ხვალ 13 სექტემბერს, ერგნეთში, მეოთხე ტექნიკურ შეხვედრაზე სწორედ ამ საგუშაგოების შესახებ ისაუბრებენ. ორგანიზაცია ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა ახალი სიმაღლეები დაიკავეს.
მისივე განცხადებით, თუ რუსებმა გზის გაყვანა გააგრძელეს, საფრთხეში ჩორჩანა-წნელისის საგუშაგომდე მისასვლელ გზა აღმოჩნდება.
„ოკუპაცია გრძელდება, ოკუპანტები მოიწევენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ვფიქრობ, მათ სურთ ჩორჩანის ტყეში მდებარე ქართულ საგუშაგოსთან მისასვლელი გზის ოკუპირებაც. არის საშიშროება სოფელ ყობთან დოლომიტის საბადო მიიტაცონ, ეს საბადო რუსებს დასახელებული აქვთ პრიორიტეტებში, რომელსაც თავისად მიიჩნევენ“, - ამბობს დავით ქაცარავა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ფაქტის შესახებ საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია:
„აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. აღნიშნულთან, დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები. ასევე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი“.
1. ფოტო - გუგლმეპის ფოტოზე დატანებული ნიშნები - ლურჯად ქართული საგუშაგო, ხოლო წითლად - რუსული საგუშაგოს ტერიტორია
2. ფოტო - ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერის მიერ მონიშნული ტერიტორია
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები