რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
სტატიები
ხიდისთავის სკოლა ფეხზე დგას

 

 

გათავისუფლებული პედაგოგი თეა ნონიკაშვილი არის სერტიფიცირებული ბიოლოგიაში, ასევე დამატებით ჩაბარებული აქვს ბიოლოგიის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილი, აგრეთვე, ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდა; არის მენტორი მასწავლებელი, საუკეთესო საგანმანათლებლო რესურსის ავტორი, 2010 წლის ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმის გამარჯვებული; 2013 წლის ნოემბერში 8 ქართველ მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდა პოლონეთში კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში, არის 2014 წლის მასწავლებელთა მსოფლიო ფორუმის მონაწილე პედაგოგი და Microsoft-ის ექსპერტი მასწავლებელი.


ქიმიის მასწავლებელი თამარ მაისურაძე - სერტიფიცირებულია ქიმიაში, გავლილი აქვს პროფესიული გადამზადების არაერთი ტრენინგი. 2013-2014 სასწავლო წელს ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლები ორგანიზებას უწევდნენ სკოლაში არაფორმალურ განათლებას, ამუშავებდნენ ქიმია-ბიოლოგიის კლუბებს ცენტრი ,,აფხაზეთის“ დახმარებით - ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. მათ სკოლას შეჰმატეს ქიმია-ბიოლოგიის ძვირად ღირებული ლაბორატორიები, სასწავლო მიკროსკოპი.

მათემატიკის მასწავლებელი მანანა დაღელაშვილი - მან 2010 წელს მოიპოვა VII-XII კლასის მათემატიკის სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი. ხიდისთავის სკოლაში მის გარდა სერტიფიცირებული მათემატიკაში არავინაა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მერი კაკაშვილი - სერტიფიცირებულია როგორც I=VI, ისე VII-XII კლასებში. 

,,ჰოდა, მეგობრებო, დირექტორს რომ პულსი არ ესინჯება, ფაქტია, მაგრამ ჩვენ თუ ვწერივართ ცოცხლებში, აუცილებლად უნდა დავიცვათ ეს ძვირფასი ხალხი განუკითხაობისგან. ახლა ვფიქრობ დახმარების ქმედით ფორმებზე და, იქნებ, ამასობაში, სამინისტროდანაც ვინმე გამოგვეხმაუროს." - ასე გამოეხმაურა ფაქტს სამოქალაქო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ია ანთაძე.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი პედაგოგებს, სამეურვეო საბჭოს წევრებს, დირექტორს, რესურს-ცენტრის დირექტორს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ესაუბრა:

 

იხ. ვიდეო:

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი

07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

20:07 / 07.06.2015
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების

01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.

15:28 / 01.06.2015
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას

28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს. 

00:56 / 29.05.2015
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

05:03 / 27.05.2015
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

20:22 / 26.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.