რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დაბრუნება ტანას ხეობაში

ნანა მაყიშვილს სურდა, რომ თბილისში, დაახლოებით კიდევ 5 წელი ეცხოვრა და შემდეგ დაბრუნებულიყო სოფელში, თუმცა, ქალაქი აღარ ისურვა მისმა მეუღლემ, რობიზონ მაყიშვილმა. გასულ წელს, პანდემიის პერიოდში, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სოფლის სახლი წესრიგში მოეყვანა და დამკვიდრებულიყო.

პანდემიის პერიოდში, შვილიშვილებიც სოფელში ცხოვრობდნენ, აქედან ესწრებოდნენ ონლაინ გაკვეთილებს. მთელმა ოჯახმა დიდი რესურსი ჩადო იმაში, რომ სახლში საყოფაცხოვრებო პირობები მოეგვარებინათ: დენი, წყალი, ქურა, თხედავი გაზი და ა.შ.

ამიტომ, წელიწადზე მეტია, რობიზონი და ნანა ტანას ხეობაში, სოფელ ქვემო ორმოცში მუდმივად ცხოვრობენ. ჩვენს კითხვაზე, არ ფიქრობდა, რომ ოდესმე რობიზონი დაბრუნდებოდა სოფელში? დიასახლისმა გვიპასუხა:


რობიზონ და ნანა მაყიშვილების სახლი

,,არ მეგონა, რომ ასე მალე დავბრუნდებოდით სოფელში. ვფიქრობდი, რომ სადღაც კიდევ 5 წლის შემდეგ დადგებოდა ეს მომენტი. აქ რომ დავბრუნდებოდით, რა თქმა უნდა, ვიცოდი, ყოველთვის ვფიქრობდი, იმიტომ, რომ რობიზონი ისეთი ადამიანია, თავისი სოფლის გარეშე ვერ გაძლებდა და ცხოვრების ბოლო წლებს აქ გაატარებდა"" - ამბობს ნანა მაყიშვილი.

დიასახლისი ქალაქში დატოვებულ შვილებზე ფიქრობს, რომლებიც ოჯახებს უკვე მშობლებისგან დამოუკიდებლად უძღვებიან:

,,მე აქედან ვერაფრით ვეხმარები. იქ როცა ვიყავი, რაღაცას ვმუშაობდი, ვეხმარებოდი შვილებს. ახლაც რომ წამიყვანა თბილისში, ისევ ვიმუშავებ, მაგრამ არ გამოდის. რობიზონს აქ ყოფნა უნდა"" - ამბობს ნანა.

ამ საუბარს თვით რობიზონ მაყიშვილიც ისმენდა და მის საუბარში იგრძნობოდა ის სიხარული, რომ საბოლოოდ დაუბრუნდა სოფელს, რომელიც ფაქტობრივად, 16 წლის ასაკში მიატოვა.


ფოტოზე: რობიზონ მაყიშვილი

,,ბოლოს დედაჩემი ცხოვრობდა აქ. მის გამო ჩამოვდიოდი ხოლმე და რაც შემეძლო, ყურადღებას ვაქცევდი. როცა გარდაიცვალა, სახლს ნაკლებად ვაქცევდით ყურადღებას, ინგრეოდა და იშლებოდა კედლები. ახლა ხომ ხედავთ, როგორც ვცდილობ სახლის გამაგრებას, ეზოც მოვაწესრიგეთ, ბაღიც დავამუშავე. სულ ყამირი იყო. საქონელიც უნდა მოვიშინაურო. სოფელში თუ საქონელი არ გყავს, არ გამოვა არაფერი"" - გვიყვება სოფელი.

რობიზონი სოფლის სალოცავთან შეგვხვდა. ერთ-ერთ ვიწრო ორღობეში ვცდილობდით გაღწევას, ბეტონის გზა იყო დაგებული და ვიფიქრეთ, სწორედ ამ უბანში იქნებოდნენ მცხოვრებლები.

გზად რამდენიმე მიტოვებულ სახლს ჩავუარეთ, ვნახეთ ასევე კეთილმოწყობილი სააგარაკე სახლი, რომელსაც უშველებელი გალავანი ჰქონდა შემორტყმული.

,,მუდმივად აქ ოთხი ოჯახი თუ ცხოვრობს, დანარჩენი აგარაკებია, მათგან ზოგს ახალი მეპატრონეები ჰყავს. გვიმართლებს, რომ ძალიან კარგი ხალხი იწყებს ცხოვრებას, თუმცა ისინი სეზონურად ჩამოდიან ხოლმე" - გვიყვება გზადაგზა სოფლის მეგზური.


ფოტოზე: რობიზონ მაყიშვილი იმ ტერიტორიაზე, სადაც მისი წინაპრები მიწებს ამუშავებდნენ

ფერდობზე რომ ავედით, რობიზონმა გვითხრა, რომ მის ბავშვობაში ტყე ასე ახლოს არ იყო:

,,ახლა, რომ გახედოთ, მინდვრები სულ გატყევებულია. ასე, სად იყო მაშინ? ამუშავებდნენ მიწებს, მოჰყავდათ მოსავალი. ახლა, ხალხი აღარაა და აღარც მუშავდება" - ამბობს რობიზონ მაყიშვილი.

ერთ-ერთმა სახლმა მიიქცია ყურადღება, რომელიც არ იყო ძველი აშენებული, თუმცა მხოლოდ კონსტრუქციებიღა იყო შემონახული:

,,ეგ სახლი ახალი აშენებული იყო, მაგრამ როცა წავიდნენ მაგ სახლის პატრონები, სულ გაიძარცვა, მოდიოდნენ და მიჰქონდათ საშენი მასალები. ბევრი წავიდა აქედან""

,,-სად?"

ამ კითხვას, როგორც სხვა მსგავს სოფლებში, აქაც მცირედი პაუზა მოყვა:


ფოტოზე: მიტოვებული სახლი

,,მე მაგალითად თბილისში… სხვები ზოგი სად, ზოგი სად.""

,,-ვლადიკავკაზში?""

,,კი, მაგრამ ჩამოდიან ხოლმე, დღესასწაულებზე, ბევრი დღესაც ცოცხალია, ბევრი დაიღუპა. ვერ გაუძლეს ნესტიან ჰაერს. მე მაგალითად, თბილისი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, მეც იქ წავიდოდი""

,,თბილისმა როგორ გადაგარჩინათ?""

,,16 წლიდან ვმუშაობდი, ხან გორში, მერე თბილისში. ცოლი რომ მოვიყვანე, აგურის ქარხანაში დავიწყე მუშაობა. არეულობა რომ დაიწყო, ჯერ კიდევ ბინა არ მქონდა, აძლევდნენ ხოლმე ბინებს, მაგრამ მე არ მომცეს. შემოვრჩი ავჭალაში, საერთო საცხოვრებელში. იქ გავზარდე ჩემი შვილები.""

ყველაზე მეტად, რაც დღეს სოფელში დაბრუნებულ კაცს სჭირდება, სასოფლო ტექნიკაა, რაც ქვემო ორმოცში ნაკლებად აქვთ. რობიზონი ფიქრობს, რომ თუ ამ კუთხით ხელშეწყობა იქნება, უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს.

ამავე სოფლიდანაა კიდევ ერთი ადამიანი, თამაზ მაყაშვილი, რომელმაც მამისეული სახლი აღადგინა და საოჯახო სასტუმროდ გადააკეთა. ეს იდეა გასულ წელს დაებადა და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო კიდეც სასტუმროს მოწყობა.

თამაზის სახლი რობიზონის პარალელურ ქუჩაზე მდებარეობს. სოფელში ჩვენი სტუმრობის დროს, ეზოში გორელი საზოგადო მოღვაწის, ავთო გოჩაშვილის საიუბილეო საღამო იმართებოდა.


ფოტოზე: თამაზ მაყაშვილის საოჯახო სასტუმროს ეზო

თამაზ მაყიშვილი ოჯახთან ერთად გორში ცხოვრობს, მაგრამ ამბობს, რომ როცა სოფელში ჩამოდის, სულიერად ისვენებს:

,,ასე იყო, სხვათა შორის, მამაჩემიც. სულ აქ უნდოდა ყოფნა. პაპაჩემი კი სოფელ ბალვანში ცხოვრობდა. ძალიან შორს, ამ მთებს იქით. ახლა იქ მხოლოდ საფლავებია დარჩენილი. მეც იმდენად მიყვარს აქაურობა, რომ ცოტა ხნის წინ, ბალვანში ჩემი შვილებიც წავიყვანე."" - ამბობს თამაზი.


ფოტოზე: თამაზ მაყაშვილი და მისი მეუღლე, ია ბჟალავა საიუბილეო საღამოს მასპინძლობენ

თამაზი ახალგაზრდობიდანვე აქტიურ ცხოვრებას ეწევა, გორის უნივერსიტეტის ანსამბლის წევრი იყო, ასევე მღერის ვაჟთა გუნდში - ,,გორი"". 90-იან წლებში იყო ედპ-ს წევრი, დღეს ჩამოყალიბებული აქვს გორის დარბაზი, სადაც ქალაქის საჭირბოროტო საკითხებს იხილავენ. მისი მეუღლე, ია ბჟალავა გორის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგია. ასეთი, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ისინი ახერხებენ ქვემო ორმოცში ახალი საქმიანობის წამოწყებას:



ფოტოზე: თამაზ მაყიშვილის საოჯახო სასტუმრო

,,ნახავდით, რომ გზა კეთდება. იმედია, მალე დასრულდება და ეს ძალიან დიდი შეღავათი იქნება აქ მცხოვრებლებისთვის. ჩემი მიზანი ისაა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა აქ მოსვლის. არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მთის სოფლებს. მეტი შესაძლებლობა იყოს დაფინანსების. დღეს ჩვენი გუნდის წევრის იუბილეა და მაგალითად განათებები სხვებისგან ვიქირავე."" - ამბობს თამაზ მაყაშვილი.

მართლაც. ეს ხეობა ყოველ ზაფხულს ბევრი ადამიანისთვის დასასვენებელი ადგილია. ქირაობენ სახლებს ოჯახებით, შაბათ-კვირას კი, პიკნიკებს აწყობენ. მდინარე ტანის გასწვრივ უამრავი ფაცხებია მოწყობილი. თამაზის სურვილია, რომ პაპისეული სოფელიც ისეთივე ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის, როგორც ქვემო ორმოცი. იგი შეგვპირდა, რომ სოფელ ბალვანშიც გვიმასპინძლებს.

დავტოვეთ სოფელი ქვემო ორმოცი, სადაც ბევრჯერ გაგვივლია, მაგრამ აქ მცხოვრებლები ასე ახლოს არასდროს გაგვიცვნია. არ დაგვავიწყდება რობიზონ მაყიშვილის ნაამბობი - ერთი ოჯახის ამბავი, რომლებმაც 1990-იან წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს სახლი მიატოვეს. სახლის გაყიდვა მოუსწრიათ და ვლადიკავკაზის, ჩრდილოეთ ოსეთის გზას დასდგომიან, მაგრამ ისეთი მცირე თანხა, კუპონები მიუციათ, რომ ეს თანხა მგზავრობაშიც არ ეყოთ.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.