ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ ადგილი აქვს დანაშაულის პროვოკაციას, რომელიც გორის აფთიაქის ,,გორიფარმას" დირექტორის მხრიდან განხორციელდა. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მაპროვოცირებელმა პირმა პასუხი აგოს:
,,მე არ გეტვით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სახელსა და გვარს, სამაგიეროდ, გეტყვით იმ ქალბატონის სახელსა და გვარს, რომელმაც დანაშაულის პროვოცირება მოახდინა. ამ აფთიაქის დირექტორი ადრე მხილებული იყო ფსიქოტროპული წამლების საქმეზე, ჰქონდა პრობლემები. აშკარაა, რომ საკუთარი პრობლემების მოგვარების მიზნით, გამოიყენეს" - აცხადებს ნოდარ ცინცაძე.
დაკავება 2019 წლის 13 სექტემბერს მოხდა:
,,აფთიაქის დირექტორი რამდენიმე ხნის წინ მისულა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შემოსასვლების სამსახურში და დახმარება სთხოვა. ამის ჩანაწერიც გაუკათებია, სადაც არანაირი საუბარი არ მიმდინარეობს ფულად თანხაზე. შემდეგ ამ ქალმა შეაწუხა და ითხოვდა შეხვედრას. ისინი 2019 წლის 13 სექტემბერს შეხვდნენ. მანქანაში საუბრისას ქალბატონმა ფული ჩადო ე.წ. სიდენიებს შორის. მაშინვე, პოლიცია დაადგათ თავზე და დააკავეს. აი, ეს არის ამ საქმის მოკლე მიმოხილვა. თანხას ხელიც კი არა აქვს მოკიდებული ამ კაცს. ვერც კი წარმოედგინა, რა ხდებოდა. გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული და ძალიან ნერვიულობს." - ამბობს ნოდარ ცინცაძე.
შპს ,,გორიფარმა" გორში სტალინის 13-ში მდებარეობს, ყოფილი ცენტრალური აფთიაქის ტერიტორიაზე. დღეს აფთიაქში არავინ დაგვხვდა. არავინ გვპასუხობს ასევე ,,გორიფარმას" ოფიციალურ ტელეფონზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები