Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
მთის ფერდობი ხელს უშლის
მზის სხივებს, რომ გაათბოს დაცარიელებული სახლები. სოფელი მთის ძირში
მდებარეობს, ქარელიდან სულ რაღაც 7 კმ მანძილზე. არავინ იცის ზუსტად,
თუ რატომ ქვია მცირეკომლიან დასახლებას ,,აფნისი“. გელა გოჩაშვილმა
კი, მხოლოდ, ის იცის, რომ დიდი რუსეთის ტრამალებს ზამთრის ცივი, ხოლო
ზაფხულის გრილი სოფელი ურჩევნია.
ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც რუსეთიდან აფნისში დაბრუნდა საცხოვრებლად. იმ პერიოდში პრივატიზაცია თითქმის დამთავრებული იყო. გელას მიწის ნაკვეთები არ შეხვდა:
,,მე როცა ჩამოვედი, მიწები უკვე განაწილებული იყო. თუ რამე შევიძინე, ჩემი სახსრებით. ბიძაჩების სახლი შევისყიდე, წასულები არიან თვითონ. ჩვენი ძველი სახლი კი დაინგრა. არც მომითხოვია მიწები და არც ზედმეტი მინდა. რაც მაქვს, იმას ვუვლი.
ხაჭაპური რომ დაიჭრება და განაწილდება, ამ დროს სუფრაზე შემოსწრებულს ნარჩენი თუ შეხვდება.“ - აღნიშნავს გელა გოჩაშვილი.
აფნისში, მხოლოდ, სადღესასწაულო ან სამგლოვიარო დღეებში ბრუნდებიან.
,,გაუცივდათ გული“ - გვიყვება გელა. თან იმ სახლის ნანგრევებს გვაჩვენებს, სადაც ბავშვობა გაატარა - ძველ სახლში. აქ ათობით სახლია დანგრეული - სიძველისგან და უყურადღებობისგან. რამდენიმე სახლში ნივთებია გაყინული, 90-იან წლებში ჩარჩენილი. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ისევ დგას ძველი, კომუნისტური ტელევიზორი, კარადა, ,,ხრუსტალის“ ჭიქები.
გელა გოჩაშვილი ეკატერინბურგიდან 1992 წელს, 28 წლის ასაკში დაბრუნდა, რუს მეუღლესთან ერთად. მან სოფელი 1982 წელს დატოვა:

,,18 წლის ვიყავი, როცა წავედი რუსეთში. სკოლა დავამთავრე თუ არა, აქ პერსპექტივას ვერ ვხედავდი. თეატრალურზე მინდოდა ჩამებარებინა თბილისში, მაგრამ მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ ამას ვერ შეძლებდი. თუ ვინმე მხარში მდგომი არ გყავდა, პერსპექტივას ვერ ხედავდი. მერე სასოფლო ინსტიტუტში დავაპირე სწავლა, მაგრამ 28 ათასი მანეთი მოგვთხოვეს. ამდენის საშუალება არ გვქონდა. დედა კი, მეუბნებოდა, ისწავლე, რომ ნასწავლი ქალი გამოგყვესო. მეც ავდექი და სასწავლებლად რუსეთში წავედი. ახლა რომ 18-ის ვიყო, არ წავიდოდი რუსეთში. ახლა ცოდნა ფასობს“ - ამბობს გელა გოჩაშვილი.
გვითხრა, რომ ეკატერინბურგის ინსტიტუტში იმავე წელს ჩაირიცხა და წარმატებითაც დაამთავრა. დაამთავრა მაშინ, როდესაც უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი დაიწყო. მისი ცოდნა აღარავის ჭირდებოდა. საქართველოში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა, გაღვივდა ეთნიკური შუღლი - ქართველებსა და ოსებს შორის. გელას მშობლები საქართველოში ჰყავდა დატოვებული. აფნისი ოსური სოფელი იყო.

,,ჩემ სოფელში 1992 წელს დავბრუნდი. მშობლებს უკვე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ. ხალხი რომ აქედან მიდიოდა, მე იქიდან მოვდიოდი. ეს ოსური სოფელი იყო. მამით ქართველი ვარ, მაგრამ დედით - ოსი. ენა ოსურად ავიდგი, ოსების გარემოცვაში ვიზრდებოდი. ქარელში დავდიოდით სკოლაში, თანაც ფეხით. სკოლაში ,,ოს გელას“ მეძახდნენ. აქცენტი დღემდე გამომყვა. ახლა რაც უნდა კარგი ცხოვრება მქონდეს, მაინც ის პერიოდი მირჩევნია. იყო სიყვარული, სითბო, გვასწავლიდნენ ერთმანეთის პატივისცემას, სამშობლოს სიყვარულს. ახლა ისღა დამრჩენია, ჩემი მშობლებივით დაველოდო იმ დღეს, როდის ამიყვანენ გოლგოთაზე და დამასაფლავებენ.“ - ამბობს ბატონი გელა.
სასაფლაოს ტერიტორიას აქ ,,გოლგოთას მთას“ უწოდებენ. სოფლის განაპირას, ხევის გაღმა მდებარეობს, შემაღლებულ ადგილზე.
ქარელის მერიამ გასულ წელს მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო, თუმცა ეს სულაც არ აღმოჩნდა სოფლისთვის. კომპანიამ ახალი ასფალტი მხოლოდ ქალაქ ქარელის სასაფლაომდე დააგო. დანარჩენი ნაწილი, თითქმის 5 კმ ისევ მოსაწესრიგებელია.
სოფლის გასაჭირის შესახებ ვალოდია და დალი მაჭავარიანი გვესაუბრნენ. ისინი 10 წელზე მეტია აფნისში დასახლდნენ. შეიძინეს საცხოვრებელი სახლი და ერთად აგრძელებენ ცხოვრებას:
,,თითქოს ახლოა ქარელი, მაგრამ თოვლისა და წვიმის დროს ძალიან გაუსაძლისია მგზავრობა. ტრანსპორტი საერთოდ არ დადის. გვიწევს ტაქსით მგზავრობა. ერთი მიმართულებით წასვლა 4 ლარი ღირს. არის კიდევ წყლის პრობლემა. წყაროებიდან გამოიყვანეს მილები, მაგრამ არ გაამართლა. ზოგჯერ დებეტი ნაკლებია. ახლა კი, სიცივის გამო, გაყინულია მილები“ - ამბობს დალი მაჭავარიანი.
სოფელში არ არის სკოლა, საბავშვო ბაღი, მაღაზია. ერთადერთი ოჯახი, სადაც მოზარდი ცხოვრობს, წარმოშობით გორიდან არიან. ოჯახის დიასახლისმა გვითხრა, რომ მისი შვილი ქარელის სკოლაში სწავლობს.
,,მანქანა ემსახურება და ეს ძალიან დიდი შეღავათია. ახლა გორშია წასული ჩემი შვილი. ჩვენ ადრე გორში ვცხოვრობდით და აქ შევიძინეთ სახლი. სოფლის მეურნეობას მივყეთ ხელი“ - გვითხრეს ოჯახის წევრებმა. ინტერვიუს მოცემაზე უარი განაცხადეს.

ერთ-ერთ უბანში მარტოხელა ქალი ცხოვრობს. ეროვნებით ოსია. ვცადეთ გასაუბრება, მეზობლებიც დავიხმარეთ მასთან სასაუბროდ, თუმცა კატეგორიული უარი გვითხრა ინტერვიუზე: ,,ჩემი ერთადერთი ნატვრაა, რომ დამიბრუნდნენ ჩემი ოჯახის წევრები“ - გამოგვძახა ქალბატონმა ანეტამ ეზოდან და სახლში შევიდა.
,,წლებია უკვე მარტო ცხოვრობს. სამეზობლოში ურთიერთობასაც ერიდება. მისი ოჯახის წევრები, შვილები წასულები არიან რუსეთში. აქ თითქმის აღარც ჩამოდიან.“ - გვითხრა მეზობელმა.
დაბრუნება აფნისში - ,,გზა მხოლოდ რუსეთისკენ გვქონდა"

აფნისის
გასაჭირი

ანეტა
დეიდას მონატრება

ერთ-ერთ უბანში მარტოხელა ქალი ცხოვრობს. ეროვნებით ოსია. ვცადეთ გასაუბრება, მეზობლებიც დავიხმარეთ მასთან სასაუბროდ, თუმცა კატეგორიული უარი გვითხრა ინტერვიუზე: ,,ჩემი ერთადერთი ნატვრაა, რომ დამიბრუნდნენ ჩემი ოჯახის წევრები“ - გამოგვძახა ქალბატონმა ანეტამ ეზოდან და სახლში შევიდა.
,,წლებია უკვე მარტო ცხოვრობს. სამეზობლოში ურთიერთობასაც ერიდება. მისი ოჯახის წევრები, შვილები წასულები არიან რუსეთში. აქ თითქმის აღარც ჩამოდიან.“ - გვითხრა მეზობელმა.
Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани