რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გრაკლიანის გორას მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დასამტკიცებლად წარადგენენ

 

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის წარდგინებით და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „გრაკლიანის გორას“ ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

ის კასპის რაიონის  სოფ. იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე, უშუალოდ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილთან მდებარეობს.

 

გზატკეცილის გაფართოებასთან დაკავშირებით 2008 წელს ბორცვის სამხრეთ ფერდობზე  გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. გამოვლენილია როგორც მრავალფენიანი ნამოსახლარი, ისე სხვადასხვა პერიოდის სამარხები.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაზაზე გამოცემულ მეცნიერულ ჟურნალში ,,სპეკალი" ქართველელოგი ვახტან ლიჩელი გრაკლიან გორაზე აღმოჩენილ სამარხებს და ნივთებს შესაბამის პერიოდებს აკუთვნებს. მათ შორის, პალეოლითის, ენეოლოთის, ადრე ბრინჯაოს, გვიანი ბრინჯაოს(ადრერკინის ხანა) და განვითარებული რკინის ხანას.

 

ძვ.წ. 1100 - 900 წლებს განეკუთვნება მონუმენტური საკურთხეველი. იგი   აღმოჩნდა ნამოსახლარის აღმოსავლეთ სექტორში. შენობიდან, რომელშიც იგი იყო გამართული, გადარჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთი კედლის ნაწილი. საკურთხეველი წარმოადგენს ე.წ. "ხოვლეს ტიპის" მონუმენტური ღუმელის იმიტაციას. საკურთხეველი შენობის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში იყო გამართული. მისი სწორედ ამ ადგილზე - კუთხეში - გამართვა სტანდარტული ჩანს პურის საცხობი ღუმელებისათვის. შესადარებლად მეცნიერს თრელიგორების, ნარეკვავის, სამთავროსა და ხოვლე გორაზე გათხრილ სახლებში მიკვლეული  ღუმელები მოჰყავს. ასეთი ღუმელები უფლისციხეში - ბამბების ნამოსახლარში, ე. წ.  მედაბურის სახლშია ნაპოვნი.

 

გრაკლიანის გორაში აღმოჩენილია აგრეთვე ღია ტიპის ნაგებობა - თაღიანი საკურთხეველი. იგი თიხით შელესილ ვერტიკალურად ჩადგმულ ძელებს წარმოადგენს. თაღის წინ ამოკვეთილია მცირე ზომის ორმო, რომელშიც შესაწირავად მიტანილი მცირე ზომის ჭურჭელი იდო. ამავე ფუნქციის მატარებელიააქვე აღმოჩენილი მცირე ზომის  ცალყურა სასმისი. მსგავსი ფორმის ე.წ. ბიკონუსური სასმისები, მეცნიერის თქმით,  ცნობილია კოლხეთიდან, რომელიც  ძვ.წ. VII საუკუნის მიწურულით ან VI ს-ის დასაწყისით თარიღდება.

 

ქვედა, II ტერასის, დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა ხუროთმოძღვრული კომპლექსი („დასავლეთი ტაძარი"), რომელიც სამი ძირითადი სათავსოსაგან შედგება. თითოეულში არის ერთი საკულტო და მასთან დაკავშირებული ერთი სამეურნეო ნაგებობა.

 

,,ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ ყველა შენობა სამხრეთითაა ორიენტირებული. ასეთი ორიენტაცია მარტივად აიხსნება ბუნებრივი პირობებით. აქ მუდმივად უბერავს დასავლეთის ან აღმოსავლეთის ძლიერი ქარები, რაც სრულიად შეუძლებელს ხდის შენობების აღმოსავლეთიდან გახსნას. ამის გამო, მართალია, საკულტო ნაგებობების კარი არ უყურებდა აღმოსავლეთს, ანუ დილის მზეს, მაგრამ, სამაგიეროდ, მთელი დღის განმავლობაში მზისკენ იყო გახსნილი." - აღნიშნავს მეცნიერი.

 

გრაკლიან გორაზე აღმოჩენილ მასალაში გამოიყოფა იმპორტული ან იმპორტულის მიბაძვით დამზადებული ნივთების ჯგუფი.

 

მაგალითად, აღმოჩენილი საბეჭდავები ზუსტი ანალოგიაა იმ არქაული საბეჭდავებისა, რომლებიც დიდი რაოდენობითაა ცნობილი მესოპოტამიიდან. ლიჩელი არ გამორიცხავს, რომ ეს საბეჭდავი სწორედ მესოპოტამიურების ყველაზე ადრეული ადგილობრივი მინაბაძია.

 

ძვ. წ. VII საუკუნის ფენაში აღმოჩენილია ცხოველის თავი. მისი ზუსტი იდენტიფიცირება მეცნიერს უჭირს მაგრამ ფიქრობს, რომ ეს არის ცხენის თავი, რომელსაც რამდენადმე სტილიზებული ფორმა აქვს. მას კოლხეთში გათხრილ კოლექტიურ სამარხში აღმოჩენილ იმ ცხენს ამსგავსებენ, რომელზეც ქალი-ღვთაება ზის.

 

,,აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცხენოსანი ქალი-ღვთაებების გამოსახულებათა გენეზისი დიდი ხანია, რაც დისკუსიის საგანს წარმოადგენს. მაგალითად, კუნძულ სამოსზე აღმოჩენილი მხედარი ქალის ბრინჯაოს ქანდაკების შესაძლო დამზადების ადგილად თავიდანვე მიჩნეულია კოლხური არეალი. მართლაც, კოლხეთის საზღვრებს მიღმა, აღმოსავლეთით და სამხრეთით - ანატოლიის ოლქში, მხედარი ქალის არც ერთი ფიგურა არ დადასტურებულა, რაც შესაძლოა, მართლაც, იმაზე მიუთითებს, რომ ამ ფიგურის კუნძულ სამოსზე არსებობა კოლხეთთან ურთიერთობის შედეგია" - აღნიშნულია ნაშრომში.

 

უფრო აქტიური ურთიერთობა კოლხეთთან ჩანს ადრეანტიკურ და ელინისტურ ეპოქაში.  გრაკლიანი გორის გათხრებიდან ორი მაგალითი მოჰყავთ:

 

პირველ რიგში, ეს არის ვერცხლის სხივანა საყურეები/საკიდები. მეცნიერის აზრით, მსგავსი სახის მასალა ტიპურია ძვ. წ. V-III სს-ის კოლხური სამარხეული ინვენტარისათვის, თუმცა, კოლხურთან შედარებით მცირე ზომისაა. რამდენიმე ვერცხლის ნიმუში სამცხისა და ქვემო ქართლის ტერიტორიაზეც აღმოჩნდა.

 

,,გრაკლიანის ნიმუშები მასიურია და თითქმის კოლხურის ზომისაა.   ამასთან, გრაკლიან გორაზე შენარჩუნებული ჩანს სხივანა საყურეების/სასაფეთქლეების მაინცდამაინც  ქონებრივად გამორჩეულ - მდიდრულ  კონტექსტში ჩადება. თუმცა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით არის სხვაობა - გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი ცალები ვერცხლის გრეხილი მავთულისგან არის ნაკეთები და არც ჩიტებისა და ვარდულის გამოსახულებები ამკობს. ასევე, კოლხური ოქროს რეპლიკად მიმაჩნია მცირე ზომის ყელსაბამის ვერცხლის დისკოსებრი საკიდები, რომელსაც ანალოგიები მოეპოვება საირხეში." - აღნიშნავს მეცნიერი.

 

I ათასწლეულის შუა ხანებში, კავკასიაში აქემენიდური ირანის გააქტიურებასთან და აქემენიდურ კულტურასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, მეცნიერისთვის საყურადღებოა, აგრეთვე, გრაკლიანი გორის სამარხებში აღმოჩენილი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს დისკოები აქემენიდური ტიპის ორნამენტით.

 

 გრაკლიანი გორის აღმოჩენების მიხედვით, ვლინდება ბერძნულ სამყაროსთან/ანატოლიასთან კავშირი.  გრაკლიანის გორაზე გაითხარა სამარხი, რომელშიც აღმოჩნდა ფარაკიანი ბეჭედი ფიგურის გამოსახულებით. მეცნიერისთვის საფიქრებელია, რომ ეს უნდა იყოს  „პანი-მუსიკოსის" გამოსახულება,  რადგან სილუეტურად ჩანს თხის ფეხები. თუმცა, რამდენადმე მსგავსი მარსიასის ფიგურაცაა ცნობილი.

 

ასევე საყურადღებოა იეროგლიფურწარწერიანი ეგვიპტური სკარაბეოიდის აღმოჩენა გრაკლიანი გორის  სამარხში, რადგან ამ პერიოდში  (ძვ. წ. V-IV სს.) ისინი, როგორც ჩანს, ფართოდ ვრცელდება დასავლეთ საქართველოში და გვხვდება სამხრეთშიც. ამ დროს სკარაბეოიდებს მძივებად იყენებდნენ; ამას ადასტურებს მათი აღმოჩენები გარდაცვლილთა გულ-მკერდის არეში მძივებთან ერთად. მეცნიერისთვის ბუნებრივია, რომ ეს ნივთი, როგორც აქვე აღმოჩენილი თვალადი მძივები, კავკასიაში ბერძენი ვაჭრების აქტური საქმიანობის შედეგად არის შემოსული.

 

,,არ შეიძლება, რომ მესოპოტამიური საბეჭდავების აღმოჩენა გრაკლიან გორაზე შემთხვევითი იყოს; არც გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ერთმანეთისაგან განსხვავებული სატაძრო კომპლექსებია აქ შემთხვევით  თავმოყრილი და არც ქვედა ტერასის უნიკალური სატაძარო („დასავლეთი ტაძარი")  კომპლექსია  შემთხვევით აგებული;  სრულიად აშკარაა სამოსახლოს არაერთგზის დაკნინებისა და კვლავ აღზევების ფაქტიც, რაც ამ ადგილის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.  ყველაფერი ზემოთქმული  მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობით იყო გამოწვეული თუ ამ გორას რაიმე საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა, ამაზე პასუხს მხოლოდ მომავალი გათხრების შედეგები გასცემს. ნებისმიერ შემთხვევაში  სამოსახლოს დიდ ქრონოლოგიურ მონაკვეთში არსებობისა და აქ მიკვლეული არტეფქტების ხასიათის გამო გრაკლიანი გორის სამოსახლო და სამაროვანი ცენტრალური ამიერკავკასიის ეტალონურ ძეგლთა შორის უნდა იქნეს განხილული." - წერს ვახტან ლიჩელი თავის ნაშრომში კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალურ ამიერკავკასიაში (გრაკლიანი გორა)

 

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.