|
ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა. მიზეზებს პოლიცია არკვევს.
სოფელ მეტეხიდან პაციენტი კასპის სამედიცინო ცენტრში, თირკმლის დაავადების დიაგნოზით, გადაჰყავდათ. დაშავებულები საავადმყოფოში სხვა კერძო ტაქსებით გადაიყვანეს, რადგან ბრიგადები გამოძახებაზე იყვნენ გასული.
ხუთივე მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რამდენიმე მათგანია მეტეხიდან წაყვანილი პაციენტის ნათესავია.
,,აღენიშნებოდათ სხეულის სხვადასხვა მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობები, ექსკორაცია სხვადასხვა მიდამოში, ხოლო სასწრაფოს მორიგე ექიმს მარინე მამაცაშილს, მარცხენა მცირე წვივის ძვლის გოჯის მოტეხილობა აქვს. რაც შეეხება პაციენტს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას გადმოყავდა, ჩაუტარეს პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარება და გაწერეს ბინაზე." - განაცხადეს საავადმყოფოში.

ბუზალაძე მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის მაისში დაინიშნა.

საუბარია ზეღდულეთის, ქიწნისის მეურნეობის, ატენის, სვენეთისა და გორის №10 საბავშვო ბაღებზე.

სოფელში სასმელი წყლის სისტემის მდგომარეობა შეისწავლა ექსპერტმა ნოდარ ხაბალაშვილმა.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები