მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა.
„აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებული საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა - პრობლემების შექმნა“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს.
მთავრობის მეთაურისა და რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების შეხვედრა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები