რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
,,როგორ აღმოჩნდა მამაჩემი მაგ მანქანაზე?" - დაშავებული მამაკაცის შვილი გამოძიებას ითხოვს
მამაკაცი, რომელიც დღეს გორში მანქანიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა, 40 წელია გორის დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ამის შესახებ მისმა შვილმა, რაფიკ რამაზოღლიმ განაცხადა.

მას კითხვები აქვს ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" ხელმძღვანელობასთან. 

,,მამაჩემი თავის დღეში სულ დასუფთავებაში მუშაობდა. 40 წელია თითქმის მუშაობს. რატომ დაავალეს ის საქმე, რომელიც მას არ ეხებოდა?" - აცხადებს რაფიკ რამაზოღლი. ისინი სოფელ თედოწმინდადან არიან.

57-წლის მამაკაცი, ნუგზარ რამაზოღლი დღეს სატვირთო მანქანიდან (,,ზილი") გადმოვარდა. ის ძარაზე იჯდა და ბანერი ეკავა. მძღოლის თქმით, ძარაზე, რამაზოღლისთან ერთად, სხვა არავინ იმყოფებოდა.

ავტომანქანა მდინარე მეჯუდის სანაპიროზე მოძრაობდა. შემთხვევის შემდეგ, დაშავებული მამაკაცი ,,გორმედის" კლინიკაში გადაიყვანეს.

,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. იგი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მიმდინარეობს შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები. პარალელურად უტარდება კვლევებიც. ცნობიერება კვლავ გათიშულია. მძიმე ფაქტთან გვაქვს საქმე", - განაცხდა ექიმმა დავით გასიტაშვილმა.

იხ. ამავე თემაზე:

გორში მუშა მანქანიდან გადმოვარდა

გორში დაშავებული მუშა რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ
პათოლოგიას აერთიანებს.

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

17:14 / 10.07.2025
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
13:27 / 10.07.2025
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო პროდუქტი
13:58 / 09.07.2025
დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

14:07 / 04.07.2025
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი
და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ
ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

13:26 / 04.07.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.