რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ანტიკორუფციულმა საბჭომ მასალები Qartli.gE-ს მოპარა

 

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ,,შეჩერებულ პროექტების" ჩამონათვალში გორის ცენტრალური საავადმყოფოს ყოფილი შენობის რეაბილიტაციის გაჩერების რეალური ამბავია მითითებული. მისი ტექსტი კი, ,,ანტიკორუფციულმა საბჭომ" შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდიდან Qartli.gE გადაწერა და საკუთარ კვლევად გაასაღა. აღნიშნული თემა პარტიის ადგილობრივმა ლიდერმა კახა ტოლიაშვილმა პრეზენტაციამდე ჟურნალისტებს საკუთარ ნამუშევრად გააცნო.

 

რაც შეეხება არაზუსტ ინფორმაციას, დავიწყოთ იმით, რომ გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს ძმა არ ჰყავს, შესაბამისად, ირმა ნადირაშვილის მიერ დასახელებული ვალერიან ჯირკველიშვილი (სახანძრო სამსახურის სპეციალისტი) არ არის მერის ძმიშვილი, ხოლო ლევან ჯომარდაშვილი, (სახანძრო სამსახურის უფროსი) ასევე, არ არის არარსებული ,,ძმისშვილის" მეგობარი. გორის მერის მრჩევლის, შალვა ტლაშაძის თქმით, აღნიშნული სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

 

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აკაკი ხუფენია არ არის მერის კლასელი; არ არის ასევე კლასელი ააიპ ,,ტურიზმის ცენტრის" ხელმძღვანელი შიო კოშაძეც.

 

,,თუ სკოლიდან არ გამოუთხოვიათ ინფორმაცია, ჩვენი დაბადების დღეები მაინც შეადარონ ერთმანეთს" - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი ,,კლასელებთან" დაკავშირებით.

 

რაც შეეხება სქემის დანარჩენ წევრებს: და-ძმა დავით, ნინო და მაია წეწვაძეებს, დავით წეწვაძე საკრებულოს წევრია ოპოზიციური პარტიიდან ,,თავისუფალი დემოკრატები". მაია და ნინო წეწვაძე მისი დები არიან. ნინო წეწვაძე გორის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია, იგი გორის მუნიციპალიტეტში, თანაც გამგებლის მოადგილედ, 2012 წლის ბოლოდან მუშაობს. ეს იმ დროს, როდესაც ქალაქ გორის მერია არ არსებობდა. მაია წეწვაძე კი მართლაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაინიშნა.

 

ნინო წეწვაძე: ..მე 2012 წლის 03 დეკემბერს დავინიშნე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ(მენეჯერულ პოზიციაზე 7 წლიანი გამოცდილებით), საკმაოდ კვალიფიციურად ვასრულებდი დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობას. ბატონი ზურაბ ჯირკველიშვილი 2014 წლის 2 აგვისტოს შეუდგა თვითმმართველი ქალაქის მერის უფლებამოსილების განხორციელებას (საყოველთაო არჩევნების გზით) და მან შემომთავაზა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობა. მოლოდინი ნამდვილად მქონდა მოადგილის პოზიციის შემოთავაზებისა , მაგრამ მიუხედავად ამისა, მე დავთანხმდი- პრაგმატულად, ემოციების გარეშე. პოლიტიკური ნეპოტიზმი ნიშნავს, ნათესავების ან მეგობრების დანიშვნას თანამდებობაზე არასკმარისი კვალიფიკაციის შემთხვევაში, მე ნამდვილად არ მეხება ნეპოტიზმი. რაც შეეხება მაიას, ის კონკურსის წესით დაინიშნა. პირველ ათეულში იყო ტესტირებს შედეგების მიხედვით, 30 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ის უფრო უსამართლობა იქნებოდა , რომ ის არ შეერჩიათ ვაკანტურ პოზიციაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი და იყო, იმ ფონზე, როდესაც კანონი აძლევდა მას უფლებას კონკურსში მონაწილეობისა. სიმართლე ის არის, რომ სერიოზული, ხელმოსაკიდი ხარვეზი ვერ უპოვეს ქალაქის მერს მუშაობაში და ცილისწამების გზა აირჩიეს. ეს მათი მარცხია."

 

მერიის სოციალური სამსახურის უფროსს ეკატერინე ქუთათელაძე, მართლაც მერის მეგობრის შვილია, თუმცა, შალვა ტლაშაძის თქმით, ეკა ქუთათელაძე ძალიან პასუხისმგებლობიანი და ყურადღებიანი საჯარო მოხელეა:

 

,,ერთ-ერთია, ვინც კარგად უძღვება თავის საქმეს" - აცხადებს შალვა ტლაშაძე. 

 

სოფო მიხანაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი, მერის დისშვილია. მისი მამა, როსტომ მიხანაშვილი შპს ,,ვერელი +"-ის ხელმძღვანელია. აღნიშნული კომპანია იმ დროს იგებდა ტენდერებს, როდესაც ხელისუფლებაში ,,ნაციონალური მოძრაობა" იყო.

 

შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, აღნიშნულ კომპანიას გორის მერიაში არც ერთი ტენდერი აქვს მოგებული.

 

Qartli.ge ანტიკორუფციული საბჭოს იმ მასალებსაც გადაამოწმებს, რომელიც რაიონის გამგებელს დავით ონიაშვილს ეხება.

 

შეგახსენებთ, საპარლამენტო  ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით განხორციელდა. 

 
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის
ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის
ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
14:00 / 16.06.2025
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული
კვლევის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს რომ
ტარდებოდეს
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს რომ ტარდებოდეს
15:00 / 15.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.