რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
სტატიები
,,ქუჩაში იარაღის ჩასადებად მომდევდნენ" - სამხარეო პოლიციის ახალი უფროსის წარსული

2014 წლის 17 ივლისს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსად ლევან გენგაშვილი დაინიშნა. ის 2012 წელს ქარელის შს სამმართველოს უფროსის ლაშა გოგნიაშვილის მოადგილე იყო და დეტექტივების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

 

ლევან გენგაშვილი 2012 წლის 23 სექტემბერს მომხდარ  ,,ქართული ოცნების" ქარელის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და იარაღის ჩადების მცდელობაში ფიგურირებს. 2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლებაში კოალიცია ,,ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, ის და მისი უფროსი კახეთის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ერთმა სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტი, ხოლო მეორემ გურჯანიის პოლიციის ხელმძღვანელობა ჩაიბარა. 

 

2014 წლის 17 ივლისს კი გენგაშვილი შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად დაბრუნდა. 

 

ჯერ კიდევ 2012 წლის 24 სექტემბერს კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მის შესახებ საუბრობდა:

 

(ციტატის დასაწყისი, წყარო ,,ინტერპრესნიუსი): ,,2012 წლის 23 სექტემბერს ბერუაშვილი ქარელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა, როდესაც მის სიახლოვეს გაჩერდა ავტომაქანა "შკოდა" სერიით HFH, საიდანაც გადმოვიდნენ ქარელის პოლიციის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი და მისი მოადგილე. პოლიციის უფროსმა დაუძახა მას და უთხრა, რომ იარაღი ამოეღო, რასაც გიორგი ბერუაშვილმა მაისურის აწევით და იმის დაფიქსირებით უპასუხა, რომ ის იარაღს არ ატარებდა."


,,კოალიციის ინფორმაციით, ამის საპასუხოდ ლაშა გოგნიაშვილმა ამოიღო იარაღი თავისი შარვლის უკანა ჯიბიდან და განუცხადა: "აბა ეს იარაღი ვისია?". ამავდროულად ფანასკერტელის ქუჩის ჩიხიდან გამოვიდა ორი პიროვნება, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელები იყვნენ და მისი დაკავება სცადეს. ბერუაშვილი გაიქცა, რადგან მიხვდა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და იარაღის განზრახ ჩადებას. მან მოახერხა თავი შეეფარებინა იქვე მდებარე "ქართული ოცნების" შტაბისთვის. იმავე დღეს, ახალგაზრდებმა ამ ფაქტის გაპროტესტება ქარელის პოლიციის შენობასთან მოახდინეს."


,,აქციის დასრულების შემდეგ გიორგი ბერუაშვილი თანამოაზრეებთან: ბიჭიკო ოსაძესთან, დიმიტრი ყიფიანთან, დაჩი ოსაძესთან, ანზორ გოგიჩაშვილთან და გიორგი თოთლაძესთან ერთად თბილისისკენ გამოემართა. აღაიანთან მათი ავტომანქანა საპატრულო პოლიციამ გააჩერა და მძღოლს მართვის მოწმობა მოსთხოვა. მოთხოვნა ბიჭიკო ოსაძემ შეასრულა და არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები განუწყვეტლივ რეკავდნენ სადღაც და არ აძლევდნენ პასუხს ახალგაზრდებს, თუ რით იყო განპირობებული მათი შეფერხება. პოლიციის საეჭვო საქციელის გამო, ისინი დაუკავშირდნენ ადვოკატს და ჟურნალისტებს. 20-წუთიანი ლოდინის შემდეგ, საპატრულო პოლიციას მოადგა "შკოდას" ფირმის ორი ავტომანქანა და "მერსედესის" ფირმის მიკროავტობუსი, საიდანაც სპეცრაზმელები გადმოხტნენ." 


,,ამის შემდეგ, ბერუაშვილმა და მისმა მეგობრებმა გაქცევა სცადეს, მათ სწრაფად ავტომანქანა გააჩერეს და ბაღებისკენ გაიქცნენ. მათი მისამართით რამდენიმე გასროლა განხორციელდა. სპეცრაზმელები უყვიროდნენ და დახოცვით ემუქრებოდნენ. გიორგი ბერუაშვილი აღაიანის ერთ-ერთმა მცხოვრებმა შეიფარა. მისი მეგობრები კი სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. მოგვიანებით ახალგაზრდები შეიკრიბნენ თბილისში, სადაც აღმოაჩინეს, რომ არ ჩანდა მათი მეგობარი, ბიჭიკო ოსაძე, ცნობილი მოჭიდავე, რომლის ასავალ-დასავალიც აქამდე დაუდგენელია. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახალგაზრდები ანგარიშსწორებისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, რის გამოც მათ სიცოცხლეს და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება." (ციტატის დასასრული) 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი

07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

20:07 / 07.06.2015
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების

01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.

15:28 / 01.06.2015
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას

28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს. 

00:56 / 29.05.2015
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

05:03 / 27.05.2015
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

20:22 / 26.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.