Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Ҧхынҷкәын 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
პატრულ-ინსპექტორის ხელმოწერა - ,,ბ. ბადრი"

 

,,ბ. ბადრი" - ამ ხელმოწერის ავტორი ამჟამად სამცხე-ჯავახეთში, თუმცა, კვლავ, საპატრულო პოლიციის განყოფილებაში მუშაობს. საჯარიმო ქვითარი მან მოქალაქეს 2015 წლის 19 თებერვალს გამოუწერა. ორიგინალური ხელმომწერის ავტორი პატრულ-ინსპექტორი ბადრი ბალახაშვილია.

 

რაც შეეხება შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის აწ უკვე ყოფილ პატრულ-ინსპექტორს ჯაბა ხუციშვილს, რომლის სიმთვრალე-სიფხიზლის შემოწმება გენერალურ ინსპექციას, 2015 წლის 14 იანვარს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა მოსთხოვა, აღმოჩნდა, რომ გენერალურ ინსპექციას მის წინააღმდეგ მოკვლევა არ უწარმოებია. კერძოდ, სასამართლო გამოძიებამ დაადგინა, რომ მოქალაქის განხორციელებულ ზარს გენერალური ინსპექციიდან რეაგირება არ მოჰყოლია. არ ჩატარებულა მოკვლევა და ნარკოლოგიური შემოწმება.

 

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შორენა წიქარიძემ, რომელიც 2006-2009 წლებში გლდანი-ნაძალადევის პროკურატურის პროკურორი იყო და ამჟამად მისი მეუღლე იოსებ დიღმელიშვილი ძველი თბილისის შს სამმართველოს გამომძიებელია, გენერალური ინსპექციის მოკვლევის, დასკვნის და  ნარკოლოგიური ექსპერტიზის გარეშე, შინაგანი რწმენით დარწმუნდა, რომ მისი მეუღლის კოლეგა პოლიციელი, სამსახურებრივ მოვალეობას, ფხიზელ მდგომარეობაში ასრულებდა.

 

პატრულ-ინსპექტორმა ჯაბა ხუციშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, მძღოლები მას დამამცირებლად მიმართავენ - ,,ვისაც ვაჩერებ, მეკითხებიან, ვა, შენ ფხიზელი ხარ?" - განაცხადა პატრულ-ინსპექტორმა ჯაბა ხუციშვილმა სასამართლო პროცესზე. მან პატრულის რიგები მიატოვა და ამჟამად, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დაცვის პოლიციაში გააგრძელა მუშაობა.

 

გენინსპექციის საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება და სასამართლო სხდომის ჩანაწერები მოგვიანებით გამოქვეყნდება.  საქმის მოკვლევა კი სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.