Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ნინა მელითაური - ახალგორიდან
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის
უშიშროების კომიტეტის მიერ გაცემულ ,,საშვს“ ვადა 2019 წლის 5
დეკემბერს გაუვიდა. ამ საშვით ის და მისი შვილი მშობლიურ სოფელ
ქენქათში (ახალგორის რაიონი) შესვლას ახერხებდნენ, თუმცა ახლა ეს
შეუძლებელია.

მას შემდეგ, რაც ახალგორის გზა ჩაიკეტა, 70-წლის ნინა მელითაური მშობლიურ სახლში ვეღარ მიდის. 6 თვის განმავლობაში გზა მხოლოდ 2020 წლის იანვარში გაიხსნა, თანაც იმ პენსიონერებისთვის, რომელთაც მხოლოდ საქართველოს პასპორტი აქვთ.
,,ჩემი ძმა და რძალი ლარგვისში ცხოვრობენ. ბებრები არიან, იქ სხვა არავინაა დარჩენილი. ცოტა ხნის წინ, 10 დღით იყო გამოსულები. მისცეს ნებართვა და გამოუშვეს, შემდეგ უკან დაბრუნდნენ. მე აქედან გავაგზავნე საბუთები ნებართვის ასაღებად, მაგრამ ჯერ არ ჩანს პასუხი. ისიც არ ვიცი, მომცემენ თუ არა საშვს‘’- ამბობს ნინო მელითაური.
იგი, ამჟამად, წეროვანის დასახლებაში ცხოვრობს. ამბობს, რომ აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ, 11 წლის განმავლობაში, კოტეჯში ცხოვრებას ვერ შეეუგუა:
,,ეს რა კედლებია? ხელი რომ მიარტყა, ხმა გარეთ გადის. ესეც ჩემ გამო მიაშენა ჩემმა ბიჭმა. ერთადერთი რაც მენატრება ჩემი სახლია, თორემ იქ სულ შრომაში და წვალებაში ვიყავი“ - ამბობს ნინა მელითაური.
2008 წლის აგვისტოს ომის მიუხედავად, ახალგორის რაიონი 2010 წლამდე არ მიუტოვებია.
,,ომის დროს სოფელში მე და ჩემი მეუღლე დავრჩით. თითქმის ორი წელი გავჩერდით. ჩემ ქმარს წნევა ჰქონდა, თირკმელაც აწუხებდა. ხშირად გვჭირდებოდა სასწრაფო დახმარების მანქანა. ცუდად რომ გახდებოდა, საგუშაგომდე სასწრაფოს მანქანას მოვყავდით. მერე აქეთ ჩვენს სასწრაფოს გამოვყავით. ბოლოს, იქ მითხრეს - კარგით, რა დავიღალეთ, რამდენჯერ უნდა გამოგვიძახოთო. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ დაგვეტოვებინა სოფელი ქენქათი. ჩემი მეუღლე 3 წლის წინ აქ გარდაიცვალა“ - გვიყვება ნინო მელითაური.
2016 წელს აღებული საშვის ვადა 2019 წელს იწურებოდა. მანამდე, დრო და დრო, განსაკუთრებით შემოდგომით, მიდიოდნენ ქენქათში:
,,იქ კაკლები გვიდგია. ბევრი ძირია. ვბერტყავთ ხოლმე და გამოგვაქვს. ბოლოს რომ შევედით, რაც შევძელით წამოვიღეთ, მერე ვეღარ შევბრუნდით უკან“ - ამბობს ნინა მელითაური.
24 იანვრიდან ახალგორის რაიონიდან იმ პენსიონერებს მისცეს წეროვანში წასვლის უფლება, რომლებსაც მხოლოდ საქართველოს პასპორტი აქვს. ახალგორის რაიონის ლეგიტიმური გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებდა, რომ ასეთი ადამიანების რაოდენობა 26-ი იყო. საერთო ჯამში, მისივე ინფორმაციით, ე.წ. 10-დღიანი საშვის აღება 60-ზე მეტ პენსიონერს სურდა:
,,მათ 10 დღის ვადა მისცეს იმისათვის, რომ გადმოვიდნენ ჩვენს კონტროლირებულ ტერიტორიაზე, მოინახულონ ოჯახის წევრები, აიღონ პენსია, იყიდონ პროდუქტი და შემდეგ ისევ დაბრუნდნენ ახალგორში. ვერ გეტყვით, ზუსტად რამდენ ადამიანს მისცემენ ამის უფლებას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ისინი ადგილობრივი უშიშროების ნებართვის გარეშე ვერ გადმოდიან წეროვანში" - განუმარტა ჟურნალისტებს თინიკაშვილმა.
ახალგორის რაიონი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაქვემდებარებაში შედის და მას რუსეთის სამხედროები აკონტროლობენ.
გამყოფ ხაზთან, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან (რაზდახანთან) ერთადერთი საგუშაგოა, რომლითაც ადგილობრივ მცხოვრებლებს, განსაკუთრებით, ეთნიკურ ქართველებს თბილისთან მიმოსვლის საშუალება აქვთ. ეს საგუშაგო, 2019 წლის 30 აგვისტოს შემდეგ, ჩაიკეტა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, საგუშაგოს დაკეტვა უკავშირდება ჩორჩანაში ქართული პოლიციის ბლოკპოსტის მოწყობას. ცხინვალში აცხადებენ, რომ ბლოკპოსტი ოსურ სოფელ წნელისთან (უისტა) უკანონოდ ააშენეს, რადგან ეს ტერიტორია ზნაურის რაიონს ეკუთვნის.
თბილისის ჩორჩანა-წნელისს შორის მოწყობილ ბლოკპოსტის აღებას არ აპირებს. სანაცვლოდ, დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა, რუსი სამხედროების დახმრებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის მიმართულებით მდებარე მთის მწვერვალი დაიკავეს.

რა ხდება ახალგორში

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани