კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
რუისის ტრაგედია - ერთ ღამეში ლაშეწყალთან დახვრეტილი ფანიაშვილები და 1 გადარჩენილი ბავშვი
,,- ორი ბავშვი თივის ზვინში შეძვრა, გამორეკეთ,“ - ღრიალებს ვახშამა. ბოლშევიკმა გვარდიელება თივის ზვინებს ცეცხლი წაუკიდეს. ბიჭები შეეცადნენ გამოძრომას, თავები გამოყეს და ყვირილი დაიწყეს. ვახშამამ ორი გასროლით, ორივე ჩაჰკლა. გამწარებული დედა, რომელსაც ძუძუმწოვარა ბავშვი ჰყავდა ატაცებული, თივის ზვინისკენ გაიჭრა. ერთ-ერთმა გვარდიელმა ქალს გულიდან მოჰგლიჯა პატარა და აგიზგიზებულ ცეცხლში შეისროლა. დედას კი, ხელები თმებში ჩაბღუჯა, თავი ააწევინა
და აყურებინა, როგორ იხრუკებოდა პატარა.

- ცეცხლი! - აყვირდა ვახშამა. მეორე ზალპის შემდეგ ფეხზე აღარავინ იდგა. დაჭრილმა ბავშვებმა თავი კვნესით გასცეს.

- დააჩუმეთ! - ბრძანა მეთაურმა. გვარდიელებმა მოცელილები ხიშტებითა და ხანჯლებით სათითაოდ ასჩეხეს. მერე გლეხები გამორეკეს ორმოს ამოსათხრელად“ (ამონაწერი ნინო მარჯანიძის სტატიიდან ,,რუისის ტრაგედია“)



ცოტა ხნის წინ, რუისის საჯარო სკოლის პედაგოგის ბლოგზე ვნახეთ ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ მე-9 კლასის მოსწავლეებს პიანისტ მედეა ფანიაშვილის შემოქმედებასა და მოღვაწერობას გააცნობდნენ. იქვე აღნიშნულია, რომ მოსწავლეებს სოფლის განაპირას ლაშეწყალთან მიიყვანდნენ და მემორიალს ყვავილებით შეამკობდნენ. ეს ის ადგილია, სადაც 93 წლის წინ, ფანიაშვილების გვარის წარმომადგენლები, ბავშვები და ქალები დახვრიტეს. მიწაში დაფლულ გვამებს შორის ერთადერთი ბავშვი გადარჩა ცოცხალი. ეს ბავშვი საქართველოს დამსახურებული არტისტის მედეა ფანიაშვილის მამა იყო.

ტრაგიკული ამბავი 1924 წელს მოხდა. ბოლშევიკების წინააღმდეგ გამართული აჯანყება ჩახშობილი იყო. ,,წითელი“ მთავრობა ქვეყნის მასშტაბით, თავად-აზნაურებისა და მათი ოჯახის წევრების რეპრესიებს შეუდგა. ერთ-ერთ ყველაზე მწარე ღამე რუისელ ფანიაშვილებს დაუდგათ.

გადარჩენილი ზურაბ ფანიაშვილის მონათხრობი სოფლის მკვიდრმა, ლადო ბუზიაშვილმა შემოინახა. ის ათიოდე წლის წინ, სოფლის ხელმძღვანელიც იყო და რუისის ისტორიის შესახებ წიგნიც დაწერა.

ამ წიგნშია შესული გადარჩენილი ზურაბ ფანიაშვილის მონათხრობიც:


"
დავიბადე 1913 წელს სოფელ რუისში. მონათლული ვარ ურბნისის საკათედრო ტაძარში, ჩემი მშობლები _ მამა ბაადურ ფანიაშვილი და დედა ანიკო იშხნელი, ჩემი სამი დედმამიშვილი და მე ვცხოვრობდით ჩვეულებრივი ცხოვრებით, შევხაროდით სიცოცხლეს, ვიზრდებოდით ქრისტიანულად, მართლმადიდებელი რწმენით, რაშიც ჩემი ბიძა, დეიდაჩემის მეუღლე, რუისის საკათედრო ტაძარში მოღვაწე მღვდელი დავით სალარიძე გვეხმარებოდა".

ერთხელ სოფელზე თვითმფრინავმა გადმოიფრინა და პროკლამაციები გადმოყარა, სადაც ეწერა, "რკინის ცოცხით აჰგავეთ თავად-აზნაურებიო". ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენს საგვარეულო ეკლესიაში, რომელიც ღვთისმშობლის სახელობისაა. მამა დავითმა დაგვამშვიდა და დაგვაიმედა, რომ გონიერება გაიმარჯვებდა. თანაც იმედი გვქონდა ჩვენი გლეხობისა, რადგანაც გაჭირვების ჟამს ყოველთვის მხარში ვედექით და გვეგონა, არც ისინი მიგვატოვებდნენ, მაგრამ გადარეულ ბრბოს წინ ვერავინ დაუდგა"...
მათ ყაჩაღი, ვინმე ვახშამა მეთაურობდა. ბოლშევიკებს შემოურიგებიათ და მისთვის საგანგებო დამსჯელი რაზმის მეთაურობა დაუვალებიათ. მასაც გარს შემოუკრებია სხვადასხვა ეროვნების თავისნაირი ავაზაკები, რომელთაც სისასტიკით მთელ მაზრაში გაითქვეს სახელი.



"მღვდელი სალარიძე გამოგვესარჩლა, მაგრამ ვერც მან შეაჩერა კაციჭამიები. წაგვიყვანეს... ჯერ თითქოსდა ურბნისის ტაძარში უნდა შევეკრიბეთ, შემდგომ გადაიფიქრეს და გორისკენ წაგვიყვანეს. გზაში მრავალჯერ შეგვაჩერეს, გვთვლიდნენ; როგორც შემდეგ გაირკვა, დაღამებას ელოდნენ. მიგვიყვანეს ერთ ხევთან, სადაც პატარა ნაკადული მოედინებოდა... ჩაგვამწკრივეს. უფროსებმა უმცროსები უკან მოგვაქციეს. ვახშამამ რაღაც უჩურჩულა გვარდიელებს. იმწამსვე მოგვცვივდნენ და წინ დაგვაყენეს. დედებმა ტირილი ატეხეს: ჯერ ჩვენ დაგვხოცეთ, ჩვენი შვილების სიკვდილს ნუ გვაყურებინებთო, მაგრამ სულგაყიდულებს სინდისის ძაფი გაწყვეტილი ჰქონდათ. მეთაურის ნიშანზე მოცელილებივით დავეცით. გასროლისას ჩვენთან სტუმრად მყოფი მამიდა თინათინი გადამეფარა და მის ტანში გავლილი ტყვია მე მომხვდა. თითქმის ყველა უსულოდ ეყარა მიწაზე, შემდეგ მეორე, მესამე გასროლა და ფეხზე აღარავინ იდგა. ვახშამამ ბრძანა, შეემოწმებინათ, რომ ცოცხალი არავინ დარჩენილიყო. გვარდიელებმა არ დააყოვნეს და დაგვესივნენ ხანჯლებით, ხიშტებით. ოცდასამი ჭრილობა მივიღე, აქედან ხუთი _ თავზე (ყელზეც ეტყობა ნაჭრილობევი-ლ.ბ) შემდეგ ჩაგვყარეს ხევში და მიწა მოგვაყარეს.

მოხდა სასწაული: იმ 96 დამარხულს შორის მე გადავრჩი და ერთი ქალბატონი. თითქოსდა ცხადად ვხედავდი, იმ სამი დღის განმავლობაში, სანამ დამარხული ვიყავი, როგორ იბრძოდნენ ეშმა და ანგელოზები, ერთნი _ ჩემს დასაღუპავად, მეორენი კი გადასარჩენად. ანელოზები შთამაგონებდნენ გავმაგრებულიყავი. თრითინამ (დედოფალამ) გატეხილი თავიდან სახეზე ჩამოსული სისხლი მომწმინდა, ჩემი პირიდან მიწის პირამდე ხვრელი გაიყვანა, რათა მესუნთქა. ანგელოზები მანუგეშებდნენ და მაძალებდნენ, მეყვირა, მაგრამ მე ყვირილი არ შემეძლო და ვდუმდი.

გამომეცხადა ქალი, რომელიც ჩემს გადაცვლილ დედას მივამსგავსე. ის მანუგეშებდა და მთხოვდა, მეხმაურა, რათა ზემოთ გაეგოთ ჩემი არსებობა"... იმ ტრაგედიის ადგილას თურმე ხალხი მიდიოდა, ტიროდნენ, ყვავილებს აწყობდნენ. ამ დროს მიწიდან ხმა მოესმათ. "არიქა, ჩქარა, მგონი, ცოცხლები არიანო", - წერს ლადო ბუზიაშვილი.

მიწა სასწრაფოდ გაუთხრიათ, მაგრამ ცოცხალი მხოლოდ პატარა ზურაბი ყოფილა. ბიჭი გორში გადაიყვანეს. ბიძამისმა, სიკო იშხნელმა, სამხედრო ექიმმა, ბავშვი ჰოსპიტალში დააწვინა. ოპერაცია პარიზიდან თბილისში იმ დროს ჩამოსულ ექიმმა გაუკეთა.
ზურაბ ფანიაშვილი გადარჩა, გაიზარდა, ოჯახი შექმნა.





ფანიაშვილების ტრაგედიის ადგილას რუის-ურბნისის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით აღმართეს ჯვარი, სოფლის მკვიდრმა გია გიორგაძემ კი მემორიალი.

შემდგომში ზურაბ ფანიაშვილი იყო ცენტროლიტის გენერალური დირექტორი, კადრის პოლკოვნიკი. მისი შვილი, ღირსეული ქართველი მედეა ფანიაშვილი იყო ცნობილი პიანისტი, საქარტველოს დამსახურებული არტისტი, საზოგადო მოღვაწე. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სამუსიკო პედაგოგიურ ინსტიტუტს.

,,ეს ისტორია არის ჩვენი თანასოფლელების ცოდვა, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო. შეცდომა, რომელიც შეეშალათ მამებს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ გამოასწორებენ შვილები და მომავალში ავაშენებთ უფრო ნათელ და დიდებულ მომავალს ჩვენი მომავალი თაობისთვის.“ - წერს რუისის საჯარო სკოლის პედაგოგი ეკა მღებრიშვილი.



ფანიაშვილების საგვარეულო ეკლესია

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
ტრადიციულად დაიტბორა ტინისხიდის შესასვლელი,
ტრადიციულად დაიტბორა ტინისხიდის შესასვლელი,
22:05 / 10.07.2020
მას ახლა იმის მტკიცება უწევს, ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა ამ
სახლში.

მას ახლა იმის მტკიცება უწევს, ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა ამ სახლში.

20:04 / 10.07.2020
თანხა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრატრუქტურის
სამინისტრომ გამოყო.
თანხა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრატრუქტურის სამინისტრომ გამოყო.
18:40 / 10.07.2020
,,ლელო საქართველოს
,,ლელო საქართველოს" წევრებმა გორში ბრიფინგი გამართეს.
16:53 / 10.07.2020
ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევში დაიბადა და მისსავე
აღდგენილ ეკლესიის ეზოშია დაკრძალული
ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევში დაიბადა და მისსავე აღდგენილ ეკლესიის ეზოშია დაკრძალული
16:42 / 10.07.2020
ვიდეორეპორტაჟი
ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევში დაიბადა და მისსავე აღდგენილ ეკლესიის ეზოშია დაკრძალული
,,ვითომ ეს თანხა ჩვენთვის დახარჯეს, სინამდვილეში კი რისთვისაც დაიხარჯა, ფაქტი სახეზეა"
- სახლს ხომ არავინ ყიდის, სააგარაკედ გვინდა? - იკითხა სტუმარმა.
,,იქ ახლა: ჩემი ძმა, რძალი და მათი შვილები ცხოვრობენ. ჩემი დებიც იქით დარჩნენ...
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ქურთიდან ,,გადმოტანილი" ყვავილების ბაღი
ნელი იხსენებს, რომ სოფელშიც დიდი ყვავილების ბაღი ჰქონდა და მათ სანახავად ბევრი ადამიანი მიდიოდა სხვადასხვა სოფლებიდან.
,,ხელისუფლებას ძამას ხეობა მთლიანად საპატრიარქოსთვის უნდა გადაეცა" - მეუფე იობი
იგი განმარტავს, რომ კერძო პირის სახელზე დარეგისტრირებული მიწების მიუხედავად,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.