|
22.10.2015 შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია იმ ქალს ეძებს, რომელმაც 20 ოქტომბერს, გვიან ღამით, გორის ძველ უბანში სხვის კუთვნილ მანქანას ბენზინი გადაასხა და დაწვა.
22.10.2015 გორის საფეხბურთო კლუბის, ,,დილას" ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა საკუთარი თავებისთვის და ფეხბურთელებისთვის ხელფასები ისე გაზარდეს, ქალაქის მერია საქმის კურსში არ ჩააყენეს. ამის შესახებ გორის მერმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.
22.10.2015 ,,ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში, ზუსტად იციან დრო, როდესაც მათი პარტიის რაიონული ორგანიზაციის ოფისზე წითელი საღებავები შეასხეს, იგივე მოხდა კასპშიც.
22.10.2015 ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" დაფინანსებით გორსა და გორის რაიონში 8 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოები 6 სკოლაში უკვე დაიწყო და 6 თვეში დასრულდება. ახალი წლიდან რეაბილიტაციის პროცესში კიდევ ორი სკოლა ჩაერთვება.
22.10.2015 ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხალები ერთ-ერთია იმ ოსური სოფლებიდან,რომელიც ეთნიკურად ოსმა მოსახლეობამ 1991-92 წლებში დატოვა.იმ პერიოდში სოფელში 100-მდე ოსი ოჯახი ცხოვრობდა. დღესდღეობით კი, მხოლოდ, 3 ეთნიკურად ოსი ოჯახია შემორჩენილი. სოფელში ქართველი მოსახლეობაც ცხოვრობს.
2015 წლის 23 ოქტომბერს შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ნიქოზში ადამიანის უფლებათა ცენტრი, „კოალიცია ნდობის აღდგენის“ აქტივობების ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან გასვლით შეხვედრას გამართავს. შეხვედრის მიზანია სამოქალაქო საზოგადოებასა და კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის დისკუსიის გამართვა და გამოცდილების გაზიარება ნდობის აღდგენის პროცესის თაობაზე.
22.10.2015 იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულის ოცმეთაური ილია ბაბუციძე ე.წ. მინივენების მფლობელებს ფეხით დგომასაც უკრძალავს. ამის შესახებ ,,თბილისი - გორის" მიმართულებით მოძრავი ტაქსების მფლობელებმა ქალაქის მერს, ზურაბ ჯირკველიშვილს მიღებაზე განუცხადეს.
21.10.2015 გორის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსმა გოგიტა ორთანეზაშვილმა, დღეს, დოკუმენტური მასალა, კულტურის ცენტრის ფინანსების ხარჯვის შესახებ, პროკურატურაში გადაიტანა. ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც კულტურის ცენტრის უფროსმა ლექსო ვალიაურმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკური სარჩული დაუდო. ლექსო ვალიაური ,,რესპუბლიკური პარტიის" წევრია.
21.10.2015 ია ქვლივიძის მამამ, რომელიც აცხადებს, რომ მისი შვილი კასპის გამგეობიდან, ჯერ, ფეხმძიმობის პერიოდში გაათავისუფლეს, ხოლო შემდეგ გასაუბრებაზე ჩაჭერეს, შიდა ქართლის გუბერნატორს დღესასწაულის ,,კასპობა 2015" მიმდინარეობისას შეხვდა.
19.10.2015 საბავშვო ბაღების გაერთიანების ბუღალტერიაში დღეს ყველა წამყვანი თუ მთავარი სპეციალისტი 516 აღმზრდელის სასარგებლოდ გადასარიცხ თანხებს ითვლიდა. 2015 წლის 15 აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით საბავშვო ბაღების პედაგოგებს ხელფასი აღებული არ ჰქონიათ.


