12.03.2015 ყინწვისი-გვერძინეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის საქმეზე ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველ შემთხვევაში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 9 მარტს უკვე დაიდო, ხოლო იმავე გზისთვის დამატებითი სამუშაოებისთვის ახალი ტენდერი მომდევნო დღეს, 10 მარტს გამოცხადდა.
17.02.2015 გორის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ნინო წეწვაძეს, მუნიციპალურ სტრუქტურებში დასასაქმებელი, მხოლოდ, ოჯახის პენსიონერი წევრიღა დარჩა. ამ განცხადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაცია ავრცელებს. ,,ნუ გაღიზიანებთ ადამიანების სიკეთე, გონიერება და შრომისმოყვარეობა" - მიმართავს მერის ადმინისტრაციის უფროსი ნაციონალურ მოძრაობას.
ხაშურის მუნიციპალიტეტში სამთავრობო დელეგაციების, სამინისტროს წარმომადგენლების, საგზაო პოლიციის მუშაკების და ა.შ. პირების ,,შემოვლა-დათვალიერება" ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯებით გაშლილი სუფრებით მთავრდება.
2014 წლის 18 სექტემბერს გორში 21 წლის გოგონა ბინაში გარდაცვლილი ნახეს. პირველადი დათვალიერებით გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. უბედური შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











