რეგიონის ქალაქებში კოალიცია ,,ქართული ოცნების” მიერ გამართულ ყრილობებზე მაჟორიტარი კანდიდატები ერთი და იგივე შინაარსის ტექსტებს კითხულობენ. ამის შესახებ ვიდეო-მასალები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა გადაიღეს. შეკრებების ორგანიზატორ-წამყვანები და გამგებლობის კანდიდატები კითხვისას დაწერილ ტექსტებს თანმიმდევრულად ,,მისდევენ”.
აქციაში დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საჯარო სკოლების, უნივერსიტეტების, საბავშვო ბაღების, ბიზნესსექტორის, სამინისტროების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება განხორციელდა პროექტის "მწვანე კედელი" ფარგლებში, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) და ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის (EPD) ფინანსური ხელშეწყობით.
პროექტის მენეჯერია ნინო მეგრელიშვილი, ხოლო თანაავტორი თეა გიგუაშვილი. თე გიგუაშვილის თქმით, მას დაუკავშირდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც აცნობა, რომ მის სახლთან ახლოს ბულდოზერებით ქარსაფარ ზოლებს ჭრიან:
,,მე დამიკავშირდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ძალიან აღშფოთებული იყო იმით, რაც მის სახლთან ახლოს ხდებოდა. დავინტერესდი მაშინ, თუ რა მდგომარეობაში გვაქვს ამ მხრივ რაიონში სიტუაცია. აღმოჩნდა, რომ საერთოდ აღარ არსებობს. ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ ასეთი პროექტი განგვეხორციელებინა'' - ამბობს თეა გიგუაშვილი.
პროექტი ნინო მეგრელიშვილმა შეიმუშავა. მონაცემები შეაგროვა და დემოკრატიის სკოლაში წარადგინა. მასში დემოკრატიის სკოლის სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. იდეას შეუერთდა ქუთაისისა და თელავის დემოკრატიის სკოლებიც.

პროექტის პრეზენტაცია გასულ წელს, 2013 წლის ნოემბერში გაიმართა. ქარსაცავი ზოლების რეაბილიტაციაზე დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად ექსპერტებმა, გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის სამინისტროებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
მომხსენებლებმა - ექსპერტებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი დეტალურად ისაუბრეს ქარსაცავების თემის ირგვლივ - თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ქარსაცავის არ არსებობამ, ამჟამად რა მდგომარეობაა შიდა ქართლის რეგიონსა და მთელ საქართველოში, რა კანონმდებლობა არსებობს ამ მიმართულებით, რა ცვლილებებია განსახორციელებელი და ა.შ. სწორედ მაშინ დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯებიც.
01.08.2015 ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, გორის მერისა და საკრებულოს ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის იმპიჩმენტების საკითხის დაყენების შემდეგ ,,ქართული პარტიის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გორში გამოჩნდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ქართული პარტიის" წევრმა ლერი ლაფაჩმა განუცხადა.
08.07.2015 ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამავე ქალაქის მე-9 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას სკოლისთვის ვაჟა-ფშაველას სახელობის მინიჭების შესახებ ნებართვა მისცა.
28.04.2015 ქარელის რაიონის სოფლებში შინაურ საქონელს წითელი ფერის ჰელმონითი აღმოაჩდა, რომელიც წველადობას 20% ამცირებს. ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ტერიტორიული თემის წარმომადგენლები გააფრთხილა. დაავადების გამწვავებას საქონლის დაღუპვა მოსდევს. თემის წარმომადგენლებს მოსახლეობის დროული ინფორმირება და აცრების ჩატარების დაჩქარება დაევალა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











