,,ეს იყო ადრენალინიც და შიშიც. ყველაფერი ერთად ძალიან მაგარი იყო’’ - ამბობს რეზო გორგაძე.
32-წლის რეზო გორგაძე, ამჟამად, გორის კოლეჯ ,,განთიადის“ სადურგლოში ახალ პროფესიას ეუფლება. თავდაპირველად, ბუღალტრული კურსები გაიარა, შემდეგ კი, მეორე პროფესიით დაინტერესდა. ხისგან შექმნილი აქვს სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები.
,,სამსახურის პარალელურად ვსწავლობ პროფესიულ კოლეში. წარმოშობით ოზურგეთიდან ვარ და სულ გორში მიწევს ყოფნა. გადავწყვიტე სახლში ჯდომას, მოვსულიყავი და მესწავლა ავეჯის აწყობა, გემაკეთებინა ხელნაკეთი ნივთები. ვეუფლები სადურგლო პროფესიას. ბავშვობაშიც მაინტერესებდა ხეზე მუშაობა. შარშან შევისწავლე ბუღალტერია, მოკლევადიანი კურსი იყო. შემდეგ დავინტერესდი სადურგლო პროფესიით, გავიკითხე და მომასწავლეს კოლეჯი ,,განთიადი“. - ამბობს რეზო გორგაძე.
ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სამსახურში მსახურობდა. 2010 წლის დეკემბერში ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულები დროს, ნაღმზე აფეთქდა და ქვედა კიდურები დაკარგა.
ღონისძიება ახალგაზრდული მედია კავშირის ორგანიზებით და გორისა და რუსთავის მერიების თანადაფინანსებით გაიმართა, როგორც გორის მერიაში qartli.ge-ს უთხრეს მსგავსი პროექტები ჩატრადა გასულ წელსაც და მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ.
შშმ პირების მხარდამჭერი აქტივობები უკვე ჩატარდა ჯომარდობასა და მშვილდოსნობაში.

გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები