - გვიყვება ოლიკო.



ვიდრე სწავლა განახლდებოდა, მარიამი და ოლიკოც, სხვა ბავშვების მსგავსად დისტანციურად სწავლობდნენ, თუმცა ინტერნეტის გარეშე. სოფელს ინტერნეტი არ აქვს, ამიტომ დებისთვის ონლაინ გაკვეთილები სატელეფონო გაკვეთილებად იქცა.

"სამი თუ ოთხი თვე დისტანციურად ვსწავლობდით. მასწავლებელი როდესაც გვირეკავდა ჩვენ ყურმილს ავიღებდით, წიგნებს ვხურავდით და ისე ვყვებოდით გაკვეთილებს. შემდეგ გვეკითხებოდა თუ რა იყო მომდევნო გაკვეთილი, გვიხსნიდა მომდევნო გაკვეთილს და დავალებებს გვაძლევდა. გაკვეთილებზე ისე ვერ ვერთვებოდით როგორც ჩემი კლასელები. მხოლოდ ფანრიანი ნოკია გვაქვს, როცა მასწავლებლები გვირეკავდნენ არ ვჩანდით. მე ვერ დამანახებდა იმას რასაც ჩემს კლასელებს უხსნიდა და აჩვენებდა ინტერნეტის საშუალებით ამიტომ მითხრა , რომ როცა სკოლაში მივიდოდი იქ უკეთ ამიხსნიდნენ. ბუნებაში ჩემმა კლასელებმა ტესტები დაწერეს. მე მასწავლებელმა მითხრა, რომ სკოლაში დაბრუნებისას დავწერდი."

ოლიკო და მარიამი პაპასთან და ბებიასთან იზრდებიან. მათი სახლი 25 წლის წინ აშენებული ქოხია. ბებიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამიტომ გოგონებს პატარა სახლის დიასახლისობა თავად უწევთ და ამაში მათ 65 წლის პაპა ეხმარებათ.

"ამ ბავშვებს ჩემს მეტი არავინ ჰყავთ პატრონი. ჩემი მეუღლეც ძალიან ცუდად არის და ისიც ჩემი მისახედია. ჩემი გოგოებიც მეხმარებიან. სარეცხსაც ჩვენ ვრეცხავთ. გოგონებსაც ვუკეთებ საჭმელს ვუვლი, სკოლაში, რომ მიდიან მე ვპრანჭავ. კარგი ბავშვები არიან, ყოჩაღები. მინდა ბინის მოწესრიგება შევძლო, რომ ბავშვები ცოტა თავისუფლად გაიზარდონ," - ჯემალ პავლიაშვილი გვიყვება, რომ ქოხი რომელშიც ახლა ცხოვრობს 1984 წელს სამეურნეო ნაკვეთში ჩადგა იმ მიზნით, რომ როდესაც მუშაობით დაიღლებოდა ან წვიმა მოუსწრებდა თავი შეეფარებინა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ეს ქოხი მისი ოჯახის ერთადერთ თავშესაფრად იქცა.



"ამ პირობების მიუხედავად ბავშები კარგად სწავლობენ, ყოჩაღები არიან. რაც პანდემია დაიწყო სახლში მეცადინეობენ ტელეფონის მეშვეობით. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა პედაგოგს. ინტერნეტი, რომ არ აქვთ წვალობენ. არც იმის საშუალება მაქვს, რომ მე თვითონ ჩავრთო. ყველაფერს გადახდა უნდა. ჩემი მეუღლის პენსია იმის წამლებს არ ჰყოფნის. სოციალურ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ ისიც ბავშვებს ხმარდება. სასწავლო ინვენტარი, ჭამა, ჩაცმა ხომ უნდათ?", - გვეუბნება ჯემალ პავლიაშვილი.

ბიისი ბოშურის ადმინისტრაციულ ცენტრში შემავალი სოფელია. მას მერის წარმომადგენელიც ჰყავს, თუმცა არც მერს, არც მის წარმომადგენელს და არც საკრებულოს სოფლად მარტო დარჩენილი ოჯახის სათხოვარი არ ესმის.

"სკოლის მარშუტკა ცენტრალურ გზაზე მოდის. მძღოლი გვერდით სოფელში ცხოვრობს და ყველა მოსწავლე მას დაჰყავს სკოლაში. სანამ სხვა სოფლებში მიდის ბავშვების ასაყვანად ამათ გზაზე დიდხანს უწევთ ლოდინი. პრობლემა ის არის რომ აქ გაჩერება არ არის და წვიმა იქნება თუ თოვლი ასე დგანან ღია ცის ქვეშ. ვთხოვე საკრებულოში მოსაცდელის გაკეთება და დამპირდნენ, რომ გავაკეთებთო, მაგრამ ჯერ არაფერი გაუკეთებიათ".

სწავლის პროცესში პაპაც ჩართულია, ეხმარება დავალებების მომზადებაში, მათთან ერთად უძღვება საოჯახო საქმეებს და ცდილობს, ბავშვები სულ მოწესრიგებული ჰყავდეს.



"პანდემიის პერიოდში დრო თამაშით გაგვყავდა და საქმესაც ვაკეთებდით. სარეცხს ვერცხავთ, ჭურჭელს ვრეცხავთ და ვგვით. ხის ქოხში ვცხოვრობთ. ჩანჩქერის გზისკენ არის ეს სახლი. სახლში ერთი ოთახია. მეზობლები არ გვყავს. ხანდახან ჩვენი ბიძაშვილები ამოდიან და მათთან ვთამაშობთ. ჩემი კლასელები ჩემთან ახლოს არ ცხოვრობენ. ისინი მეზობელი სოფლებიდან არიან. აქ სულ მარტო ვართ, ვხედავთ ხოლმე როდესაც ჩანჩქერის სანახავად მიდიან ადამიანები და ბავშვები. ხანდახან ტელევიზორსაც ვუყურებთ მაგრამ ახლა გაფუჭებულია და უნდა გააკეთოს პაპას მეგობარმა. ყველაზე მეტად მინდა, რომ კარგი სახლი მქონდეს და მეგობრებთან ახლოს ვიყო," - ამბობს 11 წლის ოლიკო

10 წლის მარიამს ახარებს სკოლაში დაბრუნება, რადგან ეს ერთადერთი ადგილია სადაც სხვა ბავშებთან ურთიერთობა შეუძლია.

"მე მეოთხე კლასში ვარ. კლასში ოთხი ბავშვი ვსწავლობთ. დასვენებაზე მეგობრებთან ერთად ვერთობი და ხანდახან წრეში ბურთსაც ვთამაშობ. თუ რამეს ვერ გავიგებ, მეცადინეობაში ჩემი და მეხმარება. ხანდახან პაპაც მამეცადინებს." _ აღნიშნავს მარიამი

როგორც ზემო ბოშურის სკოლის პედაგოგები აღნიშნავენ, ოლიკო და მარიამი ერთადერთი ბავშვები არ არიან ამ სკოლაში, რომლებიც ინტერნეტის გამო სასწავლო პროცესში ვერ ერთვებოდნენ. ბიოლოგიის პედაგოგი ხათუნა ქავთარაძე ამბობს, რომ ინტერნეტის პრობლემა მთლიანად ხეობაში დიდი ხანია არსებობს.


" ასეთი ოთხი მოსწავლე გვყავდა რომელსაც ინტერნეტი საერთოდ არ ჰქონდა. მათ შორის დები პავლიაშვილები. უნდა ვთქვა კიდევ ერთ მოწაფეზე, რომელიც ერთერთ მიტოვებულ სახლში მიდიოდა ინტერნეტის დასაჭერად და მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა პედაგოგების ზარს. იმ ბავშვებს ვისაც "თიმსთან" ჰქონდათ ხელწვდომა ამ პროგრამაში ვამეცადინებდით. იყვნენ ისეთი ბავშებიც, რომლებსაც "მესენჯერის" მეშვეობით ვუკავშირდებოდით და ასევე გვყავდა მოსწავლეები, რომლებსაც მხოლოდ მობილურ ტელეფონზე ვურეკავდით. ბავშვები აქტიურობდნენ , მაგრამ ვისაც ტესტის კეთების საშუალება არ ჰქონდა ან ვიზუალურად ვერ ხედავდა რაიმე სურათს ამ შემთხვევაში ჩვენ ორი კვირის მანძილზე ჩავატარებთ დამატებით გაკვეთილებს."

გორის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა სხვა სოფლებშიც დაფიქსირდა, თუმცა სასწავლო პროცესის მიღმა არც ერთი მოსწავლე არ დარჩენილა. ამას გარდა მეორე სემესტრის პირველი ორი კვირა იმ მოსწავლეებს დაეთმობა, ვინც ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებოდა.

"შემოდგომის სემესტრი ბევრად უფრო გამართული იყო ამ მხრივ. უფრო ნაკლებად იყო პრობლემები, თუმცა იყო ოჯახები და დასახლებები ვისაც ინტერნეტზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი. ისინი ძირითადად მობილურ ინტერნეტს იყენებდნენ. ასეთ შემთხვევებში ჩვენი პედაგოგები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოსწავლეებს სადაც თიმსის პროგრამით ვერ გადიოდნენ სწავლებას. პაქტობრივად არც ერთი მოსწავლე არ დაგვრჩენია სწავლის მიღმა, რომელსაც ვერ მიაწოდა გაკვეთილი ან დავალება პედაგოგმა. არც ისეთი მოსწავლეები არ გვყავს, რომლებიც ვერ შეფასდნენ. გარდა ამისა მეორე სემესტრის პირველ ორ კვირას მასწავლებლები გამოიყენებენ ასეთ ბავშვებთან სამუშაოდ."

მასწავლებელზე უკეთესად არავინ იცის, რომელ მოსწავლეს რა დააკლდა დისტანციური სწავლების დროს და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი პედაგოგები პირისპირ სწავლის დროს მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ასეთ მოსწავლეებთან მეტი იმუშაონ."


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.