რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
სხვადასხვა
შიდა ქართლი ამიერკავკასიის სეიმის დროს - ვეზირიშვილების ოჯახზე თავდასხმა
I ნაწილი - 1918 წლის თებერვალი, გაზეთი ,,ერთობა“ - სოციალ-დემოკრატიული პარტიის სოციალური ორგანო

4 თებერვალს თფილისიდან გავემგზავრეთ სოციალ-დემოკრატიული პარტიულ საოლქო ყრილობის მიერ არჩეული დელეგატები, ამხანაგი ვ.ცაბაძე და ვლ. ჯიბლაძე, ჩვენთან ერთად მოდიოდნენ გუბერნიის კომისარი კ. ჯაფარიძე, ა.ჟორჟოლიანი და ხაშურის და გორის წითელ გვარდიელები. თფილისიდან გვიან გავედით. ხაშურში მივედით მეორე დღეს დილით 9 საათზე. ჯერ სანამ ხაშურის სადგურს მივუახლოვდებოდით, გზაში ტელეფონით შეგვატყობინეს, ფრთხილად იყავით, შეიარაღებული ბრბო ქალაქს შემოესიაო. სადგურიდან დავრაზმეთ წითელ გვარდიელები და სამხედრო წესრიგით შევედით ქალაქში.

ჩვენ წინ მივუძღოდით. მივედით ადგილობრივ მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოში. საბჭოს გვერდით არის იარაღის საწყობი. არ გავიდა დიდი ხანი, რომ გამოჩნდა შეიარაღებული ბრბო და წამოვიდა საწყობისკენ იარაღის გასატაცებლად. მოგვკრეს თვალი თუ არა, ასტეხეს სროლა. მოგვიკლეს ერთი წითელ რაზმელი ამხანაგი შორაპნის მაზრიდან.

წითელ გვარდიელებმაც სროლით გასცეს პასუხი, მხოლოდ ჰაერში გაისროლეს. ბრბო უცბად გაიფანტა, ჩვენ საჩქარო განკარგულება მოვახდინეთ, გავგზავნეთ 10-10 გვარდიელი და ქალაქის სხვადასხვა პუნქტები დავიჭირეთ. შევედით საბჭოს შენობაში.

აქ საზარელი სურათი ვნახეთ. ყველაფერი განადგურებულია უგუნურ ბრბოსაგან, ყველაფერი დამტვრეული, ქაღალდები დაფხრეწილი, მინები ჩალეწილი. გამხეცებულ ბრბოს არ დაუნდვია არაფერი და ხელ შეუხებელი არ დაუტოვებია. როგორც გავიგეთ, საბჭოს განადგურება გამოუწვევია შემდეგ გარემოებას:

სოფლელებს ადგილობრივ ორგანიზაციისთვის მოუთხოვია იარაღი, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს, იარაღი არ გვაქვსო. სოფლებში გაჩნდნენ ფრონტიდან დაბრუნებული გაბალშევიკებული ჯარისკაცები და დაიწყეს პროვოკაციული აგიტაცია: ორგანიზაცია თქვენ გატყუებს, იარაღი ბლომათ არის, წავიდეთ ხაშურში და ძალით წამოვიღოთო.

აგიტაციამ გასჭრა. ერთ დღეს ხაშურისკენ დაიძრა ხალხი 38 სოფლიდან. ხაშურში ჩამოსვლისას აქაც გაჩნდნენ პროვოკატორები და აქეზებდნენ ბრბოს იარაღების საწყობს დავეცეთ და თოფები გამოვიტანოთო. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა წინადადება მისცეს აირჩიეთ კომისია და გაინაწილოს სოფლებმა, რაც თოფები არისო. ბრბო დასთანხმდა. გაინაწილეს თოფები და თითო სოფელს შეხვდა თითო თოფი.

ამით ბრბო უკმაყოფილო დარჩა და ერთი მეორეს დაესიენ თოფების წასართმევად. ამ უკმაყოფილებით ისარგებლეს პროვოკატორებმა და გამხეცებული ბრბო იარაღების საწყობს მიუსიეს, გასტეხეს და გაიტაცეს, რაც იქ იარაღი იყო, ამ დღეს პატრონების წასაღებად ჩამოსულიყვნენ. დავიწყეთ ქალაქში ჩხრეკა და დაპატიმრება. სოფლებში გზები შევკარით. როცა სოფლებში გაიგეს ჩვენი ჩამოსვლა, მოიტანეს თოფები და ჩაგვაბარეს.

ვეზირიშვილების ოჯახის ამოხოცვა ოსიაურში


საღამოზე გავემგზარევთ იქვე ახლოს სოფელ ოსიაურში, სადაც გატაცებული იყო მეტი წილი იარაღი და სადაც ამ რამდენიმე დღის წინათ მხეცურად დახოცეს მემამულე ვეზირიშვილი და მთელი მისი სახლობა. ოსიაურში მისვლისთანავე ვეზირიშვილის სახლში შევედით. აქ გულშემზარავი სურათი წარმოგვიდგა. ვერ წარმოგვედგინა, თუ ადამიანს შეუძლია ასეთ ყოვლადწარმოუდგენელ და ენით გამოუთქმელ მხეცურ მოქმედების ჩადენა. მთელი ოთახი, სადაც მკვლელობა ჩაუდენიათ, სისხლით მოსვრილია. საშინლად დასახიჩრებული მოკლულთა გვამები სისხლში გდია აქა იქ. ერთი კვირაა, რაც მოუკლავთ და შიშით ვერავის მიუბედნია, რომ დაემარხათ, მთელი სახლი განადგურებულია, არ დაუტოვებიათ წაუღებული არაფერი.

ჩვენ მაშინვე შევკრიბეთ სოფლელები და ავუხსენით, რა საშინელი რამ მოხდა მათ სოფელში. ხალხმა თავი იმართლა, რომ ჩვენ ასეთი სიმხეცე თავის დღეში არ ჩაგვიდენია და არც ჩავიდენთ, ყველაფერი ეს ყაჩაღების საქმეა და რა ვქნათო. იარაღი რომ გვქონებოდა, ჩვენ მას დავიცავდითო. როცა გაიგეს, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან ვიყავით გაგზავნილი, მაშინვე ყველაფერზე დაგვეთანხმნენ და დიდის პატივით მოგვეპყრნენ. როგორც გვირჩევთ, ისე მოვიქცევით, თქვენი სიტყვა ჩვენთვის ძვირათ ღირსო. რაც თოფები ჰქონდათ, ყველა უკლებლივ ჩაგვაბარეს, იმავე დღეს გააკეთეს კუბოები, ჩაასვენეს მოკლულები და დაასაფლავეს. ხალხმა სიტყვა მოგვცა, რათაც უნდა დაგვიჯდეს, მკვლელებს აღმოვაჩენთ და ჩაგაბარებთო.

6 თებერვალს ხაშურში დიდი მიტინგი გაიმართა, აუარებელი ხალხი დაესწრო. გამოვასვენეთ მოკლული რაზმელი. წარმოსთქვეს სიტყვები და აუხსნეს ხალხს ის მიზეზები, ეს სისხლის ზღვრა და არეულობა გამოიწვია. ხალხმა ფიცი დასდო, დღეის შემდეგ ასეთ უწესობას აღარ ჩავიდენთო. ეს გამოიწვია ფრონტიდან ჩამოსულმა ჯარისკაცებმა, რომლებიც თავიანთ თავს ბალშევიკებს უწოდებენ და უნდათ პროვოკაცია მოახდინონ ოსებსა და ქართველებს შორის და ერთმანეთს მიუსიოსო.

მოკლულ რაზმელის ოჯახის სასარგებლოდ ხალხმა იქვე შეაგროვა 300 მ. 500 მ. კომისარიატმა გადასცა და ხაშურის საბჭომ აღუთქვა ორი შვილის აღზრდა. მიცვალებული გავასვენეთ და გავემგზავრეთ გომში, სადაც ოს-ქართველები გველოდებოდნენ.

აქ შეკრებილმა ხალხმა შემოგვჩივლა სოფლებში ყაჩაღათ გავარდნილი პროვოკატორები დადიან და უნდათ ოს-ქართველები ერთი მეორის გადაგვკიდოსო. სოფლად პარტიის ხალხი არ არის, რომ რამე ჩაგვაგონოს და ისე უპატრონოთ და ყაჩაღთა სათარეშოდ ვართ მიტოვებულიო. მემამულეებს ჩვენ არაფერს ვერჩით, რადგან მათთან სადაო აღარაფერი გვაქვს და თუ მათი დარბევა და მკვლელობა ხდება, ეს ყაღაღების და ფრონტიდან მოსულ გახულიგანებულ ჯარის კაცების წყალობააო.

გომში გადმოგვცეს, რომ გორში დიდი მიტინგი იყო გამართული და გველოდებოდნენ, ჩვენც გავემგზავრეთ.

გაგრძელება იქნება


---------------------------------------------

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებისთანავე ამიეკავკასიაში უფლებამოსილება შეწყვიტა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნულმა სამხაეო ორგანომ - ოზაკომმა. ქართველი სოციალ-დემოკრატების (მენშევიკები) ძალისხმევით, ვიდრე საბჭოთა მთავრობა (ბოლშევიკები) ამიერკავკასიაში თავისი ძლაუფლებას გაავრცელებდა, ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა შექმნეს სამხარეო ხელისუფლების ორგანო - ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელმაც ფუნქციონირება 1917 წლის 15 ნოემბერს დაიწყო. ამიერკავკასიის კომისარიატი შეიქმნა თბილისში საქართველოს სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების) და ესერების, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატების მიერ.

1918 წლის 10 (23) თებერვალს, ოფიციალურად ჯერ კიდევ რუსეთის შემადგენლობაში, ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც რუსეთის დამფუძნებელი კრებისათვის არჩეული ქართველი დეპუტატებისაგან შედგებოდა.
სეიმში ჩამოყალიბდა სამი ფრაქცია: • სოციალ-დემოკრატები ( მენშევიკები) — 32 წევრი; • მუსულმანთა ფრაქცია (მუსავატელები და უპარტიოები) — 50; • დაშნაკების ფრაქცია — 27;

ამიერკავკასიის სეიმის 22 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა — ეს იყო კონფედერაციული რესპუბლიკა, რომელმაც 1918 წლის აპრილ–მაისში იარსება; მასში შედიოდნენ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის
კოლმეურნეობას!

,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.

19:30 / 21.09.2019
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება,
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
17:45 / 13.06.2019
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
23:58 / 29.03.2019
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო
მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული
ბრძოლების შესახებ.
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ.
22:20 / 21.03.2019
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის
ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
01:01 / 28.02.2019
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.