23.10.2014 გორის დღეებზე საკრებულოს წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ფეხბურთი ითამაშეს. ტრენერი ამავე საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი. ქალაქ გორის საკრებულოს შემადგენლობა: პაპუნა კობერიძე, დავით რაზმაძე, ვანო ჩხიკვაძე, მერაბ მაისურაძე, ზურაბ როსებაშვილი, სოსო ფალელაშვილი
22.10.2014 კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შორენა წიქარიძემ 20 წლის მურმან მ-ს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის მტკიცებით, მურმან მ-მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების (ძარცვა) მიხედევით, 2014 წლის 18 ივნისს, ღამის პირველის თხუთმეტ წუთზე, ძალადობით და ძალადობის მუქარით, გივი ბათმანაშვილის სატრანსპორტო საშუალებას დაეუფლა. ფაქტი სვენეთისა და ბერბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
2014 წლის 20 ოქტომბრიდან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი იურისტ-კონსულტანტის მოძებნა დაჭირდება. ყოფილმა კონსულტანტმა ვანო ბალახაშვილმა კაბინეტიდან საკუთარი ნივთები უკვე წაიღო. საკრებულოს თავმჯდომარემ, კოტე თავზარაშვილმა მასთან, შრომითი ურთიერთობის შესახებ, ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი მას შემდეგ თქვა, როდესაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე 2014 წლის 11 სექტემბერს ვიდე-მასალა გავრცელდა.
21.10.2014 ნაწყვეტი ,,თრიალეთის" სიუჟეტიდან ,,ძალადობა ქალებზე"
ვიცე–პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის წარმომადგენლებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
20.10.2014. გზაჯვარედინზე მომხდარ შემთხვევის დროს სამი ავტომანქანა დაზიანდა
კასპის გარეუბანში, მიკრორაიონის დასახლებაში დარგული 3 ათასამდე ნერგი განადგურებულია. კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას გამხმარი ნერგებისგან ასუფთავებენ. ადგილობრივი ხელისუფლების და სამინისტროების წარმომადგენლების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქცია უშედეგოდ დასრულდა. მიუხედავად ამისა, 2014 წლის პირველ 6 თვეში კასპში სკვერებისა და ბაღების მოვლა პატრონობაზე 90 ათას ლარამდე უკვე დაიხარჯა.
2014 წლის 23-24 ოქტომბერს კულტურის ცენტრის ორგანიზებით გორის დღეები ჩატარდება
ხმაური იყო კასპის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე. საკრებულოს წევრებმა 2013 წლის 18 იანვრის იმ დადგენილების ამოქმედება მოითხოვეს, რომლითაც 500 ლარს, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შესასრულებლად, ყველა წევრი 2014 წლის 15 ივნისამდე იღებდა. დღეს კი ახალი საკრებულოს წევრები ამ თანხებს ვერ იღებენ. როგორც თელიანი-სასირეთის დამოუკიდებელი დეპუტატი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ფიქრობს, ამ დადგენილების შეუსრულებლობის უკან, გუბერნიის აპარატი დგას.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











