Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გორის მერიამ საკრებულოს დასაქმების და ინვესტიციების მოზიდვის პროგრამა წარუდგინა

 

,,მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ევროკავშირში ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად არის აღიარებული და ბოლო 10 წლის მანძილზე განსაკუთრებული ქმედებები იქნა განხორციელებული საკითხის პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ინსტიტუციონალურ დონეებზე რეალიზებისათვის. სწორედ ამ მიზნით ქალაქ გორის მერიაში შემუშავდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის, დასაქმების და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს როგორც მოქმედი მცირე მეწარმეების განვითარებას, ასევე ახალი, ნოვატორული ბიზნეს იდეების განხორციელებას, რათა მათ სამომავლოდ თავად შეძლონ საკუთარი ბიზნესის განვითარება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვით." - აღნიშნულია პროგრამის აღწერილობით ნაწილში.

 

პროგრამა ითვალისწინებს კონკურსის შედეგად გამოვლინდეს და დაფინანსდეს  ექვსი საუკეთესო ბიზნეს იდეა. ერთი 15 000 ლარიანი, ორი 10 000 ლარიანი და სამი 5 000 ლარიანი პროექტი. ასევე გამოვლინდება 3 სარეზერვო პროექტი (რომელიმე გამარჯვებული პროექტის ვერ/არ განხორციელების შემთხვევაში დაფინანსდება სარეზერვო პროექტი).

 

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების ავტორები გაივლიან გადამზადების  კურსს შემდეგი მართულებებით: ბიზნეს ადმინისტრირება;  სოციალური მეწარმეობა;  ფინანსური ანალიზი და დაგეგმვა;  ბიზნეს-პროექტების წერა; ინვესტიციების მოზიდვა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

 

პროექტების განხილვის და გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის ქალაქ გორის მერი. ჯგუფი უნდა შედგებოდეს 5 წევრისგან, მათ შორის  2 საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი და 1 მოწვეული პირისგან. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური სააპლიკაციო ფორმა, დაურთონ პროექტი და წარუდგინოს სამუშაო ჯგუფს.

 

გამარჯვებული პროექტების საქმიანობას, ხარჯების მიზნობრიობას და პროექტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, მონიტორინგს გაუწევს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური. თანხების არამიზნობრივად ხარჯვის გამოვლენის შემთხვევაში, მერია უფლებამოსილია მოითხოვოს პროექტით გათვალისწინებული თანხის უკან დაბრუნება ან/და რეზერვში მყოფი პროექტისთვის გადაცემა.

 

 

პროექტის შერჩევის კრიტერიუმებია:

ა) მდგრადობა/განვითარების პერქსპექტივა; პროექტი გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ  2 წელზე

ბ) დასაქმებულთა რაოდენობა; დასაქმებულთა რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 3

გ) მაქსიმალური შედეგის მიღწევა;

დ) ინოვაციურობა; პროექტი უნდა იყოს სიახლე ბაზარზე

ე) განხორციელების რეალურობა; სამუშაო ჯგუფმა უნდა განსაზღვროს რამდენად შესრულებადია  ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებით პროექტის რეალური განხორციელება;

ვ) დაბალი რისკები; რამდენად აქვს პროექტის ავტორს გამოცდილება იგივე ან მონათესავე სფეროში მუშაობის. მოდის თუ არა პროექტის ავტორი თანადაფინანსებაზე და რა პროცენტული მაჩვენებლით.

ზ) ინვესტიციის მოზიდვის პერსპექტივა; წარმოდგენილ კრიტერიუმების დათვლადობას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფი და ამტკიცებს ქალაქის მერი.

 

აღნიშნული პროგრამა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

 

ფოტოზე: მარჯვნივ ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, მარცხნივ - საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020